3 წუთი წასაკითხად
34 ჯილდო Global Finance-ისგან: საქართველოს ბანკის მოწინავე პოზიციები ციფრულ სფეროში
21 აგვ. 2025
3 წუთი წასაკითხად
საკითხები
გააზიარე
ციფრული ბანკინგის ლიდერად საქართველოს ბანკი კიდევ ერთხელ დაასახელეს!
გავლენიანმა საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა 2025 წლის „მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკების“ დაჯილდოებაზე საქართველოს ბანკს ჯამში 34 ნომინაცია მიანიჭა. ეს უდიდესი აღიარებაა, რადგან Global Finance ათწლეულებია, რაც ფინანსურ სამყაროში ხარისხისა და სანდოობის ყველაზე მაღალ სტანდარტად ითვლება.
საქართველოში და მთელ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, როგორც საცალო, ისე ბიზნეს სეგმენტში, საუკეთესო ციფრული ბანკი ისევ საქართველოს ბანკია. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ რეგიონში საუკეთესო მობილბანკის ტიტული ზედიზედ მესამე წელია ჩვენ გვხვდება!
როგორ მოვიპოვეთ ეს ჯილდოები?
Global Finance ჟიურის წევრებს ტექნოლოგიური კომპანია Infosys-იდან იწვევს. ისინი ბანკებს მკაცრი კრიტერიუმებით აფასებენ. მაგალითად:
- რამდენად ძლიერია ციფრული სტრატეგია
- როგორი მრავალფეროვანია ციფრული პროდუქტები
- რამდენად სწრაფად იზრდება მომხმარებელთა რაოდენობა
- რამდენად მოსახერხებელია აპლიკაციისა დიზაინი და ფუნქციონალი
საქართველოს ბანკმა საუკეთესო შედეგები აჩვენა, რაც ჩვენი გუნდის უწყვეტი მუშაობის დაუყოვნებელი შედეგია.
რას ნიშნავს Global Finance-ის ჯილდო?
Global Finance-ის დამფუძნებელი და რედაქტორი, ჯოზეფ ჯიარაპუტო აღნიშნავს, რომ დღეს ფინანსური ინსტიტუტები ხელოვნურ ინტელექტს და უახლეს ტექნოლოგიებს იყენებენ, რათა მომხმარებლებს უსაფრთხო და პერსონალიზებული გამოცდილება შესთავაზონ. მისი თქმით, 2025 წლის გამარჯვებულები სწორედ ასეთი ინოვაციურობის მაგალითები არიან.
ნომინაციები
ნახე 34-ივე ნომინაცია, რომელიც Global Finance-ისგან 2025 წელს დავიმსახურეთ:
ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა – საცალო სეგმენტი
- საუკეთესო სრულად ციფრული ბანკი საცალო სეგმენტში ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
- ონლაინ გადახდების საუკეთესო გადაწყვეტა საცალო სეგმენტში ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში 2025 წლისთვის;
- საუკეთესო ონლაინ პროდუქტის შეთავაზებები საცალო სეგმენტში ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში 2025 წლისთვის;
- 2025 წლის საუკეთესო მობილური საბანკო აპლიკაცია საცალო სეგმენტში ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში;
- სესხების გაცემის საუკეთესო სერვისი საცალო სეგმენტში ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში;
- ყველაზე ინოვაციური ციფრული ბანკი საცალო სეგმენტში ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში;
- საუკეთესო ღია საბანკო API-ები საცალო სეგმენტში ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
საქართველო – საცალო სეგმენტი
- საუკეთესო ციფრული ბანკი საცალო სეგმენტში საქართველოში
- საუკეთესო სრულად ციფრული ბანკი საცალო სეგმენტში საქართველოში
- ონლაინ გადახდების საუკეთესო გადაწყვეტა საცალო სეგმენტში საქართველოში;
- ონლაინ პროდუქტის საუკეთესო შეთავაზებები საცალო სეგმენტში საქართველოში;
- საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილების (UX) დიზაინი საქართველოში (საცალო მომხმარებლებისთვის)
- საუკეთესო მობილური საბანკო აპლიკაცია საცალო სეგმენტში საქართველოში;
- საუკეთესო ინფორმაციული უსაფრთხოება და ფროდის მართვა საცალო სეგმენტში საქართველოში;
- სესხების გაცემის საუკეთესო სერვისი საცალო სეგმენტში საქართველოში;
- ყველაზე ინოვაციური ციფრული ბანკი საცალო სეგმენტში საქართველოში;
- საუკეთესო ღია საბანკო API-ები საცალო სეგმენტში საქართველოში;
- საუკეთესო ტრანსფორმაცია საცალო სეგმენტში საქართველოში;
ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონი – ბიზნესის მიმართულება
- საუკეთესო სრულად ციფრული ბანკი ბიზნესისთვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში;
- საუკეთესო ბანკი ბიზნესისთვის ინტეგრიგებული ფინანსების მიმართულებით ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში;
- საუკეთესო ციფრული გადახდების სტრატეგია ბიზნესის მიმართულებით, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში;
- საუკეთესო სავაჭრო დაფინანსების სერვისები ბიზნესისთვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში;
- საუკეთესო ღია საბანკო API-ები ბიზნესისთვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში;
- საუკეთესო ბანკი ტრანსფორმაცის მიმართულებით ბიზნესისთვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.
საქართველო – ბიზნესის მიმართულება
- საუკეთესო ციფრული ბანკი ბიზნესისთვის საქართველოში;
- საუკეთესო სრულად ციფრული ბანკი ბიზნესისთვის საქართველოში;
- საუკეთესო ბანკი ინტეგრიგებული ფინანსების მიმართულებით ბიზნესისთვის საქართველოში;
- საუკეთესო ციფრული გადახდების სტრატეგია ბიზნესისთვის საქართველოში;
- სავაჭრო დაფინანსების საუკეთესო სერვისები ბიზნესისთვის საქართველოში;
- საუკეთესო ინტეგრირებული კორპორატიული საბანკო პროგრამა საქართველოში;
- ყველაზე ინოვაციური ციფრული ბანკი ბიზნესისთვის საქართველოში;
- საუკეთესო ღია საბანკო API-ები ბიზნესისთვის საქართველოში;
- საუკეთესო საბანკო მომსახურება მცირე და საშუალო ბიზნესისთვის / საუკეთესო მცირე და საშუალო ბიზნესის პლატფორმა საქართველოში;
- საუკეთესო ბანკი ტრანსფორმაციის მიმართულებით ბიზნესისთვის საქართველოში.
ჯილდოები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არ ვჩერდებით – მუდმივად ვვითარდებით და განვაგრძობთ მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის პროდუქტების შექმნას.
გახსენი მობილბანკი და ისარგებლე ყველა ინოვაციური სერვისით შენი სმარტფონიდან.