Logo
ბლოგი
Time icon

1 წუთი წასაკითხად

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გამოცემული წიგნის – „ბიზნესისტორიები საქართველოდან“ პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მხარდამჭერი, მრავალი წელია არაერთი საგანმანათლებლო პროექტის ინიციატორი და მხარდამჭერია. სწორედ ამ მიზნით, ბანკისა და Marketer.ge-ს პარტნიორობით გამოიცა წიგნი- „ბიზნესისტორიები საქართველოდან“.

წიგნში თავმოყრილია  საქართველოში მოღვაწე მეწარმეების შესახებ ისტორიები, მათ შორის: ძმები ზუბალაშვილების, ნიკო ნიკოლაძის, ილია ჭავჭავაძის, დავით სარაჯიშვილის, გიორგი ქართველიშვილის, მიქაელ არამიანცის, მიტროფანე ლაღიძის, აკაკი ხოშტარიას, მელიქ აზარიანცის, გივი ზალდასტანიშვილის და სხვათა ისტორიები.

აღსანიშნავია, რომ წიგნის შეძენა „ერთი ერთისთვის“ პრინციპით არის შესაძლებელი, რაც იმას ნიშნავს, რომ თუკი ერთ წიგნს შეიძენთ, მეორე წიგნი საჩუქრად გაეგზავნებათ იმ სკოლებსა და ბავშვებს, ვისაც  ის ძალიან გამოადგება.

საქართველოს ბანკის ერთერთი მთავარი ღირებულება განათლებაა. მოხარული ვარ, რომ მარკეტერთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო წიგნი გამოვეცით ქართული ბიზნესის ისტორიის შესახებ. ძალიან კარგი ინიციატივაა, რომ წიგნიერთიერთისთვისპრინციპით გაიყიდება. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტ ახალგაზრდას მივცეთ წვდომა თვითგანვითარებისა და შემეცნებისთვის საჭირო ინსტრუმენტზე, რაც ხელს შეუწყობს მათში ზოგადი განათლების ამაღლებას. ჩვენ ვაგრძელებთ განათლების მიმართულებით მნიშვნელოვანი პროექტების მხარდაჭერას“, – აღნიშნა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს