Logo
ბლოგი
Time icon

1 წუთი წასაკითხად

არჩილ გაჩეჩილაძე - საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, კინგსის მასშტაბური საგანმანათლებლო ღონისძიება იწყება

გაიგეთ, როგორ ქმნის საქართველოს ბანკი განათლების ახალ შესაძლებლობებს Kings International-თან ერთად. 700 000+ მოსწავლე უკვე ჩაერთო ოლიმპიადებში.

საქართველოს ბანკი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი რაც Kings International-ის მიერ საქართველოში გამართული ყველაზე მასშტაბური საგანმანათლებლო ღონისძიების გენერალური სპონსორია.

ღონისძიების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი საგნობრივი ოლიმპიადებია, რომელშიც მონაწილეობა უკვე 700 000-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო.

 „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, საქართველოს ბანკის მთავარ ღირებულებას განათლების შესაძლებლობების შექმნა წარმოადგენს. ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ კინგსთან პარტნიორობით, წელსაც ვართ საქართველოში ყველაზე მასშტაბური საგანმანათლებლო ღონისძიების გენერალური სპონსორები. ეს არის შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის, გამოცადონ საკუთარი თავი და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, გაიცნონ ნიჭიერი ახალგაზრდები და ერთად შექმნან უკეთესი მომავალი. საქართველოს ბანკი კი აქტიურად აგრძელებს განათლების შესაძლებლობების შექმნას და კიდევ უფრო მეტი ახალი, საინტერესო ინიციატივის განხორციელებას“

არჩილ გაჩეჩილაძე

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს