Logo
ბლოგი
Time icon

1 წუთი წასაკითხად

მოსწავლეთა კიბერსპორტის ოლიმპიადა: ვინ გახდება ჩემპიონი?

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, თბილისის სასკოლო კიბერსპორტის ოლიმპიადა იწყება! გაიგეთ, როგორ ჩაერთოთ Dota 2-ისა და League of Legends-ის ჩემპიონატში და მოიპოვოთ პრიზები.

1-ლ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით სტარტს იღებს თბილისის სასკოლო ოლიმპიადა. 
ჩემპიონატი საქართველოს მოსწავლეთა თვითმმართველობების გაერთიანებისა და საქართველოს კომპიუტერული სპორტის ფედერაციის მიერაა ორგანიზებული და ტარდება როგორც გუნდური (5X5-ზე, ასევე ინდივიდუალური ორთაბრძოლებით (1X1 -ზე; 
გამარჯვებულები გამოვლინდებიან 2 კიბერსპორტულ სახეობაში − Dota 2-სა და League of Legends-ში და მათ გადაეცემათ თასები, სიგელები და ფასიანი საჩუქრები.
 
მონაწილეობის მიღება შეგიძლიათ ყველას, თუ ხართ თბილისში არსებული საჯარო სკოლის მოსწავლე, საკუთარი სკოლის სახელით აპირებთ მონაწილეობას და რეგისტრაციას გაივლით 25 მაისის  ჩათვლით ამ ბმულებზე:
 
გუნდური ჩემპიონატი (5X5-ზე:
 
ინდივიდუალური ჩემპიონატი (1X1-ზე:

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს