ალბათ დაგვეთანხმებით, როგორ გამარტივდა ფინანსური ოპერაციები – ყველა საჭირო მოქმედების შესრულება ახლა სახლიდან გაუსვლელად შეგვიძლია. სწორედ ეს არის საუკეთესო ციფრული ბანკის მობილბანკის იდეა.
წლის ბოლო, დიდი განახლებით, საქართველოს ბანკის აპლიკაცია კიდევ უფრო მოქნილი და მეგობრული გახდა. მობილბანკს დაემატა ფუნქციები, რომლებიც რეალურ ცხოვრებაში ნამდვილად გამოგადგება − ოჯახში, ყოველდღიურ გადახდებსა თუ ფინანსურ გეგმებში.
ვნახოთ, კონკრეტულად რა შეიცვალა.
სიახლე მშობლებისთვის – შვილის სივრცე
განახლებულ სივრცეში ახლა მშობლებს შეუძლიათ შვილთან დაკავშირებული ფინანსური საკითხები მარტივად მოაგვარონ.
შვილის სივრცე
„შვილის სივრცე“ შესაძლებლობაა მშობლებისთვის, ერთიანად ნახონ: sCool Card-ის ბალანსი, ამონაწერი, ავტომატური გადარიცხვის ფუნქცია…
მშობელი იღებს ყველა მნიშვნელოვან შეტყობინებას − მაგალითად, როცა ბარათს ვადა ეწურება, sCoolApp აქტიურდება ან როცა შვილი თანხას ითხოვს. ყველაფერი გამჭვირვალეა და მარტივად კონტროლირებადი.
განახლებული გადარიცხვა, პინის განახლება, ბარათები
ზოგჯერ ყველაზე დიდი კომფორტი პატარა დეტალებშია. სწორედ ასეთ დეტალებზეა ორიენტირებული ეს განახლება.
განახლებული გადარიცხვა
ახლა გადარიცხვა კიდევ უფრო მარტივია. თუ აქამდე ირჩევდი ბანკს და შემდეგ გადარიცხვის მეთოდს, ყველაფერი შეიცვალა − შეგიძლია ველში ნებისმიერი მიუთითო – მობილურის, ანგარიშის, პირადი ნომერი ან, უბრალოდ, სახელი, სისტემა კი თავად მიხვდება, როგორ განაგრძოს პროცესი.
პინის განახლება
თუ პინის შეცვლა გინდა, ეს პროცესი ახლა პირდაპირ მობილბანკიდან, რამდენიმე ნაბიჯში სრულდება. ბარათის გამოყენებასაც მომენტალურად შეძლებ პინით გადახდების დროს.
საკრედიტო ბარათის აქტივაცია
საკრედიტო ბარათის შეკვეთა და აქტივაცია უფრო მოქნილი გახდა. შეგიძლია თავად აირჩიო American Express ბარათის კლასი და სასურველი AmEx-ი შეუკვეთო.
PLUS, ინვესტიციები, სადეპოზიტო სერტიფიკატი
მობილბანკი მხოლოდ ხარჯვისთვის არ არის − ის დაგროვებასა და ზრდაშიც გეხმარება.
დეკემბრის განახლებით ლოიალობის პროგრამები და ფინანსური პროდუქტები კიდევ უფრო მარტივი და მოქნილი გახდა.
აი, რა შეიცვალა
PLUS / MR
PLUS-ის გვერდი ვიზუალურადაც განახლდა და ფუნქციურადაც გამარტივდა. თუ აქამდე მხოლოდ PLUS-ის რაოდენობით რიცხავდი, ახლა ლარის მითითებაც შეგიძლია და სისტემა PLUS-ის შესაბამის რაოდენობას თავად გადაცვლის.
PLUS ქულებით სასურველი სერვისისა და მომსახურების გადახდაც შეგიძლია, სადაც PLUS-ებით გადახდას შეძლებ, ასეთ პროვაიდერებს მობილბანკშივე ნახავ.
ასევე გამოგიჩნდება PLUS / MR ქულების დაგროვების ორი საუკეთესო შეთავაზება.
ინვესტიციები
ინვესტირება ახლა ბევრად მარტივია. რეგისტრაცია შესაძლებელია ID ბარათის ატვირთვის გარეშე, ინვესტირების დასაწყებად კი − მინიმუმ 1 დოლარი დაგჭირდება. არჩევანიც საკმაოდ დიდია − მობილბანკში 9 000-მდე კომპანიაა გამოტანილი, რომელთა შორის ნახავ ამაზონის, ტესლას, კოკა-კოლას ან, თუნდაც, გუგლის აქციებსა და ფასიან ქაღალდებს.
სადეპოზიტო სერტიფიკატი
მობილბანკში უკვე ხელმისაწვდომია სადეპოზიტო სერტიფიკატიც. ეს კი იმას ნიშნავს, რომ 5 000 ლარზე მეტი თანხის ინვესტირების შესაძლებლობა გაქვს.
ვადის დასრულებამდე სერტიფიკატის გაყიდვა ან გასხვისება შეგიძლია, ხოლო ბოლოს იღებ თანხას სარგებელთან ერთად ან შენ თვითონ ირჩევ, როდის დაგერიცხოს დამატებითი თანხა.
თუ ჯერ კიდევ არ გაქვს განახლებული აპლიკაცია, განაახლე და გაიმარტივე ყოველდღიურობა.