Logo
ბლოგი
Time icon

1 წუთი წასაკითხად

ფინანსური ანგარიშგება: ახალი რეგულაციები და წარდგენის წესი

გაეცანით ფინანსური ანგარიშგების კანონში განხორციელებულ ცვლილებებს. ისწავლეთ წარდგენის წესები და ყველა მნიშვნელოვანი დეტალი ექსპერტისგან. შემოგვიერთდით ვებინარზე!

საქართველოს ბანკი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამჯერად მე-4 კატეგორიის კომპანიებს ფინანსური ანგარიშგების წარდგენის მასტერკლასზე იწვევს. 
 
შეხვედრაზე, რომელსაც ტრენერი ალექსანდრე შერგელაშვილი გაუძღვება, მონაწილეები დეტალურად გაეცნობიან ფინანსურ ანგარიშგებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას; კერძოდ კი იმ ცვლილებებს, რომლებიც „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ კანონში განხორციელდა. ასევე, საუბარი დაეთმობა: 
  • კომპანიების მხრიდან წარსადგენი სავალდებულო დოკუმენტის მომზადების წესებს
  • ამ მხრივ გასათვალისწინებელ დეტალებსა 
  • და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს
აღსანიშნავია, რომ ალექსანდრე აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია ლოიალტეს საგადასახადო მიმართულების აუდიტორი და ტრენინგცენტრ ერუდიოს ტრენერია, რომელსაც აღნიშნულ სფეროში საქმიანობის მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს.
 
სწორი გადაწყვეტილებაა, შემოგვიერთდეთ და გაიგოთ მეტი ფინანსური ანგარიშგების წარდგენის შესახებ.
 
ვებინარის დეტალები:
თარიღი: 25 მაისი
დრო: 19:00
შეხვედრის ადგილი: ზუმი
 
 
რეგისტრაციის გავლის შემთხვევაში ღონისძიებამდე 2-3 საათით ადრე გამოგიგზავნით ზუმის ბმულს, რომლის საშუალებითაც შეძლებთ ვებინარზე ონლაინდასწრებას.

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს