4 წუთი წასაკითხად
განვადება თუ ნაწილ-ნაწილ? გაიგე, რომელი როდის გჭირდება
25 მარ. 2025
4 წუთი წასაკითხად
საკითხები
გააზიარე
ჩვენ ყველას გვიყვარს ახალი ნივთების შეძენა… ბოლო მოდელის ტელეფონი, რომელიც ცხოვრებას გვიმარტივებს, უფრო დიდი ტელევიზორი ოჯახთან ერთად ფილმების საყურებლად ან, თუნდაც, ახალი ყავის აპარატი, რომელიც დილას გვიხალისებს.
ეს პატარა სიახლეები მხოლოდ ნივთები არ არის − ისინი ჩვენი ყოველდღიური რუტინის უკეთესობისკენ შეცვლის, კომფორტის შექმნისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების შესაძლებლობაა. ზოგჯერ, სიახლე აუცილებელიც კია, რომ არ ჩამოვრჩეთ დროს და უბრალოდ ვიყოთ ბედნიერები ჩვენი შენაძენით.
თუმცა ხშირად ხდება ისე, რომ სასურველი ნივთის საყიდლად საჭირო თანხა იმ მომენტში სრულად არ გვაქვს. სწორედ აქ ჩნდება განვადება. ეს მარტივი და ჭკვიანური გზაა, მიიღო ის, რაც დღეს გჭირდება და მისი ღირებულება დროთა განმავლობაში შედარებით მცირე ნაწილებად დაფარო. განვადება არ ნიშნავს მომავლის ხარჯზე ცხოვრებას, პირიქით, ის გვეხმარება, სწორად ვმართოთ ჩვენი ფინანსები და მნიშვნელოვანი შენაძენი ტვირთად არ გვექცეს.
დღეს განვადების უამრავი ტიპი არსებობს, რომლებიც ჩვენს განსხვავებულ საჭიროებებსა და ცხოვრების სტილს ერგება. ზოგი მათგანი მაღაზიაშივე სწრაფად კეთდება, ზოგი სახლიდან გაუსვლელად, ანუ ინტერნეტით აქტიურდება, ზოგი კი შესაძლებლობას გაძლევს, უკვე დახარჯული თანხაც კი დაიბრუნო და მერე გადაანაწილო.
ამ ბლოგში შეგვიძლია ერთად გავერკვეთ, რომელი განვადება როდის და როგორ უნდა გამოვიყენოთ, რომ ჩვენი სურვილები რეალობად ვაქციოთ.
რას გვთავაზობს სტანდარტული განვადება?
წარმოიდგინე, რომ ტექნიკის მაღაზიაში ხარ და შენ წინ დევს ზუსტად ის ლეპტოპი, რომელიც სამუშაოსთვის გჭირდება ან ის სარეცხი მანქანა, რომელიც ოჯახს საქმეს შეუმსუბუქებს. სტანდარტული განვადება (ეფექტური პროცენტი – 26%-დან) ამ სურვილის ასრულების კლასიკური და ყველასთვის კარგად ნაცნობი გზაა. ეს ის მარტივი პროცესია, როდესაც მაღაზიაშივე, ანუ ადგილზე, ავსებ განაცხადს და რამდენიმე წუთში იღებ პასუხს.
ამ ტიპის განვადების მთავარი უპირატესობა მისი სიმარტივე და სისწრაფეა. როგორც წესი, აქტივაციისთვის მხოლოდ პირადობის მოწმობაც გეყოფა და ხშირ შემთხვევაში, ნივთის წამოღებას პირველადი შენატანის გარეშეც შეძლებ.
პირობებიც საკმაოდ მოქნილია − შეგიძლია შეიძინო 45-დან 15 000 ლარამდე ღირებულების ნივთი, ხოლო გადახდის ვადა 3-დან 48 თვემდე მოირგო. ეს შესაძლებლობას გაძლევს, ყოველთვიური გადასახადი ისე დაგეგმო, რომ შენს ბიუჯეტს მნიშვნელოვანი ტვირთი არ დააწვეს.
შენიშვნა: განვადების დეტალურ პირობებს (საპროცენტო განაკვეთის ჩათვლით) შეგიძლია გაეცნო საქართველოს ბანკის ვებგვერდზე.
როგორ მუშაობს ონლაინგანვადება?
თუ შენ იმ ადამიანების რიცხვს მიეკუთვნები, ვინც შოპინგს ონლაინ ამჯობინებს და სახლიდან გაუსვლელად არჩევს სასურველ ნივთებს, მაშინ ონლაინ განვადება შენთვისაა შექმნილი. ეს კლასიკური განვადების სრულად ციფრული და კიდევ უფრო კომფორტული ვერსიაა. ანუ აღარ გიწევს მაღაზიაში მისვლა, საბუთების შეგროვება და ლოდინი − ყველაფერი შენს კომპიუტერში ან მობილურში ხდება.
პროცესი წარმოუდგენლად მარტივია:
- ირჩევ ნივთს ონლაინ მაღაზიის ვებგვერდზე.
- ყიდვისას უთითებ ონლაინგანვადებით გადახდას.
- ნიშნავ შენთვის სასურველ ვადას, გადახდის რიცხვს და ადასტურებ პირობებს.
პასუხი, ფაქტობრივად, მომენტალურია. შესაბამისად, ეს ყველაზე სწრაფი გზაა, შეიძინო 45-დან 15 000 ლარამდე ღირებულების ნივთი ნებისმიერი ადგილიდან.
ონლაინ განვადებას კიდევ ერთი საინტერესო უპირატესობა აქვს − თუ ნივთის შეძენიდან 14 დღის განმავლობაში აღმოაჩენ, რომ მას ხარვეზი აქვს ან უბრალოდ გადაიფიქრებ ყიდვას, მაღაზიასთან შეთანხმებით, მის გაუქმებას პირდაპირ მობილბანკიდან, ზედმეტი პროცედურების გარეშე შეძლებ.
რისთვის არის გადახდის განვადება?
ეს განვადების ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური და საინტერესო სახეობაა, რომელიც შესაძლებლობას გაძლევს, დროში იმოგზაურო. წარმოიდგინე, რომ უკვე გადაიხადე გარკვეული თანხა − მაგალითად, იყიდე ავეჯი, დაფარე სწავლის საფასური ან, თუნდაც, დაგეგმე მოგზაურობა. გადახდის განვადებით შეგიძლია უკვე დახარჯული, 200-დან 5 000 ლარამდე, თანხა მომენტალურად დაიბრუნო ანგარიშზე და 12 თვის განმავლობაში მცირე ნაწილებად დაფარო.
ამასთანავე, გადახდის განვადების გამოყენება ძალიან მარტივია და პირდაპირ მობილბანკიდან აქტიურდება. შენ უბრალოდ უნდა იპოვო ბოლო 14 დღის განმავლობაში შესრულებული გადახდა, დააჭირო გადახდის განვადების ღილაკს და თანხა იმავე წამს დაგიბრუნდება. ეს განსაკუთრებით მოსახერხებელია, თუ მოულოდნელად დაგჭირდა ფული, რომელიც უკვე დახარჯე.
განვადების პირობებიც ძალიან მიმზიდველია − მას არ აქვს არც გაცემის და არც წინსწრებით დაფარვის საკომისიო, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ თანხა ვადაზე ადრე შეგიგროვდა, მის დაფარვას ზედმეტი ხარჯის გარეშე შეძლებ (ეფექტური ლარში: 19%-დან). ეს ჭკვიანური გზაა, მართო შენი ფინანსები და მოულოდნელი ხარჯები მარტივად გადაანაწილო დროში.
რა არის QR განვადება?
ალბათ ყველას გვქონია შემთხვევა, როდესაც ფასდაკლებების დროს მაღაზიაში სასურველი ნივთი აღმოვაჩინეთ, მაგრამ განვადების გასაფორმებლად გრძელ რიგში დგომა დიდად არ გვინდა. QR განვადება სწორედ ამ პრობლემის გადასაჭრელად შეიქმნა. ეს უსწრაფესი მეთოდია, გაიაქტიურო განვადება პირდაპირ სალაროსთან, რიგში დგომისა და კონსულტანტთან კომუნიკაციის გარეშე.
როგორ მუშაობს? ყველაფერი ძალიან მარტივია:
- როდესაც ნივთს შეარჩევ, სალაროსთან განთავსებულ QR კოდს შენი ტელეფონის კამერით დაასკანერებ.
- პროცესი ავტომატურად გადაგიყვანს მობილბანკში, სადაც შეიყვან ნივთის ღირებულებას, აირჩევ განვადების ვადას და დაადასტურებ.
- ამის შემდეგ ტელეფონზე მიიღებ უნიკალურ კოდს, რომელსაც მოლარეს უკარნახებ და სულ ეს არის − ნივთი უკვე შენია.
QR განვადება მოსახერხებელია მათთვის, ვისაც დროის დაზოგვა სურს, რადგან არ არის საჭირო ლოდინი, განაცხადის შევსება და ზედმეტი კითხვები. შენ თავად მართავ პროცესს შენივე ტელეფონით. შესაბამისად, ასე შოპინგი არა მხოლოდ სწრაფი, არამედ ბევრად უფრო სასიამოვნო და თანამედროვე გამოცდილება ხდება.
რატომ არის ნაწილ-ნაწილ გადახდა განსაკუთრებით მოსახერხებელი?
ახლა კი შეგვიძლია ვისაუბროთ გადახდის ერთ-ერთ ყველაზე არასტანდარტულ, მარტივ და ბევრისთვის მართლაც მოსახერხებელ მეთოდზე. წარმოიდგინე, რომ შეგიძლია ნებისმიერი ნივთის ღირებულება ოთხ ტოლ ნაწილად გაყო და გადაიხადო ზუსტად იმდენი, რაც ღირს − ყოველგვარი პროცენტისა და ზედმეტი ხარჯის გარეშე. სწორედ ეს არის ნაწილ-ნაწილ გადახდის მთავარი იდეა.
ის შორსაა კლასიკური განვადებისგან, რადგან შენ უბრალოდ შესაძენი ნივთის ფასს ოთხ თვეზე ანაწილებ და, თან, 0 ზედმეტი დანახარჯით. მაგალითად, თუ ნივთი 400 ლარი ღირს, ნაწილ-ნაწილ ყიდვისას გადახდას მომდევნო თვიდან დაიწყებ და პირველ თვეს მხოლოდ 100 ლარს გადაიხდი. დანარჩენ 300 ლარს კი მომდევნო სამი თვის განმავლობაში, თვეში 100 ლარის ოდენობით, დაფარავ.
ამასთან, ნაწილ-ნაწილ გადახდა ძალიან მარტივი გამოსაყენებელია. სალაროსთან უბრალოდ ამბობ, რომ იხდი ნაწილ-ნაწილ, ადებ ბარათს ტერმინალს და შემდეგ ტელეფონზე მოსულ ბმულს აჭერ დასადასტურებლად. ონლაინშოპინგისას კი გადახდის მეთოდად ირჩევ ნაწილ-ნაწილს და პროცესს ვებგვერდზევე ასრულებ.
ამ მეთოდის მთავარი ხიბლი მის გამჭვირვალობასა და სიმარტივეშია. არ არსებობს ფარული ხარჯები, რთული ხელშეკრულებები და გაუგებარი პირობები. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მოქნილი გზა, შეიძინო ის, რაც გინდა დაუყოვნებლივ და, ამავდროულად, მარტივად აკონტროლო შენი ბიუჯეტი.
ნაწილ-ნაწილ 45-დან 5 000 ლარამდე ნივთის შეძენას შეძლებ.
რომ შევაჯამოთ, ის, თუ რომელ განვადებას აირჩევ, სრულად დამოკიდებულია შენს სურვილსა და საჭიროებაზე. ახლა უკვე იცი, რა როდის გამოგადგება და დანარჩენი, როცა დრო იქნება, მერე გადაწყვიტე.