Logo
ბლოგი
Time icon

1 წუთი წასაკითხად

მნიშვნელოვანი ცვლილება: არასრულწლოვნის ქონება და კანონი

სექტემბრიდან სამოქალაქო კოდექსში ცვლილებებია. გაიგეთ, როდის არის საჭირო სასამართლოს თანხმობა არასრულწლოვნის ქონების განკარგვისას. საბავშვო ანაბრებს ცვლილება არ ეხება.

1 სექტემბრიდან სამოქალაქო კოდექსში შესული ცვლილებების ამოქმედების შედეგად სასამართლოს თანხმობის გარეშე, ვერ განხორციელდება:
  • არასრულწლოვანის საკუთრებაში არსებული 1000 ლარზე მეტი ღირებულების მოძრავი ქონების ბანკის სასარგებლოდ უზრუნველყოფის საგნად გამოყენება (დაგირავება;
  • არასრულწლოვანის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ბანკის სასარგებლოდ უზრუნველყოფის საგნად გამოყენება;
სამოქალაქო კოდექსში შესული ცვლილება არ ვრცელდება საბავშვო ანაბრებზე. შესაბამისად, არასრულწლოვანის კანონიერი წარმომადგენლები შეძლებენ:
  • საბავშვო ანაბრის დარღვევასა და თანხის გატანას;
  • საბავშვო ანაბრით უზრუნველყოფილი სესხის აღებას;
  • საბავშვო ანაბრის კონვერტაციას.

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს