Logo
ბლოგი
Time icon

2 წუთი წასაკითხად

რამდენი ბილეთით მოიგეს 25,000, 15,000 და 10,000 ლარი | მობილბანკის გათამაშების II ეტაპი

მარიტამ, დ.ი.-მ და შენგელიმ 25,000, 15,000, 10,000 ლარი მოიგეს. რამდენი ბილეთი დააგროვეს მათ? გაიგე, როგორ გაზარდო შენი მოგების შანსი მობილბანკის გათამაშებაში.

საქართველოს ბანკის მობილბანკის ყველაზე მასშტაბური გათამაშება 12 სექტემბრიდან დაიწყო. გათამაშების ფარგლებში მონაწილეები ყოველთვიური ფინანსური აქტივობებით აგროვებენ ბილეთებს, რომ 650 000 ლარის საპრიზო ფონდიდან ფულადი პრიზები მოიგონ.

მეორე ეტაპის გამარჯვებულების ვინაობა უკვე ცნობილია. I ადგილი 36 წლის მარიტა ჭ.- დაიკავა და 25,000 ლარი მოიგო. მარიტას საკუთარი პატარა მაღაზია აქვს, ყოველდღიურ ოპერაციებში, გადარიცხვებისა თუ გადახდებისთვის, ყოველთვის საქართველოს ბანკის აპლიკაციასა და ბარათს იყენებს. სწორედ ამ აქტიურობის დამსახურებით მეორე ეტაპისთვის 155 ბილეთი დააგროვა.

როგორც თავად ამბობს, აქამდე არასდროს არაფერი მოუგია და გამარჯვება განსაკუთრებით ემოციური იყო. მარიტა აპირებს, რომ დიდი ხნის სურვილის ასრულება დაიწყოს და საკუთარი ბინის შესაძენად შეაგროვოს თანხა.

მეორე ადგილზე დ.ი. გავიდა და 15 000 ლარი 65 ბილეთით მოიგო. III ადგილი კი 33 წლის შენგელი ბ.-მ მოიპოვა, რითაც 10 000 ლარი შეხვდა. შენგელიც აქტიურად იყენებდა მობილბანკს გადარიცხვებისა და გადახდებისთვის, მეორე ეტაპისთვის 33 ბილეთი შეაგროვა. გამარჯვებას არ ელოდა. მოგებული თანხით კი სახლში რემონტის დაწყებას აპირებს, რაც დიდი ხანია უნდოდა, თუმცა ვერ ახერხებდა.

საქართველოს ბანკის გათამაშება შემთხვევითობის პრინციპს ეფუძნება, რაც უფრო მეტი ბილეთი გაქვს, მით უფრო ზრდი მოგების შანსს, თუმცა გამარჯვების შესაძლებლობა აქვს ყველას, ვინც მობილბანკს იყენებს.

თუ გაინტერესებს, რამდენი ბილეთი ჰქონდათ პირველი ეტაპის გამარჯვებულებს:

  • I ადგილი, 25,000 ლარი – თ.ჭ. (118 ბილეთი)
  • II ადგილი, 15,000 ლარი – დ.ვ. (167 ბილეთი)
  • III ადგილი, 10,000 ლარი – ნ.ყ. (35 ბილეთი)

წინ მესამე ეტაპი და გრანდიოზული ფინალია, 10 იანვარს მთავარი პრიზის, 250 000 ლარის მფლობელი გამოვლინდება. ფინალში სამივე ეტაპზე შეგროვებული ბილეთებით მიიღებ მონაწილეობას, მთავარია, მობილბანკი დეკემბერშიც გამოიყენო.

ასე რომ ისევ გაქვს დრო, გახდე ერთ-ერთი გამარჯვებული და დიდი ხნის ნანატრი სურვილები აისრულო, ამისთვის დიდი ძალისხმევა სულაც არ გჭირდება – ბილეთები ავტომატურად გროვდება:

  • მობილბანკში თანხის გადახდა-გადარიცხვით
  • ბარათით გადახდისას საქართველოს ბანკის ტერმინალზე
  • მობილბანკში ციფრული პროდუქტების გააქტიურებისას
  • ყველაზე ბევრი ბილეთის დასაგროვებლად კი უნდა მოიწვიო მეგობარი, რომელსაც არ აქვს მობილბანკი, ან აქვს და 30 დღეა არ გამოუყენებია. ერთი მოწვევით შენც და შენი მეგობარიც 50-50 ბილეთს მიიღებთ. ასე თვეში დამატებით 15,000-მდე ბილეთს დააგროვებ.

თუ ჯერ ისევ არ ხარ ჩართული გათამაშებაში, შეგიძლია ახლა დაიწყო! გადმოწერე მობილბანკი, დააგროვე ბილეთები და მაქსიმალურად გაზარდე მოგების შანსი!

გადმოწერე

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს