ღონისძიება TBSC Consulting-ისა და საქართველოს ბანკის ურთიერთთანამშრომლობით და აშშ-ის საელჩოს თანადაფინანსებით ხორციელდება. ღონისძიების მიზანია ხელი შეუწყოს სტუდენტებში კრიტიკული აზროვნების და გადაწყვეტილებების მიღების უნარის განვითარებას, რაც რეალურ ბიზნესქეისებზე მუშაობის შედეგად მიიღწევა.
შეჯიბრება სამ ეტაპად გაიმართება და გუნდები იბრძოლებთ თქვენი უნივერსიტეტების სახელით. თითოეულ ეტაპზე ჰარვარდის ბიზნესქეისზე იმუშავებთ, შედეგებს კი საქართველოში მაღალი რანგის მენეჯერებს წარუდგენთ, რომლებიც სამ გამარჯვებულ გუნდს ფინალურ ღონისძიებაზე გამოავლენენ.
ღია რეგისტრაციისას შემოსული თითოეული აპლიკანტი/გუნდი, 20 ან 21 ნოემბერს მიიღებს ჰარვარდის ქეისს და მასზე სამუშაო ინსტრუქციას. თითოეულ გუნდს ექნება 2 დღე ქეისში წამოჭრილ პრობლემებზე გადაწყვეტის გზების მოსაფიქრებლად და რეკომენდაციების შესამუშავებლად.
22 და 24 ნოემბერს, თითოეული გუნდი წარადგენს პრეზენტაციას ჟიურის წინაზე, ონლაინ ფორმატში. პრეზენტაციების შედეგად, გამოვლინდება მაქსიმუმ 4 გუნდი, რომლებიც პარტნიორი უნივერსიტეტების მიერ შერჩეულ 8 გუნდთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ შეჯიბრების პირველ რაუნდში.
კონკურსში მაქსიმალური მონაწილე გუნდების რაოდენობაა 12, რომლებიც გაივლიან სამუშაო ტიპის შეხვედრას უშუალოდ ქეისის მიღებამდე.
პირველი რაუნდი: 27 ნოემბერი – 7 დეკემბერი, 2021 (10 დღე ქეისზე სამუშაოდ.
მეორე რაუნდი: 9 -20 დეკემბერი (10 დღე ქეისზე სამუშაოდ.
რას მიიღებ გამარჯვების შემთხვევაში?
ძალიან საინტერესო გამოცდილებას როგორც ბიზნესის, ისე ამ სფეროში მნიშვნელოვანი ადამიანების გაცნობის თვალსაზრისით. მეტიც, კონკურსის ფარგლებში ასევე გამოყოფილია ფინანსური ჯილდო 20 000-ლარიანი საპრიზო ფონდიდან, რომელიც შემდეგნაირად გადანაწილდება: