ისევ საუკეთესო მობილბანკის ივლისის განახლებით დაგიბრუნდით. აპლიკაციის 1 700 000-ზე მეტ მომხმარებელს უკვე შეუძლია ისარგებლოს ახალი ფუნქციონალებითდა საკუთარ თავზე გამოცადოს:
- მობილბანკის გაუმჯობესებული დიზაინი
- ანაბრის გახსნის კიდევ უფრო გამარტივებული პროცესი
- City Mall-ის ციფრული სასაჩუქრე ბარათები
ზუსტად ამ სიახლეებზე ვსაუბრობთ ამ ბლოგში და თითოეულ მათგანს შენთან ერთად დეტალურად განვიხილავთ
პირველი სიახლე, რასაც მსოფლიოში საუკეთესო მობილბანკში გადააწყდები, აპლიკაციის გაუმჯობესებული დიზაინია, რაზევ ბევრი ვიმუშავეთ
უფრო ზუსტად, ჩვენი მომხმარებლების უკეთესი გამოცდილებისთვის მობილბანკის დიზაინი თითქმის სრულად შევცვალეთ – გავასუფთავეთ გვერდები, გადავალაგეთ სხვადასხვა ელემენტი და ფონტიც უფრო კითხვადი გავხადეთ
ამ ყველაფრის შემდეგ აპლიკაციის გამოყენება კიდევ უფრო გაგიმარტივდება, რადგან რაც დაგჭირდება, ყველაფერს იქვე, დროის დაკარგვის გარეშე, მიაგნებ და შენთვის საჭირო ტრანზაქციებს მართლა წამებში შეასრულებ
სიახლეა ანაბრის გახსნის პროცესიც. თუ აქამდე სასურველი ანაბრის გახსნისას მომხმარებლებს ხშირად აბნევდათ ტერმინები – შეგროვებადი, მოთხოვნამდე ან ვადიანი, დღეს ეს ყველაფერი შეიცვალა
უბრალოდ მონიშნავ, რა გინდა – თანხის ერთჯერადად შეტანა, მომავალში დამატება, კონკრეტული ვადით შეგროვება თუ სხვა და ამის შემდეგ უკვე მობილბანკი შემოგთავაზებს შენზე მორგებულ ანაბარს. ამ პროცესშივე შეძლებ შეარჩიო ანაბრის მიზანი, შეამოწმო, როგორ დაგეხმარება ყულაბა ან ავტომატური გადარიცხვა ამ მიზნის სწრაფად მიღწევაში და სურვილის შემთხვევაში იქვე გაიაქტიურო კიდეც
მობილბანკის მე-3 განახლება ციფრულ სასაჩუქრე ბარათებს ეხება. უფრო ზუსტად, ჩვენს აპლიკაციაში უკვე City Mall-ის ციფრული სასაჩუქრე ბარათებიც დაემატა, რომლებიც საბურთალოსა და გლდანის სითი მოლებშია აქტიური
ეს სასაჩუქრე ბარათები იდეალურია მაშინ, როცა არ იცი, რა უყიდო საყვარელ ადამიანს, რიგში დგომის დრო არ გაქვს და გსურს მომენტალურად გაუგზავნო ადრესატს საჩუქარი
რაც შეეხება ყიდვის პროცესს, არ შეცვლილა და ისეთივე მარტივია – შედიხარ მობილბანკში, აჭერ სასაჩუქრე ბარათს ჰაბის გვერდზე და შემდეგ ირჩევ კომპანიას. იქვე უთითებ მობილურის ნომერს, ვისაც გინდა, რომ გაუგზავნო, ნიშნავ დიზაინს, სურვილის შემთხვევაში კი ურთავ მისალოც წერილს. რომ იცოდე, ადრესატი სასაჩუქრე ბარათის დამატებას Wallet-შიც მარტივად შეძლებს და ყველგან მობილურის 1 მიდებით გადაიხდის ხოლმე
დაელოდე შემდეგი თვის განახლებებს და გამოიყენე ისევ საუკეთესო მობილბანკი ყოველდღიურად