Logo
ბლოგი
Time icon

1 წუთი წასაკითხად

როგორ უზრუნველყოფს საქართველოს ბანკი თსუ-ს ონლაინ სწავლას?

საქართველოს ბანკისა და თსუ-ს თანამშრომლობით, ზუმის ლიცენზია უზრუნველყოფს სტუდენტებისთვის შეუჩერებელ, მაღალი ხარისხის დისტანციურ სწავლებას ახალ რეალობაში. გაიგე მეტი ციფრულ ტრანსფორმაციაზე.

საქართველოს ბანკმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ფაგრლებში Zoom Education-ის ლიცენზია შეიძინა, რაც შესაძლებლობას მისცემს მას, არ შეაჩეროს აქტიური სასწავლო პროცესი და ყველა ლექცია თუ სემინარი ზუმში ჩაატაროს შეუფერხებლად.
 
თავის მხრივ კი, სტუდენტები დისტაციურად დაესწრებიან ლექციებს და მიიღებენ ისეთივე მაღალი ხარისხის განათლებას, როგორსაც მათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სთავაზობს უკვე საუკუნეზე მეტია.
 
განათლების ხელშეწყობა საქართველოს ბანკისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ახალი რეალობის გათვალისწინებით ციფრული ტრანსფორმაციის მხარდამჭერები ვართ და მივიღეთ მონაწილეობა პროცესში, რაც მომავალ თაობას სასიკეთო შედეგს მოუტანს.

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს