Logo
ბლოგი
Time icon

2 წუთი წასაკითხად

არჩილ გაჩეჩილაძე - ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამა არის კარგი შესაძლებლობა ნიჭიერი და მოტივირებული ახალგაზრდებისთვის, განათლება ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში მიიღონ

შეიტყვეთ, როგორ შეგიძლიათ მიიღოთ მაღალი ხარისხის განათლება აშშ-ში საქართველოს ბანკისა და ფულბრაიტის პროგრამის მხარდაჭერით. აღმოაჩინეთ გზა წარმატებისკენ.

ინიციატივის ფარგლებში, ნებისმიერ მოტივირებულ, ნიჭიერ და აქტიურ ახალგაზრდას, რომელმაც ბაკალავრის საფეხურზე სწავლა დაასრულა, აქვს შესაძლებლობა, შეავსოს განაცხადი, გაიმარჯვოს და გაემგზავროს ამერიკაში მსოფლიოში აღიარებულ უნივერსიტეტებში სამაგისტრო პროგრამაზე სასწავლებლად.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს პროგრამისა და განაცხადის შევსების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება ამერიკის საელჩოს ოფიციალურ ვებგვერდზე შეუძლიათ.

“საქართველოს ბანკი, როგორც ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტი, აქტიურად აგრძელებს განათლების მხარდაჭერას და ახალგაზრდებისთვის განვითარების ახალი შესაძლებლობების შექმნას. სწორედ ამ მიზნით, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან პარტნიორობით, 2014 წლიდან ვახორციელებთ Fulbright-ის სამაგისტრო პროგრამის მხარდაჭერას, რომლის ფარგლებშიც, ქართველ სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ ხარისხიანი განათლება ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში, აღმოაჩინონ საკუთარ თავში ახალი უნარები და განვითარდნენ. ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, უკვე რვა ქართველი სტუდენტი გაემგზავრა ამერიკაში სასწავლებლად მომავლის პროფესიების, ბიზნესის ადმინისტრირების და STEM (მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია და მათემატიკა) მიმართულებით. პროგრამის მიმართ დაინტერესება მუდმივად იზრდება, რაც გვაძლევს მოტივაციას, არ გავჩერდეთ და აქტიურად გავაგრძელოთ ახალი ინიციატივების განხორციელება, რომელიც ხელს შეუწყობს სტუდენტებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას”, — აღნიშნავს საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი, არჩილ გაჩეჩილაძე.

ინფორმაციისთვის, ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამა ღია კონკურსია, რომელსაც ადმინისტრირებას აშშ-ს საელჩო უწევს. ფულბრაიტის სტიპენდია წარმოადგენს აშშ-ს მთავრობის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ პროგრამას მთელს მსოფლიოში. პროგრამის მიზანია უმაღლესი ხარისხის განათლების შეთავაზება მათთვის, ვისაც სწავლა აშშ-ში სასურველ უნივერსიტეტსა და სპეციალობაზე, მათ შორის, ბიზნესის ადმინისტრირებაზე, სურს. პროგრამის კურსდამთავრებულებს შორის არიან ნობელის პრემიის ლაურეატები, სახელმწიფოთა ლიდერები და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს.

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კერძო ფინანსური ინსტიტუტი, ახალგაზრდებს განათლების და განვითარების შესაძლებლობას აძლევს, სწორედ ამ მიზნით, ორგანიზაცია 35-ზე მეტი მსხვილი საგანმანათლებლო პროექტის მხარდამჭერია. საქართველოს ბანკის ინიციატივებში ჩართული მოსწავლეების, სტუდენტების და ახალგაზრდების რაოდენობა კი 100 000-ს აჭარბებს.

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს