Logo
ბლოგი
Time icon

1 წუთი წასაკითხად

არჩილ გაჩეჩილაძე - მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსს 2500-ზე მეტი მონაწილე ჰყავს

გაიგეთ, რამდენი მასწავლებელი ჩაერთო საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსში. ვის ელის ფინალური ეტაპი და როდის გამოვლინდება გამარჯვებული?

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, გამორჩეული მასწავლებლების გამოვლენისა და მათი დაფასებისთვის, მასწავლებლის ეროვნული ჯილდო კონკურსს ახორციელებს. კონკურსის ფარგლებში, განაცხადების მიღება დასრულდა – წელს ჯილდოზე განაცხადი 142-მა მასწავლებელმა შეავსო, ხოლო ნომინირება 2455 მასწავლებელს გაუწიეს.

კონკურსის ფარგლებში, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ჰქონდა შესაძლებლობა, ნომინირება გაეწია სასურველი მასწავლებლისთვის ან თავად შეევსო განაცხადი. კონკურსის მისაღები ეტაპი უკვე დასრულდა, ივნისის ბოლოს კი მასწავლებელთა ათეული გამოვლინდება. ფინალურ ტურში 5 მასწავლებელი გადავა. 5 ოქტომბერს , მასწავლებლის მსოფლიო დღეს კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდება.

გამარჯვებულს 19 წევრისგან დაკომპლექტებული ჟიური გამოავლენს.

“მასწავლებლის ეროვნული ჯილდო გლობალური კამპანიის ნაწილია, რომელიც მასწავლებლის, როგორც პროფესიის, პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. ის ასევე იძლევა  წარმატებული პედაგოგების გამოვლენისა და საზოგადოებისთვის მათი წარდგენის ძალიან კარგ შესაძლებლობას.  2024 წელს საქართველოს ბანკი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მთავარი მხარდამჭერი გახდა, რადგან  გვჯერა, რომ ამ ჯილდოთი ბევრ პედაგოგს მივცემთ შესაძლებლობას, წარმოაჩინოს საკუთარი თავი, ხელს შევუწყობთ პედაგოგის, როგორც პროფესიის  დაფასებას, რადგან სწორედ მასწავლებლებს შეაქვთ უდიდესი წვლილი  ხალგაზრდა თაობის განათლებაში, ღირებულებების ჩამოყალიბებასა და ქვეყნის უკეთესი მომავლის შექმნაში,“- აღნიშნა არჩილ გაჩეჩილაძემ, საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა.

ინფორმაციისთვის, მასწავლებლის ეროვნული ჯილდო საქართველოში 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. ინიციატივა გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“-ის ნაწილია, რომლის მიზანიც მასწავლებლების პროფესიის პოპულარიზაციაა. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მხარდამჭერები არიან: გენერალური სპონსორი – გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი; მთავარი მხარდამჭერი – საქართველოს ბანკი.

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს