3 წუთი წასაკითხად
როგორ შევქმნათ Miami Ad School-ისთვის გამორჩეული პორტფოლიო
27 მაი. 2026
3 წუთი წასაკითხად
3 წუთი წასაკითხად
ემზადები Miami Ad School-ისთვის? აღმოაჩინე საუკეთესო რჩევები შთამბეჭდავი პორტფოლიოს შესაქმნელად. გაზარდე შანსები ნიკა გუჯეჯიანის სტიპენდიის მოსაპოვებლად!
27 მაი. 2026
3 წუთი წასაკითხად
თუ კრეატიულ ინდუსტრიაში მუშაობაზე ოცნებობ, ეს სიახლე შენთვისაა: Miami Ad School Europe-ში (MASE) ჩასარიცხად და ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად კონკურსი კვლავ გამოცხადდა. 2019 წლიდან ეს სტიპენდია ნიჭიერ ქართველ ახალგაზრდებს მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კრეატიულ სკოლაში სრული დაფინანსებით სწავლის უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს.
➔ ნახე გზამკვლევი, როგორ შეგიძლია MASE-ში სრული დაფინანსებით ისწავლო
წლევანდელი გამარჯვებული მადრიდში გაემგზავრება, სადაც სამი განახლებული პროგრამიდან ერთ-ერთს სრულიად უფასოდ დაეუფლება, ესენია:
კონკურსი 18 მაისს დაიწყო, აპლიკაციის შევსება კი 8 ივნისამდე, თბილისის დროით 19:00 საათამდეა შესაძლებელი. ამ ბლოგში აპლიკაციის ყველაზე მნიშვნელოვან კომპონენტზე – პორტფოლიოზე ვკონცენტრირდებით და გაგიზიარებთ რჩევებს, რომლებიც მის სრულყოფაში დაგეხმარება.
პორტფოლიო შენი ვიზუალური რეზიუმეა. ეს არის საგულდაგულოდ შერჩეული ნამუშევრების კრებული, რომელიც წარმოაჩენს შენს ინტერესებს, უნარებს, კრეატიულ ხედვასა და პოტენციალს. ის შენს სავიზიტო ბარათად იქცევა და კომისიას უყვება, თუ ვინ ხარ, როგორც შემოქმედებითი ადამიანი.
პორტფოლიოს შეკვრა სარეკლამო კამპანიის მოფიქრების პროცესს ჰგავს. ჯერ ვფიქრობთ იდეაზე, კონცეფციაზე, შემდეგ კი ამ იდეის ქვეშ ვაქცევთ სხვადასხვა ნამუშევარს.
– გვეუბნება არტ დირექტორი ხატია არველაძე
პორტფოლიოს შექმნა სტრატეგიული პროცესია. ქვემოთ მოცემულია ძირითადი პრინციპები, რომლებიც მის საუკეთესოდ წარდგენაში დაგეხმარება.
ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა პორტფოლიოს ბევრი, მაგრამ სუსტი ნამუშევრით გადატვირთვაა. როგორც სტიპენდიის ერთ-ერთი მფლობელი, ლინუკა ლომთათიძე გვეუბნება, „სუსტი პროექტი პორტფოლიოს არ აძლიერებს, პირიქით, კარგ პროექტებსაც ასუსტებს“.
კარგი პორტფოლიო მხოლოდ ლამაზი ვიზუალების კრებული არ არის. ის უნდა ყვებოდეს ამბავს შენი აზროვნების პროცესზე და უნარების მრავალფეროვნებაზე. ეცადე, წარმოაჩინო შენი შესაძლებლობები მრავალი მიმართულებით. მაგალითად, ხატია არველაძის რჩევით, კარგია, თუ პორტფოლიოში გამოჩნდება პროექტები სხვადასხვა სფეროებიდან, მაგალითად ბრენდინგი, ვებდიზაინი და ბეჭდური მასალა.
ლინუკა ლომთათიძე კი ამატებს, რომ პორტფოლიომ უნდა ასახოს ისეთი თანამედროვე უნარები, როგორიცაა digital-first მიდგომა, მოძრაობა/ვიდეო და სთორითელინგი. მთავარია, თითოეული პროექტის წარდგენისას, აჩვენო მთელი გზა:
სარეკლამო ინდუსტრიის ექსპერტები ახალბედებში განსაკუთრებულად აფასებენ ამბის თხრობის უნარს. ამდენად, უმჯობესი იქნება, თუკი შენს იდეებს კონცეფცია, საერთო ხაზი გააერთიანებს.
MASE არ არის უბრალოდ სასწავლებელი. როგორც კურსდამთავრებული ლიზა ღლონტი ამბობს, ეს „მოუსვენარი ხალხის სკოლაა“. ეს განწყობა შენს პორტფოლიოშიც უნდა ჩანდეს. მაღალი კონკურენციის ფონზე, აუცილებელია, ჟიური პორტფოლიოთი დაარწმუნო, რომ შენი იდეები ყველა დანარჩენისგან განსხვავდება. ამიტომ, თამამ ჩანაფიქრებსაც ნუ მოერიდები და ნურც ერთ ადგილას იტრიალებ დიდხანს.
თუ გინდათ, რომ თქვენი ცხოვრება არასოდეს შეიცვალოს, არასოდეს იყოს მრავალფეროვანი, არასოდეს იყოს გამორჩეული და ხმამაღალი, მაშინ ნუ ისწავლით MASE-ში.
– ამბობს თეკო მამალაძე
ეს სკოლა ეძებს განსხვავებულ, თამამ და უნიკალურ ხედვას. მოერიდე სხვისი სტილის მიბაძვას და აჩვენე, „ვინ ხარ, როგორც კრეატიული ადამიანი, როგორ ფიქრობ, რა გაინტერესებს და რით განსხვავდები“ – როგორც ლინუკა გვეუბნება.
გამოცდილების ნაკლებობამ არ უნდა დაგაბრკოლოს. კომისია ყურადღებას აქცევს დამწყები აპლიკანტების ნამუშევრებსაც, თუ მათში გენიალური იდეების პოტენციალი ჩანს. მნიშვნელოვანია იცოდე, რომ MASE-ის აპლიკანტების დიდი ნაწილი თვითნასწავლია და კომისია უპირველესად პოტენციალს აფასებს.
შენი კრეატიულობის საჩვენებლად, შეგიძლია გამოიყენო არატრადიციული მედიუმებიც: მოკლე ვიდეოები, ანიმაციები, არტისტული ნამუშევრები, საინტერესოდ აწყობილი ინსტაგრამგვერდი ან შენი პირადი ვებსაიტი. თავისუფლად დაურთე პორტფოლიოს ის ყველაფერი, რაც, შენი აზრით, შენს კრეატიულობას ხაზს უსვამს.
ორიგინალურ ჩანაფიქრზე არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი შესრულების ხარისხი. ამიტომ, ეცადე, პორტფოლიომ მაქსიმალურად წარმოაჩინოს შენი ტექნიკური უნარ-ჩვევები. ხატია არველაძე გვირჩევს, დიზაინი იყოს მაქსიმალურად მარტივი: გამოიყენე სადა ფერთა პალიტრა და ადვილად აღსაქმელი ფონტები.
აპლიკაცია პორტფოლიოს გარდა სამოტივაციო წერილსაც მოიცავს. მისი მნიშვნელობა არ უნდა დაგავიწყდეს.
კარგი სამოტივაციო წერილი უნდა აჩვენებდეს ადამიანის მოტივაციასა და ხასიათს. პორტფოლიო აჩვენებს, რას აკეთებ; წერილი აჩვენებს, რატომ აკეთებ ამას.
– ლინუკა
ბევრი აპლიკანტი ცდილობს, „იდეალური პორტფოლიო“ შექმნას და ამ პროცესში მთავარი ავიწყდება.
ახლა რომ თავიდან ვაბარებდე, საკუთარ თავს ვურჩევდი, რომ ნაკლებად მეფიქრა იდეალურ პორტფოლიოზე და მეტად მეფიქრა მკაფიო, გულწრფელ და ძლიერ კომუნიკაციაზე, მთავარი არის არა სრულყოფილება (perfection), არამედ სიცხადე (clarity).
– ამბობს ლინუკა
2 წუთი წასაკითხად
23 ივნ. 2026
ისწავლე, რატომ არ უნდა მოუსმინო სხვებს პროფესიის არჩევისას და რატომ არის საკუთარი თავის ნდობა წარმატების მთავარი გასაღები. მედეა ტაბატაძის წერილი შენთვის.
2 წუთი წასაკითხად
17 ივნ. 2026
თუ ზუგდიდში მოგზაურობას გეგმავ, დადიანების სასახლე იმ ადგილების სიაშია, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულო. თუმცა, მისი ღირებულება მხოლოდ გამორჩეული არქიტექტურით არ განისაზღვრება – ამ კედლებში ინახება ისტორიები, რომლებმაც ის განათლებისა და კულტურის ცენტრად აქცია. ამიტომ, გიორგი მოსიძესთან ერთად, სამ ნაკლებად ცნობილ ამბავს მოგიყვებით, რომელიც სასახლის მემკვიდრეობას სულ სხვა თვალით დაგანახებს. 1. ევროპასთან დიალოგი სამეგრელოდან სასახლის ისტორიული
2 წუთი წასაკითხად
17 ივნ. 2026
აღმოაჩინე, რომელმა წიგნებმა იქონია გავლენა დათო ტურაშვილზე. გაიგე მისი რეკომენდაციები თანამედროვე ქართულ ლიტერატურაზე და წიგნებზე, რომლებიც დროს უსწრებენ.
2 წუთი წასაკითხად
8 ივნ. 2026
ქართველი ბლოგერი და იუთუბერი H1Ta თავის 19 წლის ვერსიას გამოცდილებას უზიარებს. გაიგე მისი რჩევები ინტუიციის, უწყვეტი სწავლის, დროის ფასისა და მარცხის, როგორც ძვირფასი გაკვეთილის შესახებ
2 წუთი წასაკითხად
23 ივნ. 2026
2 წუთი წასაკითხად
8 ივნ. 2026