Logo
ბლოგი
Time icon

1 წუთი წასაკითხად

როგორ აქციო AI კარიერულ უპირატესობად? სტიპენდია გოგოებისთვის და ქალებისთვის

ხელოვნური ინტელექტი შენს კარიერულ უპირატესობად? მიიღე 100%-იანი AI სტიპენდია საქართველოს ბანკის, UN Women-ისა და Mastercard-ისგან. ისწავლე 6 წამყვან აკადემიაში.

ხელოვნური ინტელექტის გარშემო დიდი აჟიოტაჟია, თუმცა ხშირად ძნელია, გაარკვიო, კონკრეტულად შენთვის რას ნიშნავს ეს ყველაფერი. როგორ შეიძლება, ეს ტექნოლოგიური ტრენდი შენს კარიერულ უპირატესობად აქციო?

სწორედ ამ კითხვაზე პასუხად, საქართველოს ბანკი, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან (UN Women) და Mastercard-თან პარტნიორობით, წარმოგიდგენს რეალურ, პრაქტიკულ შესაძლებლობას – AI სტიპენდიას გოგოებისთვის.

პროგრამა შექმნილია ნებისმიერი ასაკის გოგოსთვის და ქალისთვის, ვისაც აინტერესებს ხელოვნური ინტელექტი და სურს, გაერკვეს, როგორ გამოიყენოს ეს თანამედროვე ინსტრუმენტები სხვადასხვა სფეროში.

თუ შენც გაინტერესებს AI, იცოდე, რომ გაქვს შესაძლებლობა, მიიღო 100%-იანი დაფინანსება საქართველოს 6 წამყვან აკადემიაში:

როგორ მოვიპოვო AI სტიპენდია?

პროგრამაში მონაწილეობის პროცესი რამდენიმე მარტივი ეტაპისგან შედგება:

  • ეწვიე ვებგვერდს: stipendia.bog.ge
  • შეავსე განაცხადი: მოამზადე სამოტივაციო წერილი და ნათლად ჩამოაყალიბე, რატომ გაინტერესებს ხელოვნური ინტელექტი.
  • გაიარე შერჩევა: თითოეული აკადემია, საკუთარი კრიტერიუმების საფუძველზე, შეარჩევს კანდიდატებს და ჩაატარებს გასაუბრებებს საბოლოო სტიპენდიანტების გამოსავლენად.

გაითვალისწინე, განაცხადების მიღება 30 ნოემბერს სრულდება.

ეს შეიძლება იყოს შენი პირველი, ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებში შენი ადგილი იპოვო, გაერკვე ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებში და ისწავლო მათი გამოყენება საკუთარი იდეების განსახორციელებლად თუ კარიერული ზრდისთვის.

გამოიყენე ეს შანსი და დარეგისტრირდი ბმულზე.

მთავარია, განათლების გზაზე არ გაჩერდე.

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს