Logo
ბლოგი
Time icon

2 წუთი წასაკითხად

STEM სკოლა: როგორ ვსწავლობთ შემოქმედებით აზროვნებას? | ნიკოლოზ აპლაკოვი

გაიგე, როგორ უვითარდება ნიკოლოზ აპლაკოვს შემოქმედებითი აზროვნება STEM სკოლაში. აღმოაჩინე საქართველოს ბანკის სტიპენდიისა და ინოვაციური სწავლის უპირატესობები.

STEM სკოლა ყველაზე ინოვაციური პროექტია, რომელიც საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ერთობლივი ძალისხმევით შეიქმნა ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პოპულარიზაციის მიზნით. ეს არის სივრცე ტექნოლოგიებით დაინტერესებული ცნობისმოყვარე მოსწავლეებისთვის, რომლებიც მომავალში თავად გახდებიან ინოვატორები

STEM სკოლაში მოსახვედრად საჭიროა მისაღები გამოცდის ჩაბარება, გამოცდაში ყველაზე წარმატებულ მოსწავლეებს კი შესაძლებლობა აქვთ გახდნენ საქართველოს ბანკის სტიპენდიატები და სწავლა სრულად ან ნაწილობრივ დაუფინანსდეთ.

მე-9 კლასელი ნიკოლოზ აპლაკოვი თბილისის 47-ე საჯარო სკოლიდან ერთ-ერთი სტიპენდიატია. უყვარს ტექნოლოგიები, პროგრამირება, ფიზიკა, მათემატიკა და ბიოლოგია, ამიტომ თავიდანვე დაინტერესდა STEM სკოლით და, როგორც ამბობს, გამოცდის ჩაბარებაც არ გასჭირვებია:

ჩვეულებრივ სკოლასთან შედარებით აქ ყველა საკითხს პრაქტიკული გამოცდილებით ვსწავლობთ. ტექნოლოგიების შესახებ ძალიან ბევრი მინდა გავიგო, ყველაზე მეტად მომწონს, როდესაც ძნელი ამოცანის ამოხსნისას სწორ პასუხს ვპოულობ. ფიზიკაში კი ყველაზე მეტად გალაქტიკების შესწავლა მაინტერესებს. STEM სკოლაში შემოქმედებითად აზროვნებას ვეჩვევით,  მასწავლებლების დახმარებით ვცდილობთ, რომ ყოველი ამოცანა სხვადასხვა გზით ამოვხსნათ. განვლილ მასალაში ჩემთვის ყველაზე საინტერესო სხვადასხვა სახის წრედების აგება იყო. ძალიან მომეწონა მოძრაობის სენსორი და მისი მუშაობის პრინციპის შესწავლა

STEM სკოლის სასწავლო პროგრამა უნიკალურია და არცერთ სასწავლო საგანს არ ჰგავს. მოსწავლეებს საშუალება აქვთ შეიმეცნონ მიკროკონტროლერების მუშაობის პრინციპი. შექმნან და მართონ ჭკვიანი მოწყობილობები, რომლის შესასწავლადაც სპეციალურ ონლაინპლატფორმას, Tinkercad-ს, იყენებენ. მეორე მოდული მთლიანად პრაქტიკას ეთმობა, რაც მოსწავლეებისთვის ყველაზე სახალისო და დატვირთულია ხოლმე.

ნიკოლოზი გვიზიარებს, რომ სამომავლოდ ტექნოლოგიების მაღალ დონეზე შესწავლას და ახალი მოწყობილობების შექმნას აპირებს. STEM-ით დაინტერესებულ თანატოლებს კი ურჩევს, მათემატიკა კარგად ისწავლონ:

მათემატიკური აზროვნება ყველაზე მეტად უწყობს ხელს STEM პროგრამების სწავლას. თუ რთული ამოცანების დაფიქრებულად გადაჭრა შეგიძლია, მარტივად აუღებ ალღოს ინჟინერიის საკითხებსაც. ვისაც თავსატეხების ამოხსნა სიამოვნებს, ვფიქრობ, აუცილებლად მოეწონება STEM სკოლის გაკვეთილები და კიდევ უფრო შეუყვარდება მეცნიერებები

STEM სკოლა მომავალზე ზრუნვისთვის შექმნილი პროექტია. მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ, რეალურად გაიაზრონ, როგორ მუშაობს სამყარო – ჩაატარონ ექსპერიმენტები, იმუშაონ იდეებზე, დასვან კითხვები და თავად მოიძიონ პასუხები. აქ იძენენ უნარებს, რომლებითაც ინოვაციების შექმნასა და სხვების ცხოვრების გაუმჯობესებას შეძლებენ.

თუ შენც ნიკოლოზივით მოგწონს მეცნიერებები, აუცილებლად შემოუერთდი STEM სკოლის შემდეგ ნაკადს, მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია და არასოდეს გაჩერდე შემეცნების გზაზე.

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს