2 წუთი წასაკითხად
Buena Vista All Stars და Oscar and the Wolf თბილისში | -20% SOLO-სგან
Buena Vista All Stars-ის კუბური ლეგენდა და Oscar and the Wolf-ის ელექტრონული საუნდი თბილისში! შეიტყვეთ SOLO-ს ექსკლუზიური 20%-იანი ფასდაკლების შესახებ. არ გამოტოვოთ!
23 სექ. 2025
2 წუთი წასაკითხად
შემოდგომის თბილისის საღამოებს კარგი მუსიკის მოსმენაზე მეტად არაფერი უხდება. წელს კი, SOLO-სა და Mastercard-ის მხარდაჭერით, თბილისს ორი, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული, მაგრამ ერთნაირად დიდი მუსიკალური სამყარო სტუმრობს.
ეს არის ორნაწილიანი მუსიკალური მოგზაურობა:
- 28 სექტემბერს, Factory Tbilisi-ში, კუბის ოქროს ხანის ლეგენდას Buena Vista გააცოცხლებს.
- 10 ოქტომბერს, Republic Event Hall-ში კი, თანამედროვე სცენის ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი არტისტი, Oscar and the Wolf დაუკრავს.
Buena Vista: ლეგენდა, რომელიც გრძელდება
სახელი “Buena Vista Social Club” ოდესღაც ჰავანის ძველ, დახურულ კლუბს ეკუთვნოდა, რომელიც არტისტების თავშეყრის ადგილი იყო. თუმცა, 1996 წელს ეს სახელი ხელახლა დაიბადა, როცა ამერიკელმა პროდიუსერმა რაი კუდერმა და ნიკ გოლდმა გადაწყვიტეს, დავიწყებული კუბელი მუსიკოსები ერთად შეეკრიბათ.
70-80 წლის გენიოსები ჰავანის ლეგენდარულ EGREM სტუდიაში შეიკრიბნენ. წარმოუდგენელია, მაგრამ ალბომი, რომელმაც 8 მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაყიდა და ისტორიაში ყველაზე გაყიდვად კუბურ ალბომად იქცა, სულ რაღაც 6 დღეში ჩაიწერა. მუსიკა, რომელიც სონის, დანსონისა და ბოლეროს რომანტიკულ და საცეკვაო რიტმებს აერთიანებდა, მათი მშობლიური ენა იყო.
ამ დაუჯერებელმა ისტორიამ იმდენად მოხიბლა რეჟისორი ვიმ ვენდერსი, რომ 1999 წელს ამავე სახელწოდების ფილმი „Buena Vista Social Club“ გადაიღო, რომელმაც ოსკარის ნომინაციაც დაიმსახურა.
დღეს ამ უდიდეს მუსიკალურ მემკვიდრეობას სცენაზე Buena Vista All Stars აგრძელებს – ბენდი, რომელშიც ორიგინალური პროექტის წევრები ახალ თაობასთან ერთად უკრავენ.
Oscar and the Wolf: მელანქოლია, რომელიც გაცეკვებს
კუბური მზის ჩასვლიდან რამდენიმე კვირაში თბილისის ღამე სრულიად სხვა ენერგიით აინთება. Oscar and the Wolf – ეს ბელგიელი მუსიკოსის, მაქს კოლომბის პროექტია, რომელიც 2010 წელს დაიწყო და მალევე იქცა ევროპულ სენსაციად.
მისი მუსიკალური სამყარო R&B-ის, სინთპოპისა და ელექტრონული მუსიკის შთაგონებით შეიქმნა. ეს არის საუნდი, რომელიც თითქოს ღამის ქალაქში მანქანით ხეტიალისთვის დაიწერა, ერთდროულად ბნელი და მელანქოლიურია, მაგრამ ამავდროულად გაიძულებს, იმოძრაო.
შემთხვევითი არაა, რომ მისი თითქმის ყველა შოუ მსოფლიოს გარშემო Sold Out-ით სრულდება და ის ისეთი მასშტაბური ფესტივალის ჰედლაინერი იყო, როგორიც Tomorrowland-ია. 2016 წელს მან ბელგიის მუსიკალურ დაჯილდოებაზე მთავარი ჯილდოც აიღო. მისი დახვეწილი და გამორჩეული სტილი შთაგონების წყარო გამხდარა მოდის სახლებისთვისაც: Dior და Dries Van Noten.
ყველაფერი, რაც კონცერტებზე დასასწრებად უნდა იცოდე:
- ვინ არიან ორგანიზატორები?
კონცერტები იმართება SOLO-სა და Mastercard-ის მხარდაჭერით. - სად და როდის ტარდება?
- Buena Vista All Stars – 28 სექტემბერი, 20:00, Factory Tbilisi.
- Oscar and the Wolf – 10 ოქტომბერი, 22:30, Republic Event Hall.
- როგორ მივიღო ფასდაკლება?
SOLO Mastercard World Elite ბარათით ბილეთების შეძენისას, თქვენთვის 20%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს. - სად ვიყიდო ბილეთები?
ორივე კონცერტის ბილეთების შეძენა შეგიძლიათ TKT.GE-ზე.
Oscar and the Wolf ბილეთები
Buena Vista All Stars ბილეთები