Logo
ბლოგი
Time icon

1 წუთი წასაკითხად

წარმოების ფინანსების ეფექტური მართვა: სტრატეგიები წარმატებისთვის

შეიტყვეთ, როგორ მართოთ საწარმოო ფინანსები ეფექტურად. გაეცანით პროდუქციის თვითღირებულების, კონვერსიის წერტილებისა და ფინანსური კოეფიციენტების მნიშვნელობას პრაქტიკული რეკომენდაციებით.

გიწვევთ მორიგ ვებინარზე ზუმში, სადაც თქვენთან ერთად განვიხილავთ საწარმოო კომპანიებისთვის ფინანსების ეფექტურად მართვის თავისებურებებს.
 
მოგიყვებით, როგორ უნდა განისაზღვროს წარმოებული პროდუქციის თვითღირებულება, ასევე გეტყვით, თუ რა მნიშვნელობა აქვს კონვერსიის, იგივე გადამუშავების, წერტილებს და გაგიზიარებთ პრაქტიკულ რეკომენდაციებს, რომლებსაც საქმიანობისას გამოიყენებთ.
 
მეტიც, შეხვედრისას გექნებათ შესაძლებლობა, თვალი ადევნოთ წარმოდგენილ ანგარიშებს და გაეცნოთ საწარმოო კომპანიის ეფექტურობის განმსაზღვრელ ფინანსურ კოეფიციენტებს.
 
ვებინარს გაუძღვება კომპანია „ებიტ ჯგუფის“ პარტნიორი თამარ ჩხატარაშვილი, რომელსაც აღნიშნულ სფეროში საქმიანობის 14-წლიანი გამოცდილება აქვს.
 
ერთად და ერთმანეთის მხარდაჭერით ჩვენ არ ვაჩერებთ საქართველოს!
 
ვებინარის დეტალები
თარიღი: 9 ივლისი
დრო: 19:00 სთ
შეხვედრის ადგილი: ზუმი

გაიარეთ რეგისტრაცია

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს