განათლება არის ძალა, რომელიც ქმნის ქვეყნის პროგრესულ მომავალს. სწორედ ამიტომ წლებია, საქართველოს ბანკი ქმნის მრავალფეროვან საგანმანათლებლო შესაძლებლობებს ახალგაზრდებისთვის, რომლებიც არ ჩერდებიან და მუდმივად ეძებენ განვითარების გზას. პარტნიორ უნივერსიტეტებთან თანამშრომლებით, სტუდენტებს პირველივე კურსიდან აქვთ შესაძლებლობა, ჩაერთონ საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამაში და მიიღონ 100%-იანი ან ნაწილობრივი დაფინანსება. პროექტი 2023 წლიდან დაიწყო და უკვე 350-ზე მეტი სტიპენდიატი ჰყავს.
წლევანდელი კონკურსის ერთ-ერთმა სტიპენდიატმა, დავით ეგოიანმა, გაგვიზიარა საკუთარი ისტორია, შთაბეჭდილებები და რჩევები.
დავითი მონაცემთა მეცნიერებისა და ხელოვნური ინტელექტის პირველი კურსის სტუდენტია საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში. თანამედროვე სამყაროში ყველა მოთხოვნადი და ინოვაციური პროფესია ბავშვობიდან აინტერესებდა:
„ეს მიმართულება ავირჩიე, რადგან პატარა ასაკიდანვე დავინტერესდი პროგრამირებით და მივხვდი, რომ ეს იყო ის საქმე, რომლის კეთებაც არასოდეს მომბეზრდებოდა. სამომავლოდ მინდა, რომ სწავლა საზღვარგარეთ გავაგრძელო, და პროფესიონალურად შევისწავლო მონაცემთა მეცნიერება. მაქვს ამბიცია, საუკეთესო ვიყო ჩემს სფეროში. იმასაც ვიაზრებ, რომ ამისთვის ბევრი შრომა, სწავლა და ძიება დამჭირდება. მგონია, რომ წინ კიდევ ბევრი შესაძლებლობა და თავგადასავლი მელის”.
დავითი მომავალ კონკურსანტებს ურჩევს, რომ იყვნენ თავდაჯერებულები და აუცილებლად სცადონ კონკურსში მონაწილეობა, საკუთარი თავის რწმენისა და გულწრფელობის გარეშე წინსვლა შეუძლებელია:
„საქართველოს ბანკის სტიპენდიის მომავალ მონაწილეებს ვურჩევდი, დაფიქრდნენ, რისი კეთება მოსწონთ, რა გამოსდით ყველაზე უკეთ და გულწრფელად მიიტანონ სათქმელი ჟიურის წევრებამდე. შეიძლება, პირველ ცდაზე არ გამოვიდეს, მაგრამ წინ მთელი ცხოვრებაა, მცდელობა, ძიება და შრომა ბოლოს აუცილებლად მოიტანს წარმატებას”.
საქართველოს ბანკი მომავალშიც განაგრძობს საგანამანათლებლო შესაძლებლობების შექმნას პერსპექტიული ახალგაზრდებისთვის. თუ შენც არ ჩერდები და მუდმივად ფიქრობ განვითარებაზე, ცოდნასა და ხარისხიან განათლებაზე, გაეცანი საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამებს, გამოსცადე საკუთარი თავი და დაიფინანსე სწავლა საქართველოს ან უცხოეთის წამყვან უნივერსიტეტებში. აუცილებლად იპოვი შენი ინტერესებისა და უნარების შესაბამის პროგრამას. დეტალურ ინფორმაცის სტიპენდიების შესახებ ამ გვერდზე იპოვი.