Logo
ბლოგი
Time icon

2 წუთი წასაკითხად

როგორ გახდა მარკეტერი დაჩი მაისურაძე მსოფლიო ბრენდების მეწილე $30-ით

არსებობს სტერეოტიპი, რომ ინვესტირება ფინანსური ექსპერტების საქმეა. თუმცა, რეალურად, ინვესტირების დაწყება ნებისმიერი პროფესიის ადამიანს შეუძლია, გამოცდილების მიუხედავად. ამაში მარტივად დაგარწმუნებს მარკეტერ დაჩი მაისურაძის გამოცდილებაც, რომელმაც აქციებში თანხის დაბანდება დიდი გეგმების გარეშე დაიწყო:

ჩემ გარშემო ბევრმა ადამიანმა დაიწყო აქციების ყიდვა და უბრალოდ არ მინდოდა, ჩამოვრჩენილიყავი მოვლენებს. გადავწყვიტე, ისეთი მცირე თანხით მეცადა, რომ დაკარგვის შემთხვევაშიც არ მენანა გადაწყვეტილება

პატარა ნაბიჯი საკმარისი აღმოჩნდა იმ მითის დასამსხვრევად, რომ საინვესტიციო სამყაროში შესვლას აუცილებლად დიდი კაპიტალი სჭირდება. დაჩიმ პირველი ინვესტიცია $30-ით განახორციელა.

საქართველოს ბანკის მობილბანკით საინვესტიციო ანგარიშის გახსნას ზუსტად 1 წუთი სჭირდება, დაწყება კი მხოლოდ 1 დოლარით შეგიძლია. თანაც, სანამ პორტფელი $1000-ს არ გადასცდება, 0%-იანი საკომისიო შეღავათით ისარგებლებ.

მთავარი მიზანი და პირველი წარმატება

დაჩის მიზანი ერთ ღამეში დიდი თანხის დაგროვება არ ყოფილა, სურდა, რომ მის დანაზოგს ემუშავა. შედეგმა არ დააყოვნა და სამ წელიწადში, პატარა, მაგრამ სტაბილური შენატანებით საკმაოდ სოლიდური თანხა დააგროვა:

ინვესტირების დაწყების მიზანი ლატარია კი არ იყო, არამედ დაგროვება. მიხვდი, რომ ახლა შენ ხარ იმ კომპანიების ნაწილი, რომელთა პროდუქტსაც ყოველდღე იყენებ, ეს პროცესს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის

იმისთვის, რომ საყვარელი ბრენდების მფლობელებს შორის აღმოჩნდე, დიდი კაპიტალი სულაც არ გჭირდება. მობილბანკის საშუალებით მცირე თანხითაც შეგიძლია მსოფლიო გიგანტების მეწილე გახდე. აპლიკაციაში უკვე 9000-მდე ამერიკული კომპანიის აქცია და კრიპტოა ხელმისაწვდომი, რაც არჩევანის სრულ თავისუფლებას გაძლევს.

სტრატეგია და ექსპერიმენტები

დღეისათვის დაჩის პორტფელი ძირითადად მსხვილი და სტაბილური კომპანიებისგან შედგება. მან არჩევანი S&P 500-ზე შეაჩერა, რაც, მარტივად რომ ვთქვათ, ამერიკის 500 უმსხვილესი კომპანიის ერთობლიობაა. თავდაპირველად რამდენიმე სატესტო აქცია დიდი ბიუჯეტით შეიძინა, რამაც სასურველი შედეგი არ მოიტანა:

სხვასაც ამას ვურჩევდი: ექსპერიმენტი აუცილებელია, მაგრამ ამ  ექსპერიმენტს პატარა ფასი უნდა ჰქონდეს

დაჩი ამჯობინებს შენატანები ხელით გააკეთოს და უფრო მეტად ჩართული იყოს პროცესში, თუმცა, თუ გირჩევნია, დრო დაზოგო და ინვესტირება შეუმჩნეველ, ყოველთვიურ ჩვევად აქციო, მობილბანკში ავტომატური შეძენის ფუნქცია გამოგადგება – წინასწარ განსაზღვრავ კონკრეტულ თანხას და პერიოდულობას, სისტემა კი ამ თანხით ავტომატურად ყიდულობს შენ მიერ შერჩეულ აქციას.

დრო, როგორც ყველაზე ძვირფასი აქტივი

დაჩის მთავარი სათქმელი მათთვის, ვინც ჯერ კიდევ ფიქრობს, მარტივია:

დაიწყეთ უფრო ადრე და ნუ დაელოდებით დიდ ხელფასს. ეს ნაბიჯი 5 წლით ადრე რომ გადამედგა, დღეს გაცილებით უკეთესი შედეგი მექნებოდა. რადგან ინვესტირებაში მთავარი უპირატესობა თანხა კი არა, დროა. რაც უფრო ადრე იწყებ, მით მეტს აკეთებს დრო შენ მაგივრად.

ტექნოლოგიების განვითარებამ მსოფლიოში თამაშის წესები შეცვალა და დღეს მილიონობით ადამიანი საკუთარ ფინანსურ მომავალს პირდაპირ სმარტფონიდან მართავს. როგორც დაჩის გამოცდილება აჩვენებს, წარმატების საიდუმლო არა დიდ თანხაში, არამედ პირველი ნაბიჯის გადადგმასა და დისციპლინაშია. სცადე, დაიწყე ინვესტირება და გამოიყენე დრო შენ სასარგებლოდ.

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს