2 წუთი წასაკითხად
PLUS ქულები: სად და რაში დავხარჯო ყველაზე ეფექტურად
20 მაი. 2020
2 წუთი წასაკითხად
საკითხები
გააზიარე
PLUS ქულების დაგროვება სასიამოვნო პროცესია, მათი სწორად გამოყენება კი ნამდვილი ხელოვნებაა. როცა შენს ანგარიშზე უკვე საკმარისი PLUS ქულებია, დროა ისინი საუკეთესოდ გამოიყენო.
ეს ბლოგი დაგეხმარება, აღმოაჩინო შენი ქულების გამოყენების ყველა შესაძლებლობა – ყოველდღიური საჭიროებებიდან დაწყებული, განსაკუთრებული შენაძენებით დასრულებული.
დასაწყისისთვის, მთავარი პრინციპი მარტივია: პარტნიორ ქსელში შენი ქულები ფულს უტოლდება. სტანდარტული კურსით, 400 PLUS ქულა 1 ლარის ეკვივალენტია.
1. დაფარე ყოველდღიური ხარჯები
PLUS ქულები მხოლოდ შოპინგისთვის არაა. მათი გამოყენება ყოველდღიური ფინანსური ოპერაციებისთვისაც შეგიძლია, რაც რუტინული ხარჯების შემცირების გზაა. დაგროვილი ქულებით მარტივად შეგიძლია:
- შეივსო მობილური ბალანსი
- დაფარო კომუნალური გადასახადები
- შეავსო სამგზავრო ბარათის ბალანსი
დამატებითი უპირატესობა ისაა, რომ დაგროვილი ქულების სხვა ადამიანისთვის გადარიცხვაც შეგიძლია, რაც მეტ მოქნილობას გაძლევს.
2. იშოპინგე პარტნიორ ობიექტებში
შენი დაგროვებული ქულებით შეგიძლია იყიდო ყველაფერი, ყოველდღიური წვრილმანიდან მსხვილ შენაძენამდე. ქულებით გადახდა როგორც ფიზიკურ, ისე ონლაინ მაღაზიებშია შესაძლებელი. კონკრეტული ობიექტების სანახავად, გადახედე პარტნიორი ობიექტების სრულ სიას და აღმოაჩინე შენთვის საინტერესო მაღაზიები.
თუ იდეები გჭირდება, მომხმარებლები ქულებს ყველაზე ხშირად შემდეგი კატეგორიებიდან ირჩევენ:
- ტექნიკა: იქნება ეს ახალი სმარტფონი, ლეპტოპი მუშაობისა და სწავლისთვის თუ კონდიციონერი სახლის სიმყუდროვისთვის, ტექნიკის შეძენა წლის საუკეთესო ინვესტიციაა.
- სტილი და თავის მოვლა: განაახლე გარდერობი ახალი სამოსით, შეიძინე სასურველი მზის სათვალე ან მოიმარაგე ყოველდღიური კოსმეტიკა და თავის მოვლის საშუალებები.
- ჰობი და დასვენება: თავისუფალ დღეებში საინტერესო წიგნის ან მუსიკის მოსასმენად ფირსაკრავის შეძენას ალტერნატივა არ აქვს. მეგობრებთან ან ოჯახთან ერთად შეკრებისთვის სამზარეულოს ჭურჭლის განახლებაც კარგი იდეაა. ხოლო თუ მცირეწლოვანი შვილები გყავს, საყიდლების სიის შედგენა პირდაპირ საბავშვო სათამაშოებით შეგიძლია დაიწყო.
3. გამოიყენე სპეციალური შეთავაზებები
იმისთვის, რომ შენი ქულები კიდევ უფრო ღირებული გახდეს, მათ დახარჯვამდე აუცილებლად გადაამოწმე მობილბანკში არსებული შეთავაზებები. საქართველოს ბანკი პარტნიორებთან ერთად მუდმივად გთავაზობს აქციებს, რომელთა ფარგლებშიც ქულებით გადახდისას ფასდაკლებას ან ქეშბექს მიიღებ. ასე სასურველ ნივთს გაცილებით ნაკლები ქულით შეიძენ.
4. მოემზადე 5 ივლისისთვის
ბევრი მომხმარებელი PLUS ქულებს მთელი წლის განმავლობაში სწორედ ერთი, განსაკუთრებული დღისთვის აგროვებს. ეს დღე 5 ივლისია – PLUS-ის დაბადების დღე, რომელიც წლის ყველაზე მომგებიან შოპინგთან ასოცირდება.
მხოლოდ ამ დღეს პარტნიორ ობიექტებში ქულებით გადახდისას 50%-იანი ფასდაკლება მოქმედებს. ეს ნიშნავს, რომ შენი ქულები ორმაგდება: თუ სტანდარტულად 400 ქულა 1 ლარია, 5 ივლისს 200 ქულა 1 ლარს უდრის. სწორედ ამიტომ ემზადებიან ამ დღისთვის.
დაგროვილი ქულები შენი დამატებითი ფინანსური თავისუფლებაა. გადახედე პარტნიორების სიას, ისარგებლე მუდმივი შეთავაზებებით და მოემზადე წლის მთავარი შოპინგ დღისთვის.