Logo
ბლოგი
Time icon

3 წუთი წასაკითხად

რა ამბებია საქართველოს ბანკის მობილბანკში? ოქტომბრის 4 საინტერესო განახლება

გაიცანი მობილბანკის ოქტომბრის 4 განახლება: გამარტივებული ძებნა, გაზრდილი უსაფრთხოება, ახალი ფუნქციები და მეგობრების მოწვევით გათამაშების ბილეთები შენთვის.

თვიდან თვემდე ვცდილობთ, მობილბანკის ფუნქციები შენი ყოველდღიური საჭიროებებისა და სურვილების შესაბამისად განვაახლოთ – იმისთვის, რომ ციფრული სივრცე, სადაც 1 700 000 ადამიანი ყოველდღე შედის, უფრო მარტივი და სასიამოვნო გამოსაყენებელი გახდეს. ოქტომბერში ამ მიზნისკენ არაერთი ნაბიჯი გადავდგით და ბევრი ახალი ფუნქცია დავამატეთ.

გაიცანი აპლიკაცია

თუ ახალი მომხმარებელი ხარ, ან ერთი წელია აპლიკაციაში არ შესულხარ, ახლა შეგიძლია ჩვენი მობილბანკი ახალი ფუნქციების დახმარებით თავიდან და უფრო მხიარულად გაიცნო.

ნავიგაციის ტურის დასრულების შემდეგ მთავარ გვერდზე ახალ სივრცეს ნახავ, სადაც რამდენიმე ამოცანას შეასრულებ და თუ მოგინდა, რამდენიმე ახალი ფუნქციონალით მობილბანკს შენს სურვილებსაც მოარგებ:

  • სანდოდ აქცევ იმ მოწყობილობას, რომელსაც იყენებ
  • მეილს დაამატებ ფავორიტებში
  • ბარათს დაამატებ ელექტრონულ საფულეში
  • შექმნი გადახდის შაბლონებს
  • შეცვლი პროფილის ფოტოს
  • მიიღებ წვდომას შემოსავლების სამსახურის მონაცემებზე
  • შეამოწმებ ფინანსურ შეთავაზებებს

მოძებნე მარტივად

ოქტომბრის განახლების შემდეგ, მობილბანკში სასურველ ინფორმაციას კიდევ უფრო სწრაფად იპოვი. ჩვენ დავხვეწეთ ძიების ფუნქცია, შევამცირეთ ძიების დრო 1 წამამდე და მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად ორი ახალი შესაძლებლობა დავამატეთ.

ძიების ისტორია საშუალებას გაძლევს, სწრაფად დაუბრუნდე იმას, რასაც ხშირად ეძებ, ან რასაც გუშინ მიაგენი და დღესაც გჭირდება.

ძიების ფილტრი კი დაგიზოგავს დროს და დაგეხმარება, მიღებული შედეგები კატეგორიების მიხედვით მარტივად გაფილტრო და იპოვო ზუსტად ის, რაც კონკრეტულ მომენტში გჭირდება. მაგალითად, თუ გსურს, მარტივად იპოვო ტრანზაქცია კონკრეტულ მაღაზიაში – საძიებო ველში ჩაწერ მის დასახელებას, ხოლო ფილტრში „ტრანზაქციას“ აირჩევ.

ძიების შედეგების გაფილტვრა შემდეგი კატეგორიებით შეგიძლია:

  • ფუნქციონალი
  • პროდუქტები
  • კონტაქტები
  • შაბლონები
  • პროვაიდერები
  • ტრანზაქციები

ყველაფერი უსაფრთხოებისთვის

ციფრულ სამყაროში უსაფრთხოებაზე ზრუნვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ალბათ, გქონია შემთხვევა, როცა ტრანზაქციის შესრულება ვერ მოხერხდა – ამის მიზეზი, ხშირად, სწორედ შენი ფინანსების დაცვაა.

მობილბანკის უახლეს, 8.9.0 ვერსიაში (Android და iOS) საეჭვო ტრანზაქციების მართვა კიდევ უფრო გავამარტივეთ. თუ აქამდე საეჭვო ოპერაციის დასადასტურებლად SMS-ის ან ელფოსტის ბმულზე გადასვლა და მხარდაჭერის გუნდთან დაკავშირება გიწევდა, ოქტომბრის განახლების შემდეგ ამას პირდაპირ მობილბანკიდან შეძლებ.

როგორ მუშაობს?

პროცესი ძალიან მარტივია. თუ შენს ანგარიშზე საეჭვო გადახდა დაფიქსირდა, ოპერაცია და ბარათი ავტომატურად დაიბლოკება, შენ კი მიიღებ Push შეტყობინებას. ამასთანავე, მობილბანკის მთავარ გვერდზე გამოჩნდება სპეციალური ვიჯეტი, რომელიც მხოლოდ ასეთ დროს აქტიურდება.

შეტყობინებაზე ან ვიჯეტზე დაჭერით პირდაპირ აპლიკაციაში გადახვალ, სადაც ტრანზაქციის დეტალებს გაეცნობი და მის ნამდვილობას ან დაადასტურებ, ან უარყოფ. ტრანზაქციები დაჯგუფებულია ბარათისა და გადახდის თარიღის მიხედვით, რაც საშუალებას გაძლევს, ერთ ბარათზე არსებული ყველა საეჭვო ოპერაცია ერთდროულად მონიშნო, დაადასტურო ან უარყო.

რა უნდა გაითვალისწინო:

  • სერვისით სარგებლობა ბარათის დაბლოკვიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში შეგიძლია.
  • უარყოფილი ტრანზაქციის აღდგენა შეუძლებელია.
  • ცვლილება არ ვრცელდება არასრულწლოვნებისა და იურიდიული პირების ბარათებზე. ამ შემთხვევებში ვერიფიკაციის პროცესი უცვლელია.

მოიწვიე მეგობარი მობილბანკში და დააგროვე გათამაშების ბილეთები

ჩვენს სიახლეებს თუ ადევნებ თვალს, გეცოდინება, რომ საქართველოს ბანკის მობილბანკში დიდი გათამაშებების სეზონი დაიწყო და გაქვს შანსი მოიგო 650,000 ლარიანი საპრიზო ფონდიდან. გათამაშებისთვის ყველაზე მეტი ბილეთის დაგროვება კი მობილბანკში მეგობრის მოწვევით შეგიძლია.

თუ შენი მეგობარი ჯერ არ იყენებს მობილბანკს, ან იყენებს, მაგრამ ბოლო 30 დღეა არ შესულა აპში, გაუგზავნე მოწვევა და გაზარდე შენი და მისი მოგების შანსები 50-50 ბილეთით.

მეტი მოწვეული მეგობარი ნიშნავს მეტ ბილეთს, და შესაბამისად, მეტ შესაძლებლობას საქართველოს ბანკის გათამაშებაში პირველ ადგილზე გახვიდე და 250,000 ლარი მოიგო.

ამისთვის კი 2 მარტივი ნაბიჯის გადადგმაა საჭირო:

  • შედი მობილბანკის გათამაშების გვერდზე და აირჩიე „მეგობრის მოწვევა”
  • შეიყვანე მეგობრის მობილურის ნომერი ან შეარჩიე კონტაქტებიდან

გაითვალისწინე: მეგობარს 4444-დან უნიკალური ბმული გაეგზავნება SMS-ით და ის მხოლოდ ამის შემდეგ უნდა შევიდეს მობილბანკში. მხოლოდ ამ პირობის შესრულების შემთხვევაში მიიღებთ ორივე 50-50 ბილეთს.

მოწვევის ბმული 10 დღის განმავლობაში მოქმედებს და დღეში მაქსიმუმ 10 ადამიანის მოწვევა შეგიძლია.

ოქტომბრის თვის ახალი ამბები სულ ეს არის. წინ კიდევ უფრო მეტი სიახლე და შესაძლებლობა გელოდება, ამიტომ განაახლე მობილბანკი და არ გაჩერდე!

გადმოწერე

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს