Logo
ბლოგი
Time icon

4 წუთი წასაკითხად

როგორ გაიმარტივო ცხოვრება ემიგრაციაში: დისტანციური სერვისები საქართველოს ბანკისგან

ემიგრაციაში ცხოვრებას შესაძლებლობებთან ერთად გარკვეული გამოწვევებიც ახლავს თან − ახალ გარემოსთან შეგუების პარალელურად მნიშვნელოვანია, რომ ფინანსური საკითხები მარტივად და კომფორტულად მოაგვარო როგორც საკუთარი თავისთვის, ისე საქართველოში მყოფი ოჯახის წევრებისთვის. ამის ერთ-ერთი ეფექტური გზა კი თანამედროვე ტექნოლოგიებისა და დისტანციური სერვისების გამოყენებაა.

საზღვარგარეთ ყოფნა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ქართული საბანკო სერვისებით სარგებლობას ვეღარ შეძლებ. პირიქით, საქართველოს ბანკი ემიგრანტებს სთავაზობს ყველა იმ პროდუქტსა და სერვისს, რაც ყოველდღიური ფინანსური ტრანზაქციებისთვისაა საჭირო. რაც მთავარია, ეს ყველაფერი სახლიდან გაუსვლელად, ანუ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან არის ხელმისაწვდომი.

შენ შეგიძლია დისტანციურად მართო საკუთარი ანგარიშები, აიღო სესხი ემიგრანტებისთვის უძრავი ქონების შესაძენად, დააგროვო თანხა, გადაიხადო კომუნალური გადასახადები შენი ოჯახისთვის და მარტივად გაგზავნო ან მიიღო ფულადი გზავნილები. ამ ბლოგში დეტალურად გაგაცნობთ ყველა იმ სერვისს, რაც ემიგრაციაში ცხოვრებას გაგიმარტივებს.

ანგარიშის გახსნა დისტანციურად

თუ ჯერ კიდევ არ ხარ საქართველოს ბანკის მომხმარებელი, ანგარიშის გახსნა ნებისმიერი ქვეყნიდან შეგიძლია. ამისთვის, გადმოწერე საქართველოს ბანკის მობილბანკი და დარეგისტრირდი ონლაინ, ქართული პასპორტით ან პირადობის მოწმობით. რეგისტრაციის მთელ პროცესს სულ რამდენიმე წუთი დასჭირდება.

როგორ ვმართო ჩემი ქართული ანგარიში საზღვარგარეთიდან?

სრული საბანკო მომსახურება შენივე მობილურიდან შეგიძლია მიიღო, რაც გულისხმობს: თანხის გადარიცხვას ოჯახის წევრებისთვის ან საკუთარი თავისთვის, კომუნალური თუ სხვა გადასახადების დაფარვას, ვალუტის კონვერტაციას, უკვე აღებული სესხების კონტროლს, ანაბრის გახსნას, ბარათის აღებას და ა.შ. საქართველოს ბანკი გაძლევს შესაძლებლობას, რომ ნებისმიერ დროსა და ნებისმიერი ადგილიდან მართო ოპერაციები. ამისთვის მხოლოდ მობილბანკის გადმოწერა დაგჭირდება.

შენ გექნება ქართული საბანკო ანგარიში, რომელსაც სრულყოფილად გამოიყენებ საზღვარგარეთ − სწორედ ამის შესაძლებლობას გაძლევს საქართველოს ბანკის ციფრული ბარათი. ეს ვირტუალური ბარათია, რომელსაც პლასტიკურის ყველა ფუნქცია აქვს და მისი მიღება მობილბანკიდან რამდენიმე წუთში შეგიძლია.

ციფრული ბარათით მარტივად გადაიხდი ნებისმიერ ონლაინმაღაზიაში, ასევე − Apple Pay-ით და Google Pay-ით სავაჭრო ობიექტებშიც. მისი გამოყენებით შეძლებ საქართველოში მყოფი ოჯახის წევრებისთვის კომუნალური გადასახადების დაფარვას ან თანხის გადარიცხვასაც.

ციფრული ბარათი საერთაშორისო გამოყენებისთვისაც კომფორტულია. შეგიძლია მარტივად გადარიცხო ან გადმოიტანო თანხა ევროპული ბარათებიდან

როგორ შევიძინო უძრავი ქონება დისტანციურად?

საკუთარი სახლის შეძენა საქართველოში ბევრი ემიგრანტის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავია. საქართველოს ბანკი გაძლევს შესაძლებლობას, ეს მიზანი რეალობად აქციო, თანაც ისე, რომ საქართველოში ჩამოსვლა არ დაგჭირდეს. იპოთეკური სესხი ემიგრანტებისთვის სწორედ ამისთვის შეიქმნა.

იპოთეკური სესხის აღების პროცესი დისტანციურია და შენზე მორგებულ პირობებს ითვალისწინებს. შეგიძლია ონლაინ გაიარო კონსულტაცია, შეავსო განაცხადი და მიიღო დასტური. 

საქართველოს ბანკი თანამშრომლობს წამყვან დეველოპერულ კომპანიებთან და მოქნილ პირობებს გთავაზობს. პარტნიორების განახლებულ სიას და სპეციალურ შეთავაზებებს გაეცანი ბმულზე.

ბინის შეძენა იპოთეკით საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა. სესხის დეტალურ პირობებს, მათ შორის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის შესახებ განახლებულ ინფორმაციას, ყოველთვის შეგიძლია გაეცნო პროდუქტის ოფიციალურ გვერდზე.

როგორ დავაგროვო და შევინახო თანხა უსაფრთხოდ?

თუ გინდა, რომ ემიგრაციაში ფული უსაფრთხოდ შეინახო და, თან, სარგებელიც მიიღო, ანაბრის გახსნა კარგი გამოსავალია. საქართველოს ბანკი გთავაზობს სხვადასხვა ტიპის ანაბარს, თითოეულ მათგანს კი მარტივად, პირდაპირ მობილბანკიდან გახსნი და შენს მიზნებს მოარგებ.

  • ვადიანი ანაბარი: თუ უკვე გაქვს შეგროვებული თანხა და გსურს, საქართველოს ბანკის სხვა ანაბრებს შორის უფრო მაღალი პროცენტი დაერიცხოს, ეს ანაბარი შენთვისაა.
  • შეგროვებადი ანაბარი: თუ მიზნის მისაღწევად თანხის ეტაპობრივად დაგროვება გირჩევნია, შემნახველი ანაბარი ამაში დაგეხმარება. მცირე თანხით დაიწყებ და ნებისმიერ დროს დაამატებ სასურველ რაოდენობას.
  • მოთხოვნამდე ანაბარი: თუ მაქსიმალური თავისუფლება გჭირდება, ეს ანაბარი გაძლევს შესაძლებლობას, ნებისმიერ დროს შეიტანო ან გაიტანო ანაბრიდან თანხა.

გაითვალისწინე: ვალუტის კურსის ცვლილებამ, შესაძლოა, ლარით გამოხატული სარგებელი მნიშვნელოვნად შეამციროს.

დაგროვების პროცესის გასამარტივებლად შეგიძლია გამოიყენო ყულაბის ფუნქციაც. მოითხოვე კონსულტაცია და შეარჩიე შენს მიზნებზე მორგებული ანაბარი.

როგორ გავაგზავნო ან მივიღო ფული?

ფულადი გზავნილები ემიგრანტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სერვისია. ეს არის მარტივი გზა, ფინანსურად დაეხმარო საქართველოში მყოფ ოჯახის წევრებს ან მართო საკუთარი ფინანსები დისტანციურად. საქართველოს ბანკის დახმარებით, შეგიძლია ისარგებლო ისეთი პოპულარული საერთაშორისო სისტემებით, როგორებიცაა Western Union, MoneyGram, Ria, IntelExpress, Zolotaya Korona და სხვა.

განსაკუთრებით მოსახერხებელია ფულადი გზავნილის გამოყენება საკუთარ ქართულ ანგარიშზე თანხის შესატანად. თუ გსურს, საზღვარგარეთიდან გამოგზავნილი თანხა პირდაპირ შენს ანგარიშზე მოხვდეს, ამის ორი მარტივი გზა არსებობს:

  • გამოგზავნე გზავნილი შენსავე სახელზე და შემდეგ მობილბანკიდან, სახლიდან გაუსვლელად, ჩაირიცხე სასურველ ანგარიშზე.
  • ზოგიერთი სისტემის გამოყენებისას კი შეგიძლია, თანხა პირდაპირ ანგარიშის ნომერზე მიაბა.

გარდა ამისა, ფულადი გზავნილებით სარგებლობას დამატებითი უპირატესობებიც აქვს. მაგალითად, თუ მომავალში სესხის აღება დაგჭირდება, ბანკი შენი გზავნილების ისტორიას გაითვალისწინებს, რაც დაფინანსების მიღებას გაგიმარტივებს. ასევე, მიღებული თანხით შეგიძლია გახსნა ან შეავსო ანაბარი და შენი მიზნების მიღწევა დააჩქარო.

როგორ მივიღო სანდო ინფორმაცია?

სწორი და გადამოწმებული ინფორმაცია ემიგრაციაში მყოფი ადამიანისთვის განსაკუთრებით ღირებულია. ამიტომ საქართველოს ბანკმა შექმნა სპეციალური Facebook ჯგუფი: migrants.ge | საქართველოს ბანკი ემიგრანტებისთვის, სადაც ყველა საჭირო ინფორმაციას უშუალოდ ბანკისგან მიიღებ.

რატომ უნდა გაწევრიანდე ამ ჯგუფში?

  • დასვამ ნებისმიერ შეკითხვას სესხის, ანაბრის, გზავნილის თუ სხვა პროდუქტის შესახებ.
  • გაეცნობი ექსკლუზიურ შეთავაზებებს და სპეციალურად ემიგრანტებისთვის შექმნილ აქციებს.
  • წაიკითხავ სხვა ემიგრანტების რჩევებს და გაიგებ, როგორ გადაჭრეს მათ კონკრეტული ფინანსური საკითხები.
  • მიიღებ ინფორმაციას საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საზღვარგარეთ დაგეგმილი ქართული კულტურული ღონისძიებების შესახებ.

შემოუერთდი ჯგუფს, რათა მუდმივად გქონდეს წვდომა სანდო ინფორმაციასა და ექსკლუზიურ შესაძლებლობებზე.

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს