Logo
ბლოგი
Time icon

2 წუთი წასაკითხად

ჟინის წარმატება გარდაუვალია: გაიცანი Chevening-ის სტიპენდიატი, ლუკა ხუნდაძე

საქართველოს ბანკის პარტნიორობით, ლუკა ხუნდაძე Chevening-ის სტიპენდიანტი გახდა. აღმოაჩინე მისი წარმატების საიდუმლო, გაეცანი რჩევებს და შენც შეცვალე მომავალი.

მიზანდასახული და მონდომებული ახალგაზრდების განათლებაზე ზრუნვა საქართველოს ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი 2013 წლიდან Chevening-ის პროგრამის პარტნიორია და ყოველწლიურად ასახელებს სტიპენდიატს, რომელიც დიდ ბრიტანეთში სასურველ სამაგისტრო პროგრამაზე სრული დაფინანსებით ისწავლის.

წელს Chevening-ის ერთ-ერთი სტიპენდიატი და საქართველოს ბანკის რჩეული ლუკა ხუნდაძე გახდა. ლუკა მეწარმეობისა და ინოვაციების ერთწლიან სამაგისტრო კურსს ლონდონში, ბირბეკის უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით გაივლის. ლონდონში ცხოვრებისთვის ყველა საჭირო ხარჯს კი საქართველოს ბანკი დაფარავს. ლუკამ საკუთარი გამოცდილება, სამომავლო გეგმები და რჩევები გაგვიზიარა.

ლუკა სარეკლამო სააგენტო Quick-ის თანადამფუძნებელია. როგორც თავად გვიყვება, Chevening-ის კონკურსანტობა რაღაც კუთხით ამ სფეროში მუშაობას ჰგავს:

ჩემი საქმიანობა მეწარმეობასა და მარკეტინგთან ერთდროულად მაკავშირებს. ორივე სფეროში წარმატება ძალისხმევაზე, ჟინზე, სიჯიუტეზეა დამოკიდებული, მაგრამ რჩება რაღაც ნაწილი, რომელშიც უნდა გაგიმართლოს. Chevening-ის კონკურსიც კრეატიულ ინდუსტრიას ჰგავს, აქაც წარმატების დიდი წილი დისციპლინაზეა დამოკიდებული, რამდენ დროს დაუთმობ ესეს გადაწერას, ინტერვიუს მოდელირებას. თუმცა რამდენჯერაც უნდა გაიმეორო ეს ყველაფერი, მაინც რჩება რაღაც ნაწილი, სადაც უნდა გაგიმართლოს

შეუპოვარი შრომის მიუხედავად, ლუკა თავდაპირველად სტიპენდიატების რეზერვში მოხვდა. ეს იყო მომენტი, როცა გული ყველაზე მეტად დაწყდა, თუმცა იმედგაცრუება მარტივად მიიღო, რადგან იცოდა, რომ ყველაფერი სწორად გააკეთა.

რეზერვში რომ მოვხვდი, გული დამწყდა, თუმცა მარტივად მივიღე, რადგან ვიცოდი, რომ ყველაფერი სწორად გავაკეთე და მომავალში აუცილებლად ვცდიდი კიდევ. იმედგაცრუების მერე რომ გავიგე, რეზერვიდან გამარჯვებულთა სიაში გადავინაცვლე, სულ სხვანაირად ამაღელვებელი შეგრძნება მქონდა

ჩივნინგის ერთ-ერთი თემა სამომავლო გეგმების შესახებაა. ამიტომ ყველა აპლიკანტს აქვს ხედვა, როგორ გამოიყენებს მიღებულ გამოცდილებას საკუთარ ქვეყანაში. ლუკას სურს, ბრიტანული სტანდარტები ქართულ ბაზარზე დაამკვიდროს და მარკეტინგული და სტარტაპ ეკოსისტემების განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს.

Chevening-ის მომავალ კონკურსანტებს ლუკამ საინტერესო რჩევებიც გაუზიარა:

ყველას ვურჩევდი, მაქსიმალურად გამოიყენონ ციფრული პლატფორმები, უყურონ სტიპენდიატების ვიდეოებს YouTube-ზე, სადაც საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებენ. Chevening-ის მიზანია, იპოვოს ადამიანები, რომლებიც განვითარებად ქვეყნებში სხვადასხვა ინდუსტრიის განვითარებაში შეიტანენ წვლილს. დრო და სიტყვების რაოდენობა კი შეზღუდულია, ამიტომ სულ 1200 სწორი და საჭირო სიტყვა უნდა იპოვო და ისე მოჰყვე ამბავს. პროცესი რთულია, მაგრამ საინტერესო. აუცილებლად ყველამ უნდა სცადოს ბედი, ვისაც საკუთარი ცოდნითა და გამოცდილებით ქვეყნისთვის უკეთესი მომავლის შექმნა სურს.

ირწმუნე საკუთარი თავის

Chevening-ი მომავალ ლიდერებს ეძებს, შეუჩერებლებსა და მიზანდასახულებს. თუ შენც გიფიქრია, რომ სხვების ცხოვრების გაუმჯობესება შეგიძლია და გინდა, უკეთესი ცოდნა და გამოცდილება დააგროვო, აუცილებლად გადადი ბმულზე და შეავსე აპლიკაცია 7 ოქტომბრის ჩათვლით. პროცესი რომ გაგიმარტივდეს, გაეცანი ბლოგს სტიპენდიაზე ხშირად დასმული კითხვების შესახებ.

მთავარია, იყო ამბიციური და არ გეშინოდეს მარცხის. გახსოვდეს, რომ ჟინმა განათლების გზაზე გაჩერება არ იცის და ყოველთვის იმარჯვებს ის, ვინც არ ჩერდება.

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს