5 წუთი წასაკითხად
ანაბარი, ყულაბა, ინვესტიცია: როგორ დავაგროვოთ ფული მობილბანკით
აღმოაჩინე ფულის დაგროვების 7 მარტივი გზა მობილბანკში. გაიგე, როგორ მუშაობს ვადიანი თუ შეგროვებადი ანაბარი, ელექტრონული ყულაბა და ინვესტიციები შენი მიზნებისთვის.
16 ივლ. 2023
5 წუთი წასაკითხად
საკითხები
გააზიარე
ბევრისთვის ფულის დაგროვება ფინანსური სტაბილურობისა და სიმშვიდის ნიშანია. ეს გულისხმობს არა მხოლოდ თანხის გვერდზე გადადებას, არამედ შესაძლებლობაცაა, რომ დაგეგმო შენი მომავალი, მიაღწიო მიზნებს და იყო მზად გაუთვალისწინებელი შემთხვევების დროსაც.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დანაზოგი გაძლევს თავისუფლებას, მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, იქნება ეს − საკუთარი ბიზნესის წამოწყება, მოგზაურობა, ბინის შეძენა თუ უბრალოდ ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.
თან, დღეს დაგროვება ბევრად მარტივი და ხელმისაწვდომი გახდა − შენ აღარ გჭირდება რთული პროცედურების გავლა. ერთი აპლიკაციის, საქართველოს ბანკის მობილბანკის, დახმარებით ფულის მართვა, დაგროვება და ზრდა მარტივად შეგიძლია.
ამ პროცესში ანაბარი ერთ-ერთ ყველაზე სანდო და პოპულარულ ფინანსურ ინსტრუმენტად რჩება, რადგან ის უსაფრთხოებას, სარგებელსა და ფინანსების სწორად დაგეგმვის შესაძლებლობებს აერთიანებს. შენახული თანხა არათუ არ კარგავს ღირებულებას, არამედ გიზრდის შემოსავალს.
ანაბართან ერთად, ფინანსების მართვა როგორც სადეპოზიტო სერტიფიკატით, ისე ინვესტიციების პლატფორმითაც შეგიძლია, თუ, რა თქმა უნდა, აქციების და კრიპტოს ყიდვა-გაყიდვა შენი ინტერესის სფეროს წარმოადგენს.
ამ ბლოგში ერთად განვიხილავთ 7 მარტივ გზას მობილბანკში, რაც დაგროვების პროცესს გაგიმარტივებს და უფრო მომგებიანსაც გახდის.
აქვე კი ის უნდა გითხრათ, რომ დამატებით 0.3%-იან სარგებელს მიიღებ, თუ ვადიან ან შეგროვებად ანაბარს სწორედ მობილბანკით გახსნი.
რა არის ვადიანი ანაბარი?
ვადიანი ანაბარი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია მათთვის, ვისაც უკვე აქვს თავისუფალი თანხა (მინ. 500 ერთეული) და სურს, რომ ამ ფულმა შემოსავალი მოუტანოს.
ეს არის კლასიკური და საიმედო გზა, იმისათვის, რომ შენი დანაზოგი დროთა განმავლობაში გაიზარდოს. ანაბრის გახსნა შესაძლებელია როგორც ლარში, ასევე დოლარსა და ევროში. აქვე გასათვალისწინებელია, რომ ვალუტის კურსის ცვლილებამ, შესაძლოა, ლარით გამოხატული სარგებელი მნიშვნელოვნად შეამციროს.
შენ თვითონ ირჩევ ანაბრის ვადას და სარგებლის მიღების პერიოდულობას. შენს სურვილზეა დამოკიდებული, როდის მიიღებ დარიცხულ სარგებელს − წინასწარ, ყოველთვიურად თუ ანაბრის ვადის ბოლოს.
გარდა ამისა, თუ მოულოდნელად ფული დაგჭირდა, არ არის აუცილებელი ანაბრის დარღვევა − შეგიძლია ანაბრით უზრუნველყოფილი სესხი მოითხოვო.
ნახე ანაბრის განახლებული პირობები და ეფექტური საპროცენტო განაკვეთის შესახებ დეტალური ინფორმაცია მობილბანკში.
მიიღე დამატებით 0.3% სარგებელი მობილბანკში გახსნისას.
რისთვის არის შეგროვებადი ანაბარი?
თუ კონკრეტული მიზნისთვის აგროვებ ფულს, იქნება ეს − ახალი ავტომობილი, ბინის პირველადი შენატანი თუ ოცნების მოგზაურობა, შეგროვებადი ანაბარი ამ პროცესს საგრძნობლად გაგიმარტივებს.
ეს პროდუქტი კარგია მათთვის, ვისაც სურს დანაზოგის ეტაპობრივად, ანუ მცირე შენატანებით შექმნა. შესაბამისად, შენ არ გჭირდება, თავიდანვე გქონდეს დიდი თანხა, იმისათვის რომ დაგროვება დაიწყო.
ანაბრის გახსნა სულ რაღაც 10 ლარიდან შეგიძლია. ამის შემდეგ შენ თავად წყვეტ, როდის და რა რაოდენობის თანხას დაამატებ − შეზღუდვა არ არსებობს. როგორც კი თავისუფალი თანხა გამოგიჩნდება, მობილბანკის დახმარებით მომენტალურად შეძლებ მის გადარიცხვას ანაბარზე და იქვე ადევნებ თვალს, თუ როგორ იზრდება შენი დანაზოგი.
დაგროვების გასამარტივებლად შეგიძლია ჩართო ავტომატური გადარიცხვის ფუნქცია ან მიაბა ელექტრონული ყულაბა, რაც კიდევ უფრო მეტი თანხის დაგროვებაში დაგეხმარება.
შეგიძლია შეარჩიო როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი ფინანსური მიზნების დაგეგმვის შესაძლებლობა. სარგებელი კი ირიცხება როგორც ყოველთვიურად, ასევე ვადის ბოლოს.
ნახე ანაბრის განახლებული პირობები და ეფექტური საპროცენტო განაკვეთის შესახებ დეტალური ინფორმაცია მობილბანკში.
მიიღე დამატებით 0.3% სარგებელი მობილბანკში გახსნისას.
როდის გამოვიყენოთ მოთხოვნამდე ანაბარი?
შენთვისაც მნიშვნელოვანია, რომ დანაზოგზე წვდომა ნებისმიერ დროს გქონდეს და, ამავდროულად, თანხა იზრდებოდეს? მაშინ მოთხოვნამდე ანაბარი შეგიძლია აირჩიო. ეს პროდუქტი გაძლევს სრულ თავისუფლებას − შეგიძლია დაიწყო დაგროვება თუნდაც 0 ლარით და დაამატო ან გაიტანო თანხა ანაბრიდან დღე-ღამის ნებისმიერ დროს.
მოთხოვნამდე ანაბრის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ შენი დანაზოგი მუდმივად ხელმისაწვდომია. თუ მოულოდნელად ფული დაგჭირდა, თანხას ისე გამოიყენებ, თითქოს მიმდინარე ანგარიშზე გედოს. ამასთანავე, შენს ანაბარს ყოველდღიური სიზუსტით ერიცხება სარგებელი.
ამ შემთხვევაშიც შენი თანხა უსაფრთხოდ ინახება და, ამავდროულად, მცირე, მაგრამ სტაბილური შემოსავალი მოაქვს. შენ ამატებ ნებისმიერ ოდენობას ანაბარზე და ხარჯავ მაშინ, როცა გჭირდება.
ნახე ანაბრის განახლებული პირობები და ეფექტური საპროცენტო განაკვეთის შესახებ დეტალური ინფორმაცია მობილბანკში.
როგორ მუშაობს საბავშვო ანაბარი?
ყველა მშობლისთვის მნიშვნელოვანია საკუთარი შვილის მომავალი. საბავშვო ანაბარი კი ერთ-ერთი გზაა, რომ დღესვე დაიწყო ზრუნვა შენი შვილის ფინანსურ კეთილდღეობაზე. ეს პროდუქტი გულისხმობს გრძელვადიანი დანაზოგის შექმნას, რაც შესაძლებლობას მოგცემს შეინახო და გაზარდო თანხა ბავშვის სრულწლოვანებამდე. როდესაც შენი შვილი 18 წლის გახდება, ანაბარზე დაგროვილი თანხა სრულად გადაეცემა მას.
ამასთან, პირობებიც საკმაოდ მოსახერხებელია − ანაბრის გახსნა მცირე თანხითაც შეგიძლია, თანხას კი ამატებ შეუზღუდავად შენთვის მოსახერხებელ დროს. ეს გეხმარება, რეგულარული შენატანებით მნიშვნელოვანი კაპიტალი შეუქმნა შენს შვილს მომავლისთვის − იქნება ეს სწავლის დასაფინანსებლად, პირველი ბინის შესაძენად თუ სხვა მიზნებისთვის.
ამ ანაბარზე დარიცხული სარგებელი ემატება ძირითად თანხას და იზრდება წლების განმავლობაში.
ნახე ანაბრის განახლებული პირობები და ეფექტური საპროცენტო განაკვეთის შესახებ დეტალური ინფორმაცია მობილბანკში.
რა არის სადეპოზიტო სერტიფიკატი?
სადეპოზიტო სერტიფიკატი ფიქსირებული სარგებლის მქონე საინვესტიციო ინსტრუმენტია, რომელიც განკუთვნილია მათთვის, ვისაც აქვს თავისუფალი თანხა და სურს მიიღოს ანაბარზე მაღალი გარანტირებული შემოსავალი.
არსებობს ორი ძირითადი ტიპის სერტიფიკატი. პირველია დისკონტური სადეპოზიტო სერტიფიკატი, რომელსაც ნომინალურ ღირებულებაზე ნაკლებ ფასად ყიდულობ, ვადის ბოლოს კი სრულ თანხას იღებ. მეორე კი საპროცენტო სერტიფიკატია, რომლის შეძენისას სრულ თანხას იხდი და პერიოდულად (მაგალითად, ყოველთვიურად) იღებ საპროცენტო სარგებელს, ვადის ბოლოს კი – ძირითად თანხას.
სერტიფიკატის განახლებული პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის, ეწვიე პროდუქტის ოფიციალურ გვერდს.
როგორ გვეხმარება ელექტრონული ყულაბა დაგროვებაში?
დაგროვება ხშირად რთულად გვეჩვენება, რადგან ყოველდღიური ხარჯების ფონზე გვავიწყდება თანხის ცალკე გადადება. სწორედ ამ პრობლემის მოსაგვარებლად შეიქმნა ყულაბა მობილბანკში, რომელიც დაგროვების პროცესს ავტომატურს და სრულიად შეუმჩნეველს ხდის.
როგორ მუშაობს ყულაბა?
ყულაბის ჩართვის შემდეგ ბარათით შესრულებული ყოველი ტრანზაქციისას შენ მიერ წინასწარ არჩეული თანხა ავტომატურად გადაირიცხება ყულაბაში. მაგალითად, თუ დააყენებ 1-ლარიან დაგროვებას და მაღაზიაში 10 ლარს გადაიხდი, ანგარიშიდან 11 ლარი ჩამოიჭრება − 10 ლარი გადახდისთვის, 1 ლარი კი პირდაპირ ყულაბაში გადაინაცვლებს. ასე შენ ზოგავ ფულს ყოველდღიური ხარჯვის პარალელურად და, რაც მთავარია, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე.
ისიც უნდა იცოდე, რომ ყულაბის გამოყენება სრულიად უფასოა − არც მის ჩართვას, არც დაგროვებული თანხის გამოყენებას არ აქვს საკომისიო. ყულაბაში შეგროვებულ თანხაზე წვდომა კი ნებისმიერ დროს გაქვს. მეტი სარგებლისთვის შეგიძლია ყულაბა მიაბა შეგროვებად, საბავშვო ან მოთხოვნამდე ანაბარს. ამ შემთხვევაში ავტომატურად დაგროვებულ თანხას დამატებითი საპროცენტო სარგებელიც დაერიცხება, რაც შენს დანაზოგს კიდევ უფრო სწრაფად გაზრდის.
როგორ დავიწყოთ ინვესტირება მობილბანკით?
თუ გინდა ფული არა მხოლოდ შეინახო, არამედ გაზარდო და მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების წარმატებაც გაიზიარო, მობილბანკის ინვესტიციების პლატფორმა ამის შესაძლებლობას გაძლევს. თან, ის ყველასთვის ხელმისაწვდომია − ანგარიშის გახსნას მხოლოდ რამდენიმე წუთი სჭირდება და შენ უკვე მზად ხარ, გახდე აშშ-ს წამყვანი კომპანიების ან კრიპტოს აქციონერი.
რაც მთავარია, არ არის აუცილებელი გქონდეს დიდი კაპიტალი. წილადობრივი ინვესტირების ფუნქცია შესაძლებლობას გაძლევს, ინვესტირება მინიმალური თანხით დაიწყო. ეს კი ნიშნავს, რომ მცირე დანახარჯით შეგიძლია შეიძინო ისეთი გიგანტური კომპანიების აქციების წილი, როგორებიცაა − Apple-ი, Amazon-ი ან Google-ი და შენი დანაზოგი მათთან ერთად გაზარდო.
როგორც ხედავ, მობილბანკის ფუნქციები შექმნილია შენ დასახმარებლად − ყოველდღიურობის გასამარტივებლად და თანხის როგორც დაგროვების, ისე ზრდის წასახალისებლად. ამიტომ განსაზღვრე შენი მიზანი და ინტერესი, თუ რისთვის აგროვებ თანხას, გახსენი მობილბანკი და დაიწყე ნაბიჯების გადადგმა, რაც ფინანსური მიზნების მიღწევაში დაგეხმარება.
თაგები
გააზიარე
შეიძლება დაგაინტერესოს
3 წუთი წასაკითხად
7 ივლ. 2026
5 ეფექტური ხრიკი PLUS ქულების სწრაფად დასაგროვებლად
გაიგე, როგორ აქციო ყოველდღიური ხარჯები PLUS ქულებად. აღმოაჩინე 5 ეფექტური ხრიკი, გამოიყენე პარტნიორების შეთავაზებები და მოემზადე 5 ივლისის შოპინგისთვის
2 წუთი წასაკითხად
3 ივლ. 2026
გაქვს სტუდენტური ბარათი? გაიგე როგორ ისარგებლო PLUS ქულებით
სტუდენტური ბარათი გაქვს? გაარკვიე, როგორ დააგროვო მეტი PLUS ქულა და გამოიყენო ფულის ნაცვლად. შენი ყოველდღიური ხარჯები მარტივად აქციე დანაზოგად
3 წუთი წასაკითხად
2 ივლ. 2026
PLUS-ის დაბადების დღე: როგორ მივიღო 50% ფასდაკლება 5 ივლისს
5 ივლისს PLUS-ის დაბადების დღეა! გაიგე, როგორ შეგიძლია შეიძინო ყველაფერი ნახევარ ფასად საქართველოს ბანკის PLUS ქულებით და ისარგებლო განსაკუთრებული შეთავაზებით.
3 წუთი წასაკითხად
17 ივნ. 2026
როგორ გავხდე PLUS მილიონერი | გაიცანი გათამაშების პირველი გამარჯვებული
გაიგე, როგორ გახდა 22 წლის გიორგი PLUS მილიონერი. ჩაერთე გათამაშებაში, შეიძინე კრიპტო ან აქციები მობილბანკიდან და მოიგე 1,000,000 PLUS ქულა, რომელიც 5 ივლისს ორმაგდება
3 წუთი წასაკითხად
17 ივნ. 2026