Logo
ბლოგი
Time icon

1 წუთი წასაკითხად

გლობალური ფულის კვირეული 2021: რატომ არის მნიშვნელოვანი ახალგაზრდებისთვის?

გლობალური ფულის კვირეული 2021 გიწვევთ! გაიგეთ, რატომ არის ფინანსური წიგნიერება კრიტიკული ახალგაზრდებისთვის და რა აქტივობებში ერთვება საქართველოს ბანკი წელს.

გლობალური ფულის კვირეულს 2014 წლიდან 160-ზე მეტი ქვეყანა აღნიშნავს. მისი მიზანია ბავშვებსა და ახალგაზრდებში მნიშვნელოვანი ფინანსური, ეკონომიკური, სამეწარმეო საკითხების შესახებ ცნობადობის გაზრდა და პოპულარიზაცია.
 
წელს ღონისძიება 22-28 მარტის თარიღებში აღინიშნება და კოორდინატორი საქართველოს ეროვნული ბანკია. კვირეულის მთავარი მესიჯია „გაუფრთხილდი საკუთარ ფულს, გაუფრთხილდი საკუთარ თავს“. ამ გზავნილის გარშემო მსოფლიო მასშტაბით ფინანსური ორგანიზაციები სხვადასხვა აქტივობას ახორციელებენ. 
 
საქართველოს ბანკი ყოველ წელს აქტიურად ერთვება კვირეულის აქტივობებში და სხვადასხვა გზით ცდილობს ხელი შეუწყოს ფინანსური განათლების განვითარებას. 
 
ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკისა და ფინედუს ფეისბუქკონკურსია გამოცხადებული სახელად „ფული და ფულის სამყარო“, რომელიც განკუთვნილია 12-18 წლის მოზარდებისთვის.
 
კვირეულთან დაკავშირებით მეტი დეტალისთვის გადადი ბმულზე
 
#GMW2021#moneymatters #financialeducation #financialliteracy

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს