1 წუთი წასაკითხად
როგორ გავხსნათ ანგარიში საქართველოს ბანკში დისტანციურად
გაიარე დისტანციური რეგისტრაცია საქართველოს ბანკში მარტივად. გახსენი ანგარიში და მიიღე ციფრული ბარათი დაუყოვნებლივ. ისარგებლე მობილბანკით მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან.
9 მარ. 2024
1 წუთი წასაკითხად
საქართველოს ბანკი გაძლევს შესაძლებლობას, გახსნა ანგარიში და ისარგებლო საბანკო მომსახურებით მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან – მარტივად, სწრაფად და ფილიალში ვიზიტის გარეშე. ეს ბლოგი დაგეხმარება, მარტივად გაიარო ყველა საჭირო ეტაპი.
ვის შეუძლია დისტანციურად რეგისტრაცია?
იმისთვის, რომ დისტანციურად გახდე ჩვენი მომხმარებელი, საჭიროა:
- იყო საქართველოს სრულწლოვანი მოქალაქე
- გქონდეს მოქმედი პასპორტი ან ID ბარათი (ელექტრონული პირადობის მოწმობა)
- გქონდეს სმარტფონი და სტაბილური ინტერნეტკავშირი
როგორია ანგარიშის გახსნის პროცესი?
პროცესი მხოლოდ რამდენიმე წუთს მოითხოვს. უბრალოდ მიჰყევი მობილბანკის ინსტრუქციას:
- დოკუმენტის ატვირთვა: აპლიკაციის დახმარებით გადაუღებ ფოტოს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს
- იდენტობის დადასტურება: გაივლი სახის ვერიფიკაციის მარტივ პროცედურას
- მონაცემების შემოწმება: სისტემა ავტომატურად შეამოწმებს შენს მონაცემებს
რეგისტრაციის წარმატებით დასრულების შემდეგ, დაუყოვნებლივ შეძლებ ახალი ანგარიშით სარგებლობას.
რას მიიღებ რეგისტრაციის შემდეგ?
ანგარიშის გახსნისთანავე, ავტომატურად გიაქტიურდება ციფრული ბარათი და მულტისავალუტო ანგარიში. ეს ნიშნავს, რომ შენ დაუყოვნებლივ შეგიძლია:
- ისარგებლო ინტერნეტ და მობილბანკით
- გადაიხადო სხვადასხვა გადასახადი
- გადარიცხო და მიიღო თანხა
- შეასრულო სხვა საბანკო ოპერაციები