Logo
ბლოგი
Time icon

3 წუთი წასაკითხად

როგორ გავხდე PLUS მილიონერი | გაიცანი გათამაშების პირველი გამარჯვებული

მობილბანკში აქციების ან კრიპტოს შეძენამ შეიძლება მილიონერად გაქციოს – PLUS ქულების მილიონერად. საქართველოს ბანკმა დაიწყო კამპანია, რომელიც ინვესტიციებსა და კრიპტოთი ვაჭრობას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.

იდეა მარტივია: 4 ივლისის ჩათვლით, შენ შეგიძლია მობილბანკის ინვესტიციების მოდულში შეიძინო სასურველი აქცია ან კრიპტო. ყოველი შენაძენი გაძლევს შანსს, მოიგო გარანტირებული საჩუქრები ან მთავარი პრიზი, 1,000,000 PLUS ქულა.

სანამ დაიწყებ: რა არის აქცია და კრიპტო?

ინვესტირება, ერთი შეხედვით, შეიძლება რთულად ჟღერდეს, თუმცა სინამდვილეში ეს უბრალოდ ფულის დაბანდებაა მომავალში მოგების მიღების მიზნით. როცა აქციას ყიდულობ, შენ ფაქტობრივად მსხვილი კომპანიის ძალიან მცირე ნაწილის მფლობელი ხდები. საქართველოს ბანკის მობილბანკიდან წვდომა გაქვს 9000-მდე ამერიკული კომპანიის აქციაზე და ამისთვის დიდი კაპიტალი საჭირო არ არის, ინვესტირების დაწყება 1 დოლარით შეგიძლია.

რაც შეეხება კრიპტოს, ეს არის ციფრული აქტივი, რომელსაც ფიზიკური ფორმა არ აქვს და არც რომელიმე ცენტრალური ბანკი აკონტროლებს. მისი ფასი მოთხოვნა-მიწოდებაზეა დამოკიდებული. ყველაზე პოპულარული კრიპტო ბიტკოინია (BTC), თუმცა, მის გარდა, მობილბანკში კიდევ 50-მდე წამყვანი კრიპტოს შეძენას შეძლებ. აქაც, დასაწყებად $1 კმარა.

როგორ მუშაობს გათამაშება?

კამპანიის ფარგლებში ორი ტიპის საჩუქარი თამაშდება:

გარანტირებული საჩუქრები

  • ყოველი მე-10 ტრანზაქცია მომგებიანია. 
  • თუ შენი შენაძენი რიგით მე-10, მე-20, 30-ე და ა.შ. იქნება, მომენტალურად მიიღებ PLUS ქულებს. 
  • საჩუქარი 1,000 PLUS ქულით იწყება და ყოველ მომდევნო მე-10 ტრანზაქციაზე 500 ქულით იზრდება, მაქსიმუმ 3,000 ქულამდე.
  • 3,000 ქულის შემდეგ ციკლი თავიდან დაიწყება.

გაითვალისწინე, რომ ამ საჩუქრის მოგების შანსი გაქვს ერთხელ ფასიანი ქაღალდების და ერთხელაც კრიპტოაქტივების შეძენის შემთხვევაში. ქულები ანგარიშზე იმავე დღეს დაგერიცხება.

მთავარი პრიზი: 1,000,000 PLUS ქულა

ყოველი 50,000-ე ტრანზაქციის ავტორი 1,000,000 PLUS ქულის მფლობელი გახდება. მთავარი პრიზის მოგება ერთ ადამიანს შეუძლია მხოლოდ ერთხელ, აქციების ან კრიპტოაქტივების შეძენისას. გამარჯვებულს 2 სამუშაო დღის განმავლობაში დავუკავშირდებით.

იმისთვის, რომ პროცესი სრულად გამჭვირვალე იყოს და მომგებიანი მომენტის დაჭერა შეძლო, შეგიძლია ტრანზაქციების მრიცხველს რეალურ დროში პირდაპი ამ ბმულზე ადევნო თვალი.

გათამაშების პირველი გამარჯვებული

გათამაშების პირველი PLUS მილიონერი 22 წლის გიორგი მოდებაძეა. გიორგი საქართველოს უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობს და პარალელურად სასტუმროში მუშაობს. კრიპტოთი და ინვესტირებით გარკვეული პერიოდის წინ დაინტერესდა და ინფორმაციის მოძიებაც დაიწყო. სწორედ ამ დროს მობილბანკში შეიტყო კამპანიის შესახებ და გადაწყვიტა, საკუთარი ძალები გამოეცადა.

როგორც თავად გვიყვება, მომგებიანი ტრანზაქცია კრიპტოს შეძენა აღმოჩნდა, თუმცა ინვესტირების სხვადასხვა მოდელითაც აქტიურადაა დაინტერესებული. მოგება მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან სპეციალურ ვებგვერდზე ტრანზაქციების მრიცხველს ადევნებდა თვალს.

გიორგის უკვე დაგეგმილი აქვს, რაში გამოიყენებს პრიზს. 5 ივლისს, PLUS-ის დაბადების დღეს, ისედაც მოუთმენლად ელოდებოდა და ახლა უკვე მოგებული ქულებით ფოტოკამერის, ტექნიკისა და სხვადასხვა საჩუქრის ყიდვას აპირებს:

ვინც ჯერ კიდევ ფიქრობს დაიწყოს თუ არა ინვესტირება ან კრიპტოს შეძენა, ვეტყოდი, რომ აუცილებლად გადადგან პირველი ნაბიჯი. თუ ინფორმაციას გავეცნობით, რისკებს სწორად შევაფასებთ და გააზრებულად ვიმოქმედებთ, პროცესი უფრო სასიამოვნო, უსაფრთხო და მომგებიანი გახდება.
– გვეუბნება გიორგი

როგორ გახდე შემდეგი PLUS მილიონერი?

გათამაშებაში ჩართვა ძალიან მარტივია. ყველაფერი ერთ სივრცეში, მობილბანკიდან, ხდება, სადაც სასურველი აქციის ან კრიპტოს შეძენას შეძლებ.

თუ ამ მიმართულებით პირველ ნაბიჯებს ახლა დგამ და გაინტერესებს, როგორ მუშაობს  პროცესი, გაეცანი ბლოგს: როგორ და რატომ ვიყიდოთ ბიტკოინი და სხვა კრიპტოები მობილბანკში.

რატომ არის ახლა იდეალური დრო პირველი ნაბიჯისთვის?

გათამაშება 4 ივლისს სრულდება, ზუსტად მეორე დღეს კი პლუსის დაბადების დღეა. 5 ივლისს შენი დაგროვებული ან მოგებული ქულების ღირებულება ორმაგდება. ეს იმას ნიშნავს, რომ პრიზს საუკეთესო დროს გამოიყენებ და პარტნიორ მაღაზიებში ტექნიკის, ტანსაცმლისა თუ სხვა ნივთების შეძენას 50% ფასდაკლებით შეძლებ.

თუ გაინტერესებს ზუსტად როგორ შეგიძლია ამ დღეს იშოპინგო, ნახე როგორ მუშაობს PLUS-ის დაბადების დღე.

გადადგი პირველი ნაბიჯი და არ გამოტოვო შანსი გახდე შემდეგი გამარჯვებული. 

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს