Logo
ბლოგი
Time icon

1 წუთი წასაკითხად

როგორ შეაფასოთ თქვენი ბიზნესი? ფინანსური მაჩვენებლების გზამკვლევი

გაიგეთ, როგორ გააანალიზოთ ბალანსი, მოგება-ზარალი და ფულადი სახსრების მოძრაობა. შეადარეთ თქვენი კომპანიის მაჩვენებლები საბაზრო პრაქტიკას და აღმოაჩინეთ ზრდის პოტენციალი.

გიწვევთ ვებინარზე ზუმში, სადაც განვიხილავთ ყველა იმ ძირითად ფინანსურ მაჩვენებლებს, რითაც ხელმძღვანელებმა უნდა შეაფასონ კომპანიის შედეგები, ფინანსური მდგომარეობა, რისკები და ასევე მენეჯმენტის ეფექტურობა.
 
შეხვედრა დაგეხმარებათ, კარგად გააანალიზოთ ფინანსური ინფორმაცია და ანგარიშგებები, როგორებიცაა − ბალანსი, მოგება-ზარალი, ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგება და ამ ყველაფერზე დაყრდნობით შეძლოთ კომპანიის ეფექტურობის შეფასება.
 
ასევე, შემოგთავაზებთ ფინანსური ანალიზის საერთაშორისო პრაქტიკებს და საქართველოს ბიზნესსექტორების საბაზრო ფინანსურ მაჩვენებლებს, რაც შესაძლებლობას მოგცემთ აღნიშნული ინფორმაცია შეადაროთ საკუთარ ფინანსურ მაჩვენებლებს და გააანალიზოთ, თუ რომელი მაჩვენებლის გაუმჯობესების რესურსი აქვს თქვენს კომპანიას.
 
ვებინარს გაუძღვებიან კომპანია „ებიტ ჯგუფის“ მმართველი პარტნიორი ვლადიმერ ბეჟაშვილი და ამავე კომპანიის პარტნიორი თამარ ჩხატარაშვილი. 
 
შემოგვიერთდით და გაიარეთ რეგისტრაცია!
 
ერთად და ერთმანეთის მხარდაჭერით ჩვენ არ ვაჩერებთ საქართველოს!
 
ვებინარის დეტალები
თარიღი: 25 მაისი
დრო: 19:00 სთ
ხანგრძლივობა: 2 საათი
შეხვედრის ადგილი: ზუმი

გაიარეთ რეგისტრაცია

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს