2 წუთი წასაკითხად
5 მიზეზი, თუ რატომ უნდა აიღო PLUS ბარათი
9 სექ. 2025
2 წუთი წასაკითხად
2 წუთი წასაკითხად
გაიგე, როგორ დააგროვო მეტი PLUS ქულა, მიიღო ექსკლუზიური ფასდაკლებები და ისარგებლო შეთავაზებებით. აღმოაჩინე 5 მიზეზი, რატომაც PLUS ბარათის აღება ღირს
9 სექ. 2025
2 წუთი წასაკითხად
PLUS ქულები შოპინგის ყველაზე სასიამოვნო ნაწილია. ყიდულობ საჭირო ნივთებს და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, ავტომატურად აგროვებ ქულებს შენი სურვილებისა თუ მიზნებისთვის.
მართალია ქულების დაგროვება საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით შეგიძლია, თუმცა ყველაზე მეტ ქულასა და ექსკლუზიურ ბენეფიტს სწორედ PLUS ბარათის მფლობელები იღებენ. სწორედ ამ და სხვა მიზეზების გამო, PLUS ლოიალურობის საუკეთესო პროგრამად მიიჩნევა. მოდი ვნახოთ 5 მთავარი მიზეზი, თუ რატომ უნდა გაიაქტიურო ეს ბარათი დღესვე.
ბევრი სხვა ბარათისგან განსხვავებით, PLUS ბარათის შეკვეთა სრულიად უფასოა და არც ყოველთვიური საკომისიოს გადახდა გიწევს. რაც მთავარია, მისი შეკვეთა ძალიან მარტივია: ციფრული ბარათს სახლიდან გაუსვლელად, მობილბანკში სულ რამდენიმე წუთში გაიაქტიურებ და პირდაპირ დაამატებ Apple Wallet-სა ან Google Pay-ში. სურვილის შემთხვევაში კი, პლასტიკური ბარათის აღებას ჩვენს ნებისმიერ ფილიალში შეძლებ.
შენი ლოიალურობის სტატუსი საქართველოს ბანკის პროდუქტების აქტიურ გამოყენებაზეა დამოკიდებული, თუმცა სხვა ბარათებთან შედარებით, ყოველდღიური შოპინგით ყველაზე მეტი ქულის დაგროვებას სწორედ PLUS ბარათით შეძლებ. საქართველოს ბანკის ტერმინალზე ყოველი გადახდისას ქულები შემდეგი პრინციპით დაგერიცხება:
PLUS ბარათის მფლობელებს პარტნიორ ობიექტებში მუდმივად ხვდებათ ექსკლუზიური ფასდაკლებები, 1+1 აქციები, ქეშბექები და სტანდარტულზე მეტი PLUS ქულის დაგროვების შეთავაზებები. სიახლეები რომ არ გამოგრჩეს, თვალი ადევნე შეთავაზებების კატალოგს ან ხშირად შეამოწმე მობილბანკის სთორები.
თუმცა, საუკეთესო შეთავაზებები დაბადების დღემდეც, მთელი წლის განმავლობაში გელის. მაგალითად, შენი ლოიალურობის სტატუსის მიხედვით, შეგიძლია ისარგებლო 25-დან 50%-მდე ფასდაკლებით ევექსი კლინიკებში.
PLUS ქულებს ვადა არ გასდის. მათი გამოყენება მობილური ბალანსის შესავსებად, წიგნისა და ტექნიკის მაღაზიებში, აფთიაქებსა და კვების ობიექტებში ნებისმიერ დროს, ყოველგვარი მოცდის გარეშე შეგიძლია.
სტანდარტულად, 400 PLUS ქულა 1 ლარის ეკვივალენტია. თუმცა, ქულებით გადახდა შეიძლება ორმაგად მომგებიანი გახდეს – თუ შეთავაზებებს არ გამოტოვებ. კიდევ ერთი ხელსაყრელი პირობა ისაა, რომ შეგიძლია ქულები მეგობარს გადაურიცხო, ან თავად მიიღო მისგან საჩუქრად.
არ დაგავიწყდეს ყოველწლიური ტრადიცია: 5 ივლისს PLUS-ის დაბადების დღეა! ამ დღეს პარტნიორ ობიექტებში PLUS ქულებით გადახდისას 50%-იანი ფასდაკლებები გელოდება, რისთვისაც ბევრი ქულებს მთელი წელი აგროვებს.
ამ ყველაფერთან ერთად, PLUS ბარათი დიზაინითაც გამოირჩევა. თავად შეგიძლია ინტერესებისა და განწყობის შესაბამისად შეარჩიო ვიზუალი – იქნება ეს საქართველოს სხვადასხვა კუთხის თემატიკა თუ მინიმალისტური ფერები. გექნება ზუსტად ისეთი უნიკალური ბარათი, როგორიც თავად ხარ.
ამ მრავალფეროვანი უპირატესობებით სარგებლობა და ქულების მარტივად დაგროვება შენც შეგიძლია. შეუკვეთე ფიზიკური ან გაიაქტიურე ციფრული ბარათი და არ გამოტოვო ის მუდმივი შეთავაზებები, რომლებიც წინ გელოდება.

2 წუთი წასაკითხად
5 აგვ. 2026
გაიგე, როგორ დაზოგო ფული ქუთაისში სტუდენტური ბარათით. ისარგებლე შეღავათით ტრანსპორტზე, ჩაერთე ჯანდაცვის პროგრამაში და დააგროვე 2x მეტი PLUS ქულა.
2 წუთი წასაკითხად
5 აგვ. 2026
ქუთაისელი მოსწავლეები sCool Card-ით ტრანსპორტით უფასოდ იმგზავრებენ. გაიგე მეტი ჯანდაცვის პროგრამაზე, დაზოგვის გზებსა და ფასდაკლებებზე.
3 წუთი წასაკითხად
21 ივლ. 2026
გაიგე რას ნიშნავს HODL, ბლოკჩეინი, ალტკოინი, მაინინგი და სხვა. ჩვენი კრიპტო ლექსიკონი დაგეხმარება, მარტივად გაერკვე ამ სამყაროში და ისაუბრო თავდაჯერებულად.
2 წუთი წასაკითხად
13 ივლ. 2026
აღმოაჩინე, როგორ აქცია გუგამ ყოველდღიური ხარჯვით დაგროვილი PLUS ქულები საოცნებო PlayStation-ად კომბინირებული გადახდისა და „ნაწილ-ნაწილ“ სერვისის დახმარებით.
2 წუთი წასაკითხად
13 ივლ. 2026