Logo
ბლოგი
Time icon

2 წუთი წასაკითხად

არჩილ გაჩეჩილაძე - ზუგდიდში მოსწავლეებისთვის ახალი მულტიფუნქციური სივრცე გავხსენით შემეცნებისა და აღმოჩენებისთვის

საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას აქტიურად განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი არაერთ პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს. ერთ-ერთ გამორჩეულ ინიციატივას კი საქართველოს ბანკის იდეათეკა წარმოადგენს – მულტიფუნქციური სივრცე შემეცნებისა და ახალი აღმოჩენებისთვის.

საქართველოს ბანკის იდეათეკა 7 რეგიონის 17 სკოლაში უკვე ფუნქციონირებს, ახლა კი მათ რიცხვს რიგით მეთვრამეტე იდეათეკა შეემატა, რომელიც ქალაქ ზუგდიდში, აფხაზეთის N 1 საჯარო სკოლაში გაიხსნა.

იდეათეკა საგანმანათლებლო სივრცეა რეგიონის სკოლებში, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებისთვის, განსაკუთრებით კი მაღალმთიან, საზღვრისპირა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში მცხოვრები ბავშვებისთვის განათლების შესაძლებლობის შექმნას.

საქართველოს ბანკის, როგორც სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიის ინიციატივით მეთვრამეტე იდეათეკა გავხსენითფერადი სივრცე ბავშვებისთვის, რომელიც აძლევს მათ მოტივაციას, შეიმეცნონ, ისწავლონ, წიგნებთან გაატარონ თავისუფალი დრო და აღმოაჩინონ უფრო მეტი. ჩვენი გუნდის მთავარი მიზანი, რომელიც იდეათეკის შექმნის საფუძველიც გახდა, მაღალმთიან, საზღვრისპირა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში მცხოვრები მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობის შექმნაა. აფხაზეთის N 1 საჯარო სკოლაში გახსნილი იდეათეკა ამ კონტექსტში კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს, რადგან მასში პედაგოგებისა და მოსწავლეების უმეტესობა იძულებით გადაადგილებული პირები არიან. ჩვენ გვჯერა, რომ განათლება უკეთესი მომავლის საწინდარია, რომელიც ქმნის განვითარებისა და წინსვლის კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას. ამიტომ არ ვჩერდებით და აქტიურად ვაგრძელებთ განათლების მხარდამჭერი პროექტების განხორციელებას“, – აღნიშნავს არჩილ გაჩეჩილაძე, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი.

აღსანიშნავია, რომ ზუგდიდში გახსნილი იდეათეკა 300-ზე მეტ მოსწავლეს მისცემს წვდომას მრავალფეროვან ბიბლიოთეკაზე, სხვადასხვა საგანმანათლებლო რესურსსა და ინვენტარზე, მათ შორის კომპიუტერებსა და პროექტორზე.

ამასთან, იდეათეკაში, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართ მოსწავლეებში ინტერესის გასაღრმავებლად, შექმნილია STEM კუთხე. აღნიშნული სივრცე მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, გაეცნონ პროგრამირებისა და რობოტიკის საფუძვლებს, შეიმეცნონ მეტი STEM (მათემატიკის, ინჟინერიის, ტექნოლოგიებისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების) მიმართულებით და მიიღონ საბაზისო ცოდნა.

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს