ალბათ დაგვეთანხმებით, როგორ გამარტივდა ფინანსური ოპერაციები – ყველა საჭირო მოქმედების შესრულება ახლა სახლიდან გაუსვლელად შეგვიძლია. სწორედ ეს არის საუკეთესო ციფრული ბანკის მობილბანკის იდეა.
წლის ბოლო, დიდი განახლებით, საქართველოს ბანკის აპლიკაცია კიდევ უფრო მოქნილი და მეგობრული გახდა. მობილბანკს დაემატა ფუნქციები, რომლებიც რეალურ ცხოვრებაში ნამდვილად გამოგადგება:
- ოჯახში
- ყოველდღიურ გადახდებში
- ფინანსურ გეგმებში
ვნახოთ, კონკრეტულად რა შეიცვალა.
სიახლე მშობლებისთვის − შვილის სივრცე
მშობლობა ნიშნავს პასუხისმგებლობას − მათ შორის ფინანსურსაც. გინდა იცოდე:
- სად და რამდენს ხარჯავს შვილი
- როგორ მართავს საკუთარ ფულს
- როგორ ისწავლოს ფინანსური დამოუკიდებლობა ნელ-ნელა
ახლა მშობლებს შეუძლიათ შვილთან დაკავშირებული ფინანსური საკითხები ერთ სივრცეში მოაგვარონ.
შვილის სივრცე
„შვილის სივრცე“ განსაკუთრებული შესაძლებლობაა მშობლებისთვის, ერთიანად ნახონ ყველაფერი, რაც ბავშვების ფინანსებს ეხება:
მშობელი იღებს ყველა მნიშვნელოვან შეტყობინებას, მაგ:
- როცა ბარათს ვადა ეწურება
- sCoolApp აქტიურდება
- შვილი თანხას ითხოვს
განახლებული გადარიცხვა, პინის განახლება, ბარათები
ზოგჯერ ყველაზე დიდი კომფორტი პატარა დეტალებშია. სწორედ ასეთ დეტალებზეა ორიენტირებული ეს განახლება.
- განახლებული გადარიცხვა − შეგიძლია ველში ნებისმიერი ჩაწერო – მობილურის, ანგარიშის, პირადი ნომერი ან, უბრალოდ, სახელი
- პინის განახლება − თუ პინკოდის შეცვლა გინდა, ბანკომატთან მისვლა აღარ დაგჭირდება. მობილბანკში მიიღებ ახალ პინს და ბარათის გამოყენებასაც მომენტალურად შეძლებ პინით გადახდების დროს.
- საკრედიტო ბარათის აქტივაცია − საკრედიტო ბარათის შეკვეთა და აქტივაცია უფრო მოქნილი გახდა. შეგიძლია შეუკვეთო სასურველი American Express ბარათი.
ლოიალობა და ფინანსური პროდუქტები – PLUS, ინვესტიციები, სერტიფიკატი
დეკემბრის განახლებით მობილბანკში ლოიალობის პროგრამები და პროდუქტები კიდევ უფრო მოქნილი გახდა.
PLUS / MR
- PLUS-ის გვერდი ვიზუალურად განახლდა და ფუნქციურად გამარტივდა
- თუ აქამდე მხოლოდ PLUS-ის რაოდენობით შეგეძლო გადარიცხვა, ახლა ლარსაც მიუთითებ
- პროვაიდერებს, სადაც PLUS ქულებით პროდუქტების და სერვისების შეძენას შეძლებ, მობილბანკში ნახავ
- გაეცნობი PLUS / MR ქულების დაგროვების ორ საუკეთესო შეთავაზებას
ინვესტიციები
ინვესტირება ახლა ბევრად მარტივია. რეგისტრაცია შესაძლებელია ID ბარათის ატვირთვის გარეშე, ინვესტირების დასაწყებად კი − მინიმუმ 1 დოლარი დაგჭირდება.
არჩევანიც საკმაოდ დიდია − მობილბანკში 9 000-მდე კომპანიაა გამოტანილი, რომელთა შორის ნახავ ამაზონის, ტესლას, კოკა-კოლას ან, თუნდაც, გუგლის აქციებსა და ფასიან ქაღალდებს.
სადეპოზიტო სერტიფიკატი
მობილბანკში უკვე ხელმისაწვდომია სადეპოზიტო სერტიფიკატიც. ეს კი იმას ნიშნავს, რომ 5 000 ლარზე მეტი თანხის ინვესტირების შესაძლებლობა გაქვს.
ვადის დასრულებამდე სერტიფიკატის გაყიდვა ან გასხვისება შეგიძლია, ხოლო ბოლოს იღებ თანხას სარგებელთან ერთად ან შენ თვითონ ირჩევ, როდის დაგერიცხოს დამატებითი თანხა.
თუ ჯერ კიდევ არ გაქვს განახლებული აპლიკაცია, განაახლე ახლავე და გაიმარტივე ყოველდღიურობა.