Logo
ბლოგი
Time icon

3 წუთი წასაკითხად

ციფრული ბარათი: უპირატესობები, რასაც ვერ დაკარგავ

აღმოაჩინე ციფრული ბარათი - გახსენი ანგარიში დისტანციურად, მართე ფინანსები მარტივად და დარჩი კავშირში საქართველოსთან. ნახე, როგორ გაიმარტივებ საბანკო ოპერაციებს საზღვარგარეთიდან

საზღვარგარეთ ცხოვრება და მუშაობა უამრავ შესაძლებლობასთან ერთად, ხშირად ფინანსურ გამოწვევებთანაც არის დაკავშირებული, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება საქართველოში დარჩენილ ფინანსურ ვალდებულებებს ან ოჯახის წევრებზე ზრუნვას. 

სწორედ ამ გამოწვევების საპასუხოდ შეიქმნა ციფრული ბარათი – თანამედროვე ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც საშუალებას გაძლევს, გახსნა საბანკო ანგარიში და ისარგებლო მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. 

რა არის ციფრული ბარათი?

ციფრული საბანკო ბარათი ფიზიკურად არ არსებობს, მაგრამ აქვს ყველა ის ფუნქცია, რაც პლასტიკურ ბარათს.

თუ შენ საზღვარგარეთ ცხოვრობ და გჭირდება:

  • საქართველოში მოქმედი პირადი ანგარიში
  • საშუალება, მარტივად დააფინანსო ოჯახის წევრები
  • საკუთარი ფინანსების სრული და დამოუკიდებელი მართვა

მაშინ ციფრული ბარათი ზუსტად ის გადაწყვეტაა, რომელსაც ეძებდი.

როგორ მივიღო ციფრული ბარათი?

ანგარიშის გახსნისა და ციფრული ბარათის გააქტიურების პროცესი მაქსიმალურად გამარტივებულია და არ მოითხოვს საქართველოში ჩამოსვლას.

  • მოამზადე დოკუმენტი: პროცესის დასაწყებად დაგჭირდება მხოლოდ შენი პასპორტი ან ID ბარათი, რომლის მონაცემებსაც რეგისტრაციისას გამოიყენებ.
  • გადმოწერე მობილბანკი: App Store-იდან ან Google Play-დან გადმოწერე საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაცია.
  • გაიარე რეგისტრაცია: მიჰყევი ვიდეოინსტრუქციას, რომელიც დეტალურად და მარტივად აგიხსნის ანგარიშის გახსნისა და ბარათის შეკვეთის პროცესს.
  • გამოიყენე მყისიერად: ბარათი აქტიურდება წამებში და მისი გამოყენება გადახდებისთვის დაუყოვნებლივ შეგიძლია.

ვიდეოში კიდევ უფრო მარტივად ნახავ, როგორ შეგიძლია საქართველოს ბანკის ანგარიშის გახსნა დისტანციურად:

როგორ გადავიხადო ციფრული ბარათით?

ციფრული ბარათის მიღების შემდეგ, მარტივად დაამატებ მას მობილურ საფულეში:

  • Google Pay: გადაიხადე ანდროიდის სმარტფონით.
  • Apple Pay: გაააქტიურე Apple Pay პირდაპირ მობილბანკიდან და გამოიყენე iPhone ან Apple Watch გადახდებისთვის.

ციფრული ბარათის მთავარი უპირატესობები

ციფრული ბარათი გაძლევს საშუალებას, მართო საკუთარი ფინანსები დისტანციურად.

  • სრული დამოუკიდებლობა: აღარ ხარ დამოკიდებული ახლობლებზე. თავად შეიტან თანხას საკუთარ ანგარიშზე და განკარგავ სურვილისამებრ.
  • დახმარება ოჯახის წევრებისთვის: მარტივად გადაიხადე კომუნალური გადასახადები, დაფარე შვილის სწავლის საფასური ან უბრალოდ, გადარიცხე და მიიღე თანხა.
  • გლობალური გადარიცხვები: გადაურიცხე თანხა ნებისმიერ ადამიანს როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
  • წვდომა საბანკო პროდუქტებზე: დისტანციურად გახსნილი ანგარიში გაძლევს წვდომას სხვა საბანკო სერვისებზეც.

როგორ გამოვიყენოთ ციფრული ბარათი ყოველდღიურ ცხოვრებაში?

ბარათით შეგიძლია ჩარიცხო გზავნილი საკუთარ ანგარიშზე, გადაურიცხო თანხა სხვებს, გადაიხადო ონლაინ ან POS ტერმინალებში და მართო შენი ფინანსები დისტანციურად.

თანხის შეტანა ანგარიშზე

შენს ანგარიშზე თანხის შეტანა ორი გზით შეგიძლია:

  • საკუთარი თავისთვის გზავნილის გამოგზავნა: გააგზავნე ფულადი გზავნილი საკუთარ თავზე და ჩარიცხე ის პირდაპირ შენს ანგარიშზე მობილბანკის საშუალებით.
  • სხვა პირის მიერ შეტანა: შენს ანგარიშზე თანხის შეტანა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს საქართველოდან.

როგორ გავანაღდო თანხა?

მიუხედავად იმისა, რომ ციფრული ბარათი იდეალურია ონლაინ და უკონტაქტო გადახდებისთვის, ზოგჯერ ნაღდი ფულიც აუცილებელია.

  • საქართველოში ყოფნისას: მიადე შენი სმარტფონი (რომელშიც გააქტიურებული გაქვს Google/Apple Pay) ბანკომატის უკონტაქტო წამკითხველს და გაანაღდე თანხა, როგორც ჩვეულებრივი ბარათით.
  • საზღვარგარეთ ყოფნისას: გამოიყენე მობილბანკი, გააგზავნე გზავნილი საკუთარ სახელზე იმ ქვეყანაში, სადაც იმყოფები და დააკონვერტირე უკეთესი კურსით

ციფრული ბარათის ტარიფები და პირობები

  • მომსახურების ღირებულება: ციფრული ბარათის აღება უფასოა. ანგარიშის, ბარათისა და მობილბანკის მომსახურების ყოველთვიური ღირებულება კი მხოლოდ 3 ლარია. ეს თანხა ავტომატურად ჩამოგეჭრება ანგარიშიდან.
  • ბარათის ვალუტა: ბარათი მულტისავალუტოა. ერთ ანგარიშზე გექნება წვდომა ოთხ ვალუტაზე: ლარი (GEL), აშშ დოლარი (USD), ევრო (EUR) და ბრიტანული ფუნტი (GBP).
  • მოქმედების ვადა: ციფრული ბარათი მოქმედებს 4 წლის განმავლობაში.
  • უსაფრთხოება და PIN კოდი: ბარათს აქვს 4-ციფრიანი პინკოდი, რომელიც SMS-ის სახით მოგივა შენს უცხოურ ნომერზე. მნიშვნელოვანია: შეინახე ეს კოდი, რადგან მისი შეცვლა შეუძლებელია.

ნუ მისცემ მანძილს უფლებას, შეგიქმნას ფინანსური ბარიერები. გადმოწერე მობილბანკი, გახსენი ანგარიში წუთებში და მართე შენი ფინანსები მარტივად, სადაც არ უნდა იყო.

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს