Logo
ბლოგი
Time icon

1 წუთი წასაკითხად

შენი ბარათი Google საფულეში – რა შეიცვალა?

შენი გადახდები უფრო სწრაფი და მარტივი გახდა! საქართველოს ბანკი გთავაზობს Google Pay-ს. ნახე, როგორ დაამატო ბარათი და ისარგებლო უკონტაქტო გადახდებით.

Google Pay-ს უკონტაქტო გადახდების სისტემა უკვე  ხელმისაწვდომია საქართველოს ბანკის მომხმარებლისთვის.
 
დღეიდან მათ, ვისაც Android-ის ტელეფონი აქვს, (Android lollipop 5.0 ან მასზე მაღალი მხარდაჭერით  ექნებათ  შესაძლებლობა, ისარგებლონ  ამ საგადახდო სისტემით და სწრაფად, მარტივად და უსაფრთხოდ, ტელეფონის პოსტერმინალზე ერთი დადებით განახორციელონ გადახდები. 
 
Google Pay-ს მეშვეობით მომხმარებელს შეუძლია Visa, Mastercard და American Express- ბარათით გადაიხადოს სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში პოს-ტერმინალით და ონლაინ ვაჭრობისას. ასევე,  გაანაღდოს თანხა ბანკომატით Visa ან Mastercard-ის საშუალებით.
 
ნახე ვიდეოინსტრუქცია, როგორ დაამატო ბარათი Google საფულეში მობილბანკით: https://go.bog.ge/3AeHcVP 
 

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს