Logo
ბლოგი
Time icon

2 წუთი წასაკითხად

STEM ოლიმპიადა: იდეიდან შედეგამდე – გზა გამარჯვებამდე

გაიგეთ, როგორ გადააქციეს STEM ოლიმპიადის გამარჯვებულებმა იდეა რეალურ შედეგად. საქართველოს ბანკის პროექტი მომავალი მეცნიერებისთვის. შთაგონება წარმატებისთვის!

საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის თანამშრომლობით STEM ოლიმპიადის მეორე სეზონი წარმატებით დასრულდა. პროექტი ახალგაზრდებში მეცნიერებებისა და მომავლის პროფესიების პოპულარიზაციის მიზნით შეიქმნა და უკვე ბევრი საინტერესო მოსწავლე გაგვაცნო.

 წლევანდელ ოლიმპიადაში 1-ლი ადგილი თბილისის თავისუფალი სკოლის გუნდმა დაიკავა: ანდრია პაპუაშვილი, ლიზა შალიკაშვილი, ლუკა უფლისაშვილი, თეკლა თენიეშვილი, ლუკა დუდაური.

გუნდის მენტორმა, ლევან ნიშნიანიძემ, გაგვიზიარა შთაბეჭდილებები და ისაუბა მოსამზადებელ პროცესზე.

STEM მიმართულება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია თანამედროვე მსოფლიოშისწორედ ეს სფეროები ქმნიან იმ ახალ ტექნოლოგიებსა და გადაწყვეტებს, რომლებიც ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას აუმჯობესებენთეორიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების კომბინაციით იზრდებიან მომავალი ინჟინრები, პროგრამისტები, მეცნიერები, რომლებიც შეცვლიან სამყაროს”.

ოლიმპიადამდე გუნდები აქტიურად ემზადებოდნენ, როგორც თეორიულად, ისე პრაქტიკულად, თავისუფალი სკოლის გუნდმა გამარჯვებამდე საკმაოდ ბევრი იშრომა წარმატებული ასპარეზობისთვის:

მზადება იყო ინტენსიური, მიზანმიმართული და შთამბეჭდავი. სკოლის გაკვეთილების დასრულების შემდეგ გუნდი მუდმივად მეცადინეობდა, ფინალის დღემდე მოსწავლეები ყოველდღიურად ემზადებოდნენ, დილის 10 საათიდან გვიან ღამემდეც კი, თანაც ამას დიდი ენთუზიაზმით აკეთებდნენ. მზადების ძირითადი ნაწილი უკავშირდებოდა რთული ტექნიკური დავალებების გადაჭრას, ცოდნის გამყარებასა და გუნდური მუშაობის დახვეწას. ყოველთვის განსხვავებულ და კომპლექსურ დავალებებს ვაძლევდი. ისინი ისხდნენ, ფიქრობდნენ, კოდს წერდნენ, წრედებს აწყობდნენ, დაშვებულ შეცდომებს ასწორებდნენ – ასეთი თავდადება და შეუპოვრობა გახდა  წარმატების მთავარი ფაქტორი “.

გადამწყვეტი მნიშვნელობა ფინალურ პროექტს ჰქონდა, ამ ეტაპზე გუნდები დამოუკიდებლად და ინოვაციურად უნდა გამკლავებოდნენ პრაქტიკულ დავალებას:

როდესაც ოლიმპიადა დაიწყო, მალევე შეგვატყობინეს მთავარი დავალება –  საგულშემატკივრო ჰოლში  დაიდო ლიფტის კონსტრუქციის მაკეტი. სწორედ ამ ტიპის სისტემაზე უნდა ემუშავათ მონაწილეებს. პროექტი იყო კომპლექსური და მაღალტექნოლოგიური, თუმცა ჩემი მოსწავლეებისთვის ეს სიახლე არ ყოფილა: მრავლად ჰქონდათ ნამუშევარი მსგავს ელექტრონულ კომპონენტებზე, სენსორებზე, ძრავებზე. მჯეროდა, რომ დავალებას კარგად შეასრულებდნენ. სირთულე მაინც არსებობდატექნიკური დეტალების ზუსტი შესრულება, დროის შეზღუდვა და კონკურენციის მაღალი დონე “.

პირველი ადგილის მოპოვების შთაბეჭდილებები გაგვიზიარეს გუნდის წევრებმაც:

STEM ოლიმპიადაში მონაწილეობაც კი ძალიან დიდი გამოცდილება იყო ჩემთვის,ოლიმპიადის განმავლობაში ვსწავლობდით ბევრ ისეთ დეტალს, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან გამოსადეგი იყო. სიტყვებით რთულია იმის აღწერა , რასაც  მოგებისას განვიცდიდი, ბედნიერად მახსენდებოდა დღეები, როდესაც მთელი დღე ვისხედით და ვვარჯიშობდით”,ლუკა უფლისაშვილი

ამ პროექტმა გვასწავლა, როგორ გადავაქციოთ იდეა რეალურ შედეგად. გუნდურად მუშაობა, პრობლემების ანალიზი და გადაწყვეტილებების პოვნა  – ეს უნარები მომავალში აუცილებლად გამოგვადგება, როგორც სწავლის, ისე პროფესიული განვითარების გზაზე”,ლუკა დუდაური

საქართველოს ბანკი აქტიურად განაგრძობს საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნას ყველასთვის, ვინც არ ჩერდება, ცნობისმოყვარეა, აინტერესებს, ეძებს და ცდილობს, მეტი ისწავლოს. სწორედ ასეთი ახალგაზრდები ქმნიან უკეთეს მომავალს მთელი ქვეყნისთვის. STEM მიმართულებების წახალისებაც ამ მთავარი მიზნის ნაწილია და მომავალშიც ბევრ ნიჭიერ მოსწავლეს მისცემს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალებას.

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს