Logo
ბლოგი
Time icon

2 წუთი წასაკითხად

რა უნდა გაითვალისწინო ბინის ყიდვისას - რჩევები ემიგრანტებს

ემიგრაციაში ხარ და ბინის ყიდვა გინდა? გაიგე, როგორ შეარჩიო საუკეთესო ვარიანტი საქართველოში დისტანციურად. იპოთეკური სესხი შენი ოცნების სახლისთვის.

ადამიანები სხვადასხვა მიზეზით ტოვებენ ქვეყანას და ემიგრაციაში მიდიან, თუმცა, უმრავლესობის მსგავსად, ალბათ, შენც გინდა, რომ საკუთარი სახლი გქონდეს საქართველოში.

როგორც ემიგრანტმა, ყველაზე კარგად იცი, რომ ხელშესახები შედეგის მიღებამდე გრძელი და რთული გზის გავლაა საჭირო – დაწყებული მანამდე არსებული ფინანსური ვალდებულებების გასტუმრებით და დამთავრებული პირველადი თანხის შეგროვებით.

თუმცა ყველაზე რთული ეტაპი ალბათ უშუალოდ ბინის ყიდვისას იწყება, რადგან ეს უზომოდ მნიშვნელოვანი პროცესია, რომლის დროსაც ყველა წვრილმან დეტალსაც კი გათვალისწინება სჭირდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა ქვეყანაში არ იმყოფები და გსურს, რომ ყველაფერს მისაღებ ფასად, მაქსიმალურად ნაკლები გართულებითა და მინიმალური დანახარჯებით მიაღწიო.

ეს ყველაფერი შეუძლებლი სულაც არაა და მიზნის მისაღწევად, ქვემოთ მოცემული რამდენიმე საბაზისო რჩევა გაითვალისწინე.

რა უნდა გაითვალისწინო ბინის ყიდვისას

როცა უშუალოდ ბინის შერჩევას ვიწყებთ, რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება არ უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან:

  • უნდა ვიცოდეთ, რა გამოცდილება აქვს სამშენებლო კომპანიას, რომელიც ამა თუ იმ სივრცეს გვთავაზობს შესაძენად
  • აქვს თუ არა დასრულებული ან მიმდინარე პროექტები, რომ შევაფასოთ ხარისხი, დასრულება-ჩაბარების ვადები და ის პირობები, რაც კომპანიას დათქმული ჰქონდა
  • რა გამოცდილება აქვს გუნდს, რომელიც პროექტებზე მუშაობს
  • რა მდგომარეობით ბარდება ბინა – თეთრი კარკასი, შავი კარკასი, გარემონტებული
  • გადახდის რა ფორმითა და პირობებით სარგებლობა შეგვიძლია

გაითვალისწინე, მაშინ, როცა ყიდვისას არ შეგიძლია, ბინა თავად დაათვალიერო და ყველა დეტალი ნახო, მოითხოვე ბინის პროექტის დეტალური გაცნობა – ნახაზების, სართულის გეგმების, რენდერების, მომავალი ბინის ხედების გადაგზავნა. ასევე, თუ ადგილზე ფიზიკურად არ იმყოფები, შეგიძლია, ისარგებლო ვიდეოზარის სერვისით. ამ დროს მენეჯერი მშენებლობის ადგილიდან დაგირეკავს და დეტალურად დაგათვალიერებინებს როგორც მთლიანად პროექტს, ისე შენს მომავალ ბინასა და ხედებს ამ ბინიდან.

აღსანიშნავია, რომ მათთვის, ვინც დისტანციურად იღებს ასეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, მოსახერხებელია თეთრი კარკასი ან გარემონტებული ბინა. მაგალითისთვის, სწორედ მსგავსად გამზადებულ პროექტებს სთავაზობს საქართველოს ბანკის პარტნიორი სამშენებლო კომპანია თეთრი კვადრატი მომხმარებლებს, რათა მაქსიმალურად კომფორტული გახადოს შეძენილი სივრცის ათვისება იმ მომხმარებლებისთვისაც კი, რომლებიც ქვეყანაში ფიზიკურად არ იმყოფებიან.

ფასი არ არის გადამწყვეტი ფაქტორი

ხშირად ემიგრანტებს აქვთ განსაზღვრული თანხა, რითაც ბინის შეძენა სურთ. მნიშვნელოვანია სურვილებისა და შესაძლებლობების თანხვედრა. იპოთეკური სესხის მეშვეობით შესაძლებელია, არა ფასზე, არამედ სურვილზე მორგებული ბინის შერჩევა. აარჩევ სასურველ ბინას, მოითხოვ თანხას, გადაანაწილებ გადახდას სასურველ დროზე და მოკლე დროში ჩაიბარებ ოცნების სახლს. 

საქართველოს ბანკის იპოთეკური სესხი საშუალებას იძლევა, არ თქვა უარი სურვილებსა და გეგმებზე. იპოთეკური სესხი შეგიძლია მოითხოვო სურვილისამებრ, ბინის საყიდლად ან თუნდაც რემონტისთვის. ამისთვის განაცხადის შევსება კი ნებისმიერი ქვეყნიდან შეგიძლია ამ ბმულზე.

საქართველოს ბანკისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ემიგრანტებმა მაქსიმალურად კომფორტულად შეძლონ ბინის შერჩევა, ჰქონდეთ ნდობა და დარწმუნებული იყვნენ საკუთარ არჩევანში. ამიტომ, საქართველოს ბანკი ყოველთვის ქმნის მათზე მორგებულ, მისაღებ და კომფორტულ გარემოს და თანამშრომლობს სანდო სამშენებლო კომპანიებთან, რომლებიც თავის მხრივ ზრუნავენ მაღალი ხარისხის საცხოვრებელი გარემოს შექმნაზე. ნახე ასეთი სამშენებლო კომპანიების ჩამონათვალი და მათი შეთავაზებები.

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს