2 წუთი წასაკითხად
შავი პარასკევი სტუდენტებისთვის: როგორ დაზოგო მეტი?
Black Friday 2025 სტუდენტური ბარათით. აღმოაჩინე ექსკლუზიური ქეშბექი Trendyol-ზე, Miniso-ში, Steam-ზე და Cellfie-ს პაკეტებზე. გაიგე, როგორ დაზოგო ყველაზე მეტი!
26 ნოე. 2025
2 წუთი წასაკითხად
Black Friday ის დღეა, როცა მთელი წლის გადავადებული ნატვრები უნდა აისრულო და ამ მისიაში საქართველოს ბანკი აუცილებლად დაგეხმარება. თუ გაქვს Student Card, შოპინგის დღესასწაულზე ბევრი და რაც მთავარია, შენს სურვილებზე მორგებული შეთავაზებით სარგებლობა შეგიძლია. თუ არ გაქვს სტუდენტური ბარათი, ძალიან მარტივად შეუკვეთავ.
ამ ბლოგში დეტალურად მოგიყვებით, სად და როგორ შეგიძლია დაიბრუნო გადახდილი თანხის ნაწილი და აქციო ეს Black Friday ნამდვილ დღესასწაულად.
განაახლე გარდერობი და შეიძინე წვრილმანები
გარდერობის განახლება გინდა? ეს შავი პარასკევი ამისთვის საუკეთესო დღეა. 28 ნოემბერს, შეიძინე Trendyol-ზე შენი საყვარელი ბრენდები და გადახდილი თანხის 30%-ს უკან დაიბრუნებ.
ან იქნებ წვრილმანების შეძენა გინდა Miniso-ში? აქაც იგივე წესი მოქმედებს – სულ ერთია ონლაინ გამოიწერ თუ ფიზიკურ მაღაზიაში შეივლი, 30% ქეშბექს დაიბრუნებ Student Card-ით გადახდისას.
ისიც დაიმახსოვრე, რომ თითოეულ მაღაზიაში გაკეთებულ შენაძენზე ქეშბექის მაქსიმალური ლიმიტი 100 ლარია.
გეიმერებისთვისაც გვაქვს კარგი ამბები!
მოვიდა დრო, შეიძინო ის ახალი თამაში რომელსაც დიდი ხანია შორიდან ათვალიერებ. ან იქნებ ბალანსის შევსება გინდა? ნურც ამაზე იყოყმანებ, რადგან Steam-სა და Xbox-ზე სტუდენტური ბარათით გადახდის შემთხვევაში 28 ნოემბერს თანხის 30%-ს უკან დაიბრუნებ. ორივე საიტზე ჯამურად 100 ლარის დაბრუნებას შეძლებ.
უფრო მეტი ინტერნეტი უფრო ნაკლებ ფასად
არ არსებობს ზედმეტი ინტერნეტი, მით უმეტეს, თუ მას Black Friday-ს აქციაზე ყიდულობ. აქციის პირობები ასეთია – 27-29 ნოემბერს თუ Cellfie-ს აპლიკაციაში Student Card-ით გადაიხდი 30-დღიან ამ მობილურ პაკეტებს 20% ქეშბექით შეიძენ:
- 7 GB — სულ რაღაც 5 ლარად
- 12 GB — 8 ლარად
- 12 GB / 150 წთ / ∞ SMS — 10 ლარად
მოკლედ, ჩაიფიქრე რაც გინდა – ახალი ტანსაცმელი, საყვარელი წვრილმანები მინისოდან, ახალი თამაში თუ ინტერნეტი, თუ სტუდენტური ბარათი გაქვს, შავი პარასკევის შემოთავაზებებით სურვილებს აუცილებლად აისრულებ. ამიტომ ნუ გაუშვებ შანსს ხელიდან, გამოიყენე შენი ბარათის ყველა უპირატესობა და მიიღე მაქსიმალური სარგებელი შოპინგის დღესასწაულზე!
აღმოაჩინე შავი პარასკევის ყველა შეთავაზება სტუდენტურ ბარათზე.