Logo
ბლოგი
Time icon

1 წუთი წასაკითხად

როგორ გაიტანოთ ქართული პროდუქტი საერთაშორისო ბაზარზე?

საქართველოს ბანკისა და USAID-ის აგროექსპორტის პროგრამა: გაეცანით საერთაშორისო სტანდარტებს, ბაზრის იდენტიფიკაციას და წარმატებულ ექსპორტს.

ჩაერთეთ აგროექსპორტის პროგრამაში, რომელიც საქართველოს ბანკისა და USAID-ს თანამშრომლობით ხორციელდება.
 
პროგრამის ფარგლებში მოწვეული ექსპერტები ჩაატარებენ თქვენს ბიზნესზე მორგებულ სამუშაო შეხვედრებს და გაგიზიარებენ ცოდნას ექსპორტის სრული ციკლის შესახებ, იქნება ეს:
  • სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების წარმოებისა და გადამუშავებისთვის არსებული საერთაშორისო სტანდარტები 
  • პროდუქციის შენახვისა და შეფუთვის ტექნიკები 
  • ტრანსპორტირება
  • მიზნობრივი ბაზრების იდენტიფიცირება და საუკეთესოს შერჩევა
  • ბაზრების ტექნიკური და საკანონმდებლო მოთხოვნების განსაზღვრა 
  • მსხვილ სავაჭრო პლატფორმებზე (Amazon, Alibaba და ა.შ. პროდუქციის განთავსების ტექნიკების შესწავლა
  • აშშ-ში ექსპორტიორებისთვის FDA (Food and drug agency პროდუქციის რეგისტრაციაში დახმარება
  • და სხვ.
გაითვალისწინეთ, პროგრამაში მონაწილეობის მიღებას შეძლებს პირველი 20 დარეგისტრირებული კომპანია
 
 
 

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს