Logo
ბლოგი
Time icon

2 წუთი წასაკითხად

5 მიზეზი, რატომ უნდა აუღოთ შვილს sCool Card ქუთაისში

ახალი სასწავლო წლის დაწყება ყოველთვის სასიამოვნო ფუსფუსთან და სიახლეებთან ასოცირდება. თუ თქვენი შვილი ქუთაისის სკოლის მოსწავლეა, 1 სექტემბრიდან მისი ყოველდღიურობა ბევრად გამარტივდება, რადგან მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობას უკვე პირდაპირ sCool Card-ით უფასოდ შეძლებს. 

sCool Card ჯიბის ფულის მართვის საუკეთესო ინსტრუმენტია. ის ბავშვს დამოუკიდებლობას აჩვევს, თქვენ კი სიმშვიდეს განიჭებთ, რადგან ზუსტად იცით, სად და რაში იხარჯება გამოყოფილი თანხა. მოდი ვნახოთ 4 მთავარი მიზეზი, თუ რატომ უნდა გაუაქტიუროთ მოსწავლეს ეს ბარათი დღესვე.

1. უფასო ტრანსპორტი ქუთაისში

ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე სატრანსპორტო შეღავათს ეხება. 1 სექტემბრიდან ქუთაისის საჯარო და კერძო სკოლების ყველა მოსწავლე მუნიციპალური ავტობუსებით სრულიად უფასოდ იმგზავრებს. 

ბავშვებს ახლა უკვე სკოლაში, წრეებზე ან მეგობრებთან ერთად გადაადგილება საქართველოს ბანკის მოსწავლეების ბარათით sCool Card-ით შეეძლებათ. უფასო მგზავრობის ფუნქცია sCool Card-ის აღებისთანავე, ყოველგვარი დამატებითი პროცედურის გარეშე, ავტომატურად გააქტიურდება. 

აიღე sCool Card ბავშვისთვის 

2. ჯანდაცვის პროგრამა

sCool Card-ის მფლობელებს შესაძლებლობა აქვთ, სრულიად უსასყიდლოდ, ჩაერთონ სპეციალურ სამედიცინო პროგრამაში. ამისათვის მხოლოდ რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსებაა საჭირო. ეს მშობლებს სამედიცინო ხარჯების მნიშვნელოვნად დაზოგვაში ეხმარება. მოზარდობისას ექიმთან კონსულტაცია ან სტომატოლოგიური ჩარევა ხშირად გარდაუვალია, შესაბამისად, ეს პროგრამა ოჯახისთვის უდიდესი შეღავათია.

პროგრამის ფარგლებში, თქვენს შვილს ევექსის კლინიკებში 70%-დან 100%-მდე დაფინანსება ეკუთვნის. გარდა ამისა, სტომატოლოგიურ ცენტრ “ნიუ დენტში” კონსულტაცია სრულიად უფასოა, სხვა სერვისებზე კი (მაგალითად, ბრეკეტებზე) მნიშვნელოვანი შეღავათები მოქმედებს. დეტალური ინფორმაციისთვის, აუცილებლად გაეცანით ჯანდაცვის პროგრამის სრულ პირობებს.

3. დაზოგვა sCool ქულებით

ეს ბარათი ბავშვებს ფინანსურ დამოუკიდებლობასა და ფულის დაზოგვას ასწავლის. sCool ქულები გროვდება ყოველთვის, როცა მოსწავლე sCool Card-ით მინ. 1 ლარს იხდის. თითო გადახდაზე 5 სქულა ირიცხება (5 სქულა = 5 თეთრს). 

დაგროვილი ქულების გადაცვლა მობილურის ბალანსის შესავსებად ან პარტნიორ მაღაზიებში გადასახდელადაა შესაძლებელი. 

ამავდროულად, მობილბანკში არსებული გოჭი ყულაბის ფუნქციით, მათ შეუძლიათ მცირე თანხები ავტომატურად გადადონ და საოცნებო ნივთისთვის დააგროვონ ფული.

ასე ბავშვი პრაქტიკაში ხედავს, რომ ხარჯვა და დაგროვება შეიძლება ერთდროული, სახალისო პროცესი იყოს.

4. sCoolApp

sCool Card-ს თან ერთად შესაძლებლობა გაქვთ გაუაქტიუროთ ბავშვს sCoolApp-ი – მოსწავლეებისთვის შექმნილი პირველი საბანკო აპლიკაცია, რომელიც ფულის მართვას მარტივს და სახალისოს ხდის.

თქვენ, როგორც მშობელს, მობილბანკიდან სრული კონტროლი გაქვთ: შეგიძლიათ წამებში შეავსოთ ბალანსი, დააწესოთ ლიმიტები და თვალი ადევნოთ ხარჯებს. ბავშვისთვის კი ეს ფინანსური დამოუკიდებლობისკენ პირველი ნაბიჯია – ის თავად ამოწმებს ბალანსს, აკვირდება საკუთარ დანახარჯებს და პრაქტიკაში სწავლობს ჯიბის ფულის განკარგვას.

თუ ჯერ კიდევ არ აქვს ბავშვს sCoolApp, გაუაქტიურე მარტივად მობილბანკიდან.

5. ექსკლუზიური ფასდაკლებები

გარდა ქულებისა, მოსწავლეებს მუდმივად ხვდებათ ექსკლუზიური შეთავაზებები მათთვის საყვარელ ობიექტებში. ეს შეთავაზებები ზუსტად მათ გემოვნებაზეა მორგებული.

იქნება ეს წიგნის მაღაზიები, გასართობი ცენტრები თუ კაფეები, თქვენი შვილი სასურველ ნივთებსა თუ მომსახურებას ნაკლებ ფასად მიიღებს. შეგიძლიათ თვალი ადევნოთ უშუალოდ ქუთაისის სპეციალურ შეთავაზებებს.

როგორც ხედავთ, sCool Card მოსწავლისთვის ერთ-ერთი ყველაზე პრაქტიკული და საჭირო ნივთია, რომელიც ბავშვს პასუხისმგებლობას ასწავლის, თქვენ კი ფინანსურ კომფორტს გიქმნით.

შეუკვეთეთ ბარათი სრულიად უფასოდ და ისარგებლეთ საუკეთესო პირობებით როგორც თქვენ, ისე თქვენმა შვილებმა. 

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს