ახალ წლამდე სულ ცოტა დრო რჩება, მაღაზიებში შოპინგსა თუ მარკეტებიდან პროდუქტების შეძენას კი ბევრი ჩვენგანი სწორედ დარჩენილ დღეებში გეგმავს. საყიდლებისა და საჩუქრების გრძელ სიაზე ღელვა ნამდვილად არ ღირს, რადგან წინასაახალწლო დღეებში საქართველოს ბანკის მომხმარებლებს განსაკუთრებული შეთავაზებები ელოდებათ. ახალ წლამდე დარჩენილ დღეებში თუ საქართველოს ბანკის ბარათით გადაიხდი, ფასდაკლებებით, ქეშბექებითა და განსაკუთრებული შეთავაზებებით ისარგებლებ. ამ ბლოგში კი მოგიყვებით, ზუსტად რას სთავაზობს წინასაახალწლოდ საქართველოს ბანკი სხვადასხვა ბარათის მფლობელებს.
AmEx ბარათისმფლობელებს საახალწლო შოპინგისას დამატებითი MR ქულების დაგროვება შეუძლიათ. 31 დეკემბრის ჩათვლით, შოპინგის კატეგორიიდან სასურველ ნივთებს თუ AMEX ბარათით შეიძენ, 10-ჯერ მეტი MR ქულა (მაქსიმუმ 300 ლარის ოდენობის) დაგერიცხება. MR ქულები კი ნებისმიერ დროს სასურველ ნივთებსა და სერვისებში შეგიძლია გადაცვალო.
AmEx ბარათის მფლობელებისთვის შეთავაზებები ამით არ სრულდება. მხოლოდ 29 დეკემბერს კენარის მაღაზიებში AMEX ბარათით გადახდისას ღირებულების 40% MR ქულები (მაქსიმუმ 100 ლარის ოდენობის) უკან დაგიბრუნდება. ასე რომ, წინასაახალწლოდ გამორჩეულ ოპტიკურ მაღაზიაში შეგიძლია იშოპინგო და დამატებით MR ქულებიც დააგროვო. შეთავაზება მხოლოდ ფიზიკურ მაღაზიებში მოქმედებს, MR ქულები კი მაქსიმუმ 5 სამუშაო დღეში დაგიბრუნდება.
PLUS ქულებითგადახდისას 2023 წლის ბოლო დღეებში განსაკუთრებული პირობებით ისარგებლებ. 29-30 დეკემბერს ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, თავის მოვლის, აქსესუარებისა და ტექნიკის მაღაზიებში სასურველ ნივთებს თუ PLUS ქულებით შეიძენ, 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებ. ჩამოთვლილ კატეგორიებზე ფასდაკლება ვრცელდება როგორც ფიზიკურ მაღაზიებში, ასევე ონლაინ შოპინგის შემთხვევაშიც.
გარდა ამისა, 29-31 დეკემბერს ყველა მარკეტში PLUS ბარათით მინიმუმ 50 ლარის შენაძენზე 10-ჯერ მეტი PLUS ქულა დაგერიცხება. ასე რომ, თუ მთელი წლის განმავლობაში PLUS ქულებს აგროვებდი, მათ გადასაცვლელად ახლა იდეალური დროა!
Students Card-ისმფლობელებს საახალწლო შოპინგი მრავალფეროვანი შეთავაზებების მიხედვით შეუძლიათ დაგეგმონ. კონკრეტულ დღეებსა და მაღაზიებში Students Card-ის მფლობელებს სხვადასხვა ქეშბექები ელით, რისთვისაც აუცილებელია Students Card-ით საქართველოს ბანკის ტერმინალზე გადაიხადო. შეთავაზებებს კი სიის სახით გთავაზობთ:
ოთხშაბათი
27-დეკ
Giordano
50% ქეშბექი (მაქსიმუმ 100 ლარი)
ხუთშაბათი
28-დეკ
Ollivanders Trio
50% ქეშბექი (მაქსიმუმ 100 ლარი)
პარასკევი
29-დეკ
Altersocks
50% ქეშბექი (მაქსიმუმ 100 ლარი)
შაბათი
30-დეკ
Miniso
40% ქეშბექი (მაქსიმუმ 100 ლარი)
sCool Card-ისმფლობელებს წინასაახალწლო კვირაში შეთავაზებებით ყოველდღიურად სხვადასხვა მაღაზიაში შეუძლიათ ისარგებლონ. მთავარი მოთხოვნა ისაა, რომ sCool Card-ის მფლობელმა ყველა შეთავაზება sCoolApp-ში უნდა გააქტიუროს და sCool Card-ით საქართველოს ბანკის ტერმინალზე გადაიხადოს. შეთავაზებების სია კი ასეთია:
Secret Santa-ს საჩუქრის არჩევა რთულია? აღმოაჩინე იდეები მოდის, ტექნიკის, ბავშვებისა და სხვა კატეგორიებისთვის. გამოიყენე PLUS ბარათი და დაიბრუნე ქულები.
გეგმავ ზამთრის ვოიაჟს? აღმოაჩინე PLUS ბარათის ექსკლუზიური შეთავაზებები ინტერნეტზე, ბარგსა და საჩუქრებზე. გაიგე, როგორ აქციო შენი მოგზაურობა დაუვიწყარ თავგადასავლად!