2 წუთი წასაკითხად
ინტერნეტ თაღლითობა: როგორ დაიცვა თავი ონლაინ საფრთხისგან?
31 ივლ. 2023
2 წუთი წასაკითხად
2 წუთი წასაკითხად
ინტერნეტ თაღლითები მუდმივად ხვეწენ მეთოდებს. გაიგე, როგორ დაიცვა შენი ფინანსური და პირადი მონაცემები ონლაინ საფრთხისგან. მარტივი რჩევები შენი უსაფრთხოებისთვის.
31 ივლ. 2023
2 წუთი წასაკითხად
პირველი თაღლითობა, რომელიც ისტორიამ შემოგვინახა, ძველი წელთაღრიცხვით 300 წელს მოხდა. თაღლითი, სახელად ჰეგესტრატოსი, საბერძნეთში გემის დაზღვევის ტყუილ სქემებს ხლართავდა. მას მერე სამყაროში მრავალმა თაღლითმა ჩაიარა, რომელთა შორის გამორჩეული ალბათ მეჰმეთ აიდინი იყო, მან 1 წელში 132 000 ადამიანი მოატყუა და თაღლითობით 1.1 მილიარდი ლირა იშოვა.
მართალია, ყველა მეჰმეთის მასშტაბზე ვერ გადის (კიდევ კარგი!), თუმცა თანამედროვე თაღლითებმა განვითარებულ სამყაროს ფეხი შესაბამისად აუწყვეს და ინტერნეტში გადმოინაცვლეს. მეთოდებს ცვლიან და აახლებენ, ამიტომ მსხვერპლი ნებისმიერი შეიძლება გახდეს, თუმცა არსებობს გზები, რომლებიც მახეში გაბმის რისკებს ამცირებს.
თუ მეილს არ ელოდებოდი, არ იცი, ვინ გიგზავნის, საეჭვო ინფორმაციას გაზიარებს და შენი საბანკო მონაცემების განდობას ან ბმულზე გადასვლას გთავაზობს, არ დაუჯერო: არ გადახვიდე მითითებულ ბმულზე და არ გადმოწერო მიბმული დოკუმენტი. იმიტომ რომ ასე, შეიძლება თაღლითს შენს პერსონალურ ინფორმაციაზე მისცე წვდომა.
სოციალურ ქსელებში 2-ფაქტორიანი დაცვა ხომ შეგხვედრია? მსგავსი ტიპის ავთენტიფიკაციის შესაძლებლობა ბევრ ექაუნთზეა; ნუ დაგეზარება პროცედურების გავლა, ეს გალავანია, რომელიც მტრისგან გიცავს.
თუ რაიმე ინფორმაცია სოციალურ ქსელში დაუჯერებლად ჟღერს, ძალიან დიდ მოგებას ან სკანდალურ ინფორმაციას გთავაზობს, დიდი ალბათობით, მართალი არ არის. ხშირად ასეთ ამბებს სოციალურ ქსელში თავიანთ გვერდზე გადასაყვანად იყენებენ და ყურადღების მისაქცევად იყენებენ, თუმცა მათ შორის თაღლითებიც არიან და თუ ზღაპრული ამბების გასაგებად ბმულზე გთხოვენ გადასვლას, არ გადახვიდე, თორემ მაგ ზღაპარს კეთილი ბოლო არ ექნება.
ძალიან ხშირად თაღლითები ცნობილი და გავლენიანი ორგანიზაციების სახელებს იყენებენ: მთავრობის, კომპანიების, არასამთავრობო ორგანიზაციის და ა.შ. მაგალითად, ცოტა ხნის წინ, ხალხს მეილზე მისდიოდა შეტყობინება ვითომ ნეტფლიქსისგან, რომ დავალიანება ჰქონდათ გადასახდელი. სინამდვილეში, ეს ნეტფლიქსის სახელს ამოფარებული თაღლითები იყვნენ. თუ რაიმე შეტყობინება საეჭვოდ მოგეჩვენებათ, დარეკეთ გამომგზავნ დაწესებულებასთან და გადაამოწმეთ, ნამდვილად ისინი გწერენ თუ არა.
ასევე, ასეთ დროს უმეტესად გამომგზავნის დასახელებაში აუცილებლად არის მცირე სხვაობა ორიგინალთან, რადგან ისინი რეალურად არსებული კომპანიის სახელწოდების ზუსტ ანალოგს კი არა, არამედ მიმსგავსებულს იყენებენ, რომ შეცდომაში შეგიყვანონ. თუ კარგად დააკვირდები, ამას თავადაც ამოიცნობ და მახეშიც აღარ გაებმები.
დაიცავი ოჯახის წევრები, მეგობრები, თანამშრომლები და ყველა შენ გარშემო. აუხსენი მათ, ვინ არიან თაღლითები და მათგან თავის დაღწევის გზებზეც მოუყევი. მითუმეტეს, თუ ერთი კომპიუტერით სარგებლობთ, მხოლოდ ერთი ადამიანის სიფრთხილე ნამდვილად არ იქნება საკმარისი.
და ბოლოს ბონუს შეხსენება: არავის, არავის, საერთოდ არავის არ უთხრა შენი საბანკო ბარათის PIN და CVV კოდი! ეს ინფორმაცია მხოლოდ თქვენ უნდა იცოდეთ.
თუ ამ მეთოდებს გაითვალისწინებ, თაღლითებისგან დიდწილად ნამდვილად დაცული იქნები. ამასთანავე, შეგიძლია საქართველოს ბანკის ბარათების დაცვა გაიაქტიურო, რითაც გაუთვალისწინებელი შემთხვევით თანხის დაკარგვისას ანაზღაურებასაც შეძლებ.
3 წუთი წასაკითხად
21 მაი. 2026
აღმოაჩინე ბიტკოინი - პირველი კრიპტო, რომელსაც ციფრულ ოქროს უწოდებენ. გაიგე, როგორ მუშაობს ბლოკჩეინი და რატომ გახდა ის მილიონობით ადამიანისთვის აქტივი
2 წუთი წასაკითხად
20 მაი. 2026
აღმოაჩინე, თუ რა არის ალტერნატიული დანახარჯი და რატომ არაფერია უფასო. ისწავლე, როგორ დაგეხმარება ეს ცოდნა უკეთესი გადაწყვეტილებების მიღებაში ყოველდღიურად
5 წუთი წასაკითხად
19 მაი. 2026
TAF-ის არტ-დირექტორი ერიკ შლოსერი ამსხვრევს მითებს კოლექციონერობის შესახებ. ისწავლეთ, როგორ ენდოთ ინტუიციას და შეარჩიოთ პირველი ნამუშევარი თქვენი კოლექციისთვის
2 წუთი წასაკითხად
19 მაი. 2026
გაიგე, როგორ დაზოგო ფული და აირიდო იმპულსური შენაძენები. ფოქსი ელენიკო გვიზიარებს თავის „არ ვიყიდი“ სიას და გიჩვენებს, როგორ დაიწყო ფინანსური დეტოქსი
5 წუთი წასაკითხად
19 მაი. 2026