2 წუთი წასაკითხად
პროფესიული სტიპენდია და ირაკლი ასათიანის ისტორია: როცა ჟინი არასტანდარტულ გზას გაჩვენებს
22 სექ. 2025
2 წუთი წასაკითხად
2 წუთი წასაკითხად
მიჰყევი შენს ჟინს! ირაკლი ასათიანის ამბავი გაჩვენებს, რომ პროფესიის შეცვლა არასდროსაა გვიანი. აღმოაჩინე საქართველოს ბანკის სტიპენდია და დაიწყე შენი ახალი თავი.
22 სექ. 2025
2 წუთი წასაკითხად
საქართველოს ბანკი წლებია მხარს უჭერს განათლებას და ადამიანებს, რომლებიც ქმნიან უკეთეს საქართველოს. ჩვენი რწმენით, განათლება ის მთავარი გასაღებია, რომელიც ადამიანებს ახალ შესაძლებლობებს უხსნის. სწორედ ამიტომ, არაერთ საგანმანათლებლო პროექტს ვაფინანსებთ.
ერთ-ერთი ასეთი ახალი პროექტი პროფესიული აკადემიების სტიპენდიაა, რომელიც საშუალებას აძლევს ნებისმიერ მსურველს, სრული დაფინანსებით დაეუფლოს ახალ პროფესიას. პროფესიის შეცვლა და ახალი გზის არჩევა ყოველთვის გამბედაობას მოითხოვს – სწორედ ასეთი ნაბიჯის შესახებ მოგვითხრობს ირაკლი ასათიანის ისტორია.
დილით ლექციები პოლიტოლოგიასა და ისტორიაში, საღამოს – ბოსტნეულის რეცხვა და კარტოფილის გათლა რესტორნის სამზარეულოში. ასე გამოიყურებოდა 19 წლის ირაკლის ცხოვრება გერმანიაში, სადაც სასწავლებლად იყო წასული. სწორედ ამ რუტინაში იპოვა ის, რაც ნამდვილად უყვარდა.
ჟინი ყველაფერს შეგაძლებინებს. პროფესიასაც შეგაცვლევინებს და 19 წლის ასაკში, გერმანიაში პოლიტოლოგიის ფაკულტეტზე სწავლიდან, კულინარიის სფეროშიც აღმოგაჩენს – იხსენებს ირაკლი.
მალევე აღმოაჩინა, რომ ეს უკვე მხოლოდ სამსახური აღარ იყო. ინტერესმა იქამდე მიიყვანა, რომ რესტორნის შეფთან მივიდა და პირდაპირ სთხოვა, ყველაფერი ესწავლებინა მისთვის. შეფის პასუხმა მის ცხოვრებას სრულიად ახალი მიმართულება მისცა.
შეფის სიტყვებმა მიმაღებინა გადაწყვეტილება: თუ ამ სფეროს კარგად ისწავლი, ყველა ქვეყანაში შეძლებ მუშაობას, რადგან ჭამა ყველას სჭირდებაო
გადაწყვეტილება მარტივი არ იყო. ოჯახმა, რომელმაც ბევრი გააკეთა, რომ ირაკლი გერმანიაში სასწავლებლად გაეშვა, ეს ცვლილება რთულად მიიღო. მით უმეტეს, რომ იმ დროს საქართველოში მზარეულის პროფესია არც ისე დაფასებული იყო.
მიუხედავად ამისა, ირაკლი თავის ინტუიციას და ჟინს მიყვა, მიატოვა პოლიტოლოგიის სწავლა და კულინარიას მიუძღვნა თავი.
როცა საქართველოში 25 წლის ასაკში ყველაზე ახალგაზრდა შეფი გავხდი, ალბათ მაშინ ყველაზე მეტად ვიგრძენი ჩემი შრომის შედეგი
რა თქმა უნდა, გზა წარმატებისკენ ადვილი არ ყოფილა. საჭირო იყო შრომა, თავდაჯერება და ნებისყოფა. ირაკლის ისტორია იმაზე მეტია, ვიდრე უბრალოდ კარიერული ცვლილება. ეს არის ისტორია იმაზე, თუ როგორ შეიძლება ვენდოთ საკუთარ ინსტინქტებს.
ალბათ, ჩემს ახალგაზრდა თავს ვეტყოდი, რომ ყოფილიყო მეტად თავდაჯერებული. განათლებისთვის და საკუთარი გზის ძიებისთვის არასდროსაა გვიან. თუ გიჩნდება განცდა, რომ შენი თავის საუკეთესო ვერსიას ჯერ არ შეხვედრიხარ, ესე იგი ყველაფერი წინ გაქვს
როგორც ირაკლიმ აირჩია თავისი გზა, შენც შეგიძლია გადადგა ეს ნაბიჯი. საქართველოს ბანკის სტიპენდია გაძლევს შესაძლებლობას, რომ ამ მოგზაურობაში ფინანსური ბარიერი არ შეგექმნას. პროგრამა სხვადასხვა სფეროს მოიცავს და წამყვან პროფესიულ აკადემიებსა და სასწავლებლებში 100%-ით აფინანსებს სწავლის გადასახადს.
იქნებ შენც გაქვს პროფესიული ჟინი, რომელიც ახალი გზისკენ გიბიძგებს? გახსოვდეს, არასდროსაა ახალი თავის დაწყება გვიანი.
გაიგე ყველაფერი საქართველოს ბანკის სტიპენდიაზე: stipendia.bog.ge
და რაც მთავარია, განათლების გზაზე არ გაჩერდე.
2 წუთი წასაკითხად
23 ივნ. 2026
ისწავლე, რატომ არ უნდა მოუსმინო სხვებს პროფესიის არჩევისას და რატომ არის საკუთარი თავის ნდობა წარმატების მთავარი გასაღები. მედეა ტაბატაძის წერილი შენთვის.
2 წუთი წასაკითხად
17 ივნ. 2026
თუ ზუგდიდში მოგზაურობას გეგმავ, დადიანების სასახლე იმ ადგილების სიაშია, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულო. თუმცა, მისი ღირებულება მხოლოდ გამორჩეული არქიტექტურით არ განისაზღვრება – ამ კედლებში ინახება ისტორიები, რომლებმაც ის განათლებისა და კულტურის ცენტრად აქცია. ამიტომ, გიორგი მოსიძესთან ერთად, სამ ნაკლებად ცნობილ ამბავს მოგიყვებით, რომელიც სასახლის მემკვიდრეობას სულ სხვა თვალით დაგანახებს. 1. ევროპასთან დიალოგი სამეგრელოდან სასახლის ისტორიული
2 წუთი წასაკითხად
17 ივნ. 2026
აღმოაჩინე, რომელმა წიგნებმა იქონია გავლენა დათო ტურაშვილზე. გაიგე მისი რეკომენდაციები თანამედროვე ქართულ ლიტერატურაზე და წიგნებზე, რომლებიც დროს უსწრებენ.
2 წუთი წასაკითხად
8 ივნ. 2026
ქართველი ბლოგერი და იუთუბერი H1Ta თავის 19 წლის ვერსიას გამოცდილებას უზიარებს. გაიგე მისი რჩევები ინტუიციის, უწყვეტი სწავლის, დროის ფასისა და მარცხის, როგორც ძვირფასი გაკვეთილის შესახებ
2 წუთი წასაკითხად
23 ივნ. 2026
2 წუთი წასაკითხად
8 ივნ. 2026