2 წუთი წასაკითხად
საბანკო ნაკრები L: აღმოაჩინე ექსკლუზიური შეთავაზებები
7 მაი. 2024
2 წუთი წასაკითხად
საკითხები
გააზიარე
თუკი საქართველოს ბანკის სერვისების აქტიური მომხმარებელი ხარ, უთუოდ გეცოდინება საბანკო ნაკრების უპირატესობების შესახებ. ყოველდღიურად, სხვადასხვა ტრანზაქციის განხორციელებისას, ჩვენ საკომისიოებსაც ვიხდით – იქნება ეს გადახდა, გადარიცხვა, თანხის განაღდება ან სულაც SMS ბანკით სარგებლობა. ნაკრები კი შესაძლებლობას გაძლევს, დაზოგო თანხა და ისარგებლო მრავალი საბანკო პროდუქტით შეღავათიან ფასად.
როგორც ალბათ უკვე იცი, არსებობს სამი სახის საბანკო ნაკრები: S, M და L, რაც შესაბამისად მათში შემავალი პროდუქტების რაოდენობით განსხვავდება. ნაკრები იმითაცაა ხელსაყრელი სერვისი, რომ შენი საჭიროებების მიხედვით შეგიძლია შეარჩიო, რომლით სარგებლობა გსურს.
SUPER ნაკრები
2026 წლიდან S, M და L ნაკრებებთან ერთად, ჩვენს შეთავაზებებს SUPER ნაკრები დაემატა, რომელიც სუპერ შესაძლებლობებს გთავაზობს და ხარჯების დაზოგვის საშუალებასაც გაძლევს.
საბანკო ნაკრები L-ის სიახლეები
შოპინგი თუ გიყვარს, PLUS ქულებსაც ხშირად ხარჯავ და ამასთან საბანკო ნაკრები L-ის მფლობელიც ხარ, ეს ამბავი განსაკუთრებით გაგახარებს: თუ საქართველოს ბანკის პარტნიორ ობიექტებში PLUS ქულებით გადაიხდი, 10%-იან ფასდაკლებას მიიღებ – მათ შორის, PLUS-ის უკვე არსებულ აქციებზეც (ჯამურად მაქს. 50%-მდე).
ამასთან, დახარჯული PLUS ქულების ანაზღაურებასაც უფრო მარტივად შეძლებ: გაორმაგებულ PLUS ქულებს დააგროვებ Amex PLUS ბარათით გადახდისას სუპერმარკეტებსა და ბენზინგასამართ სადგურებზე (თვეში მაქს. 10 000 პლუს ქულას).
გაუთვალისწინებელ სიტუაციაში ხშირად ბანკომატიდან იმაზე მეტი თანხის გამოტანაც გვჭირდება, ვიდრე ამის საშუალება გვეძლევა. ამიტომ, სასიამოვნო სიახლეა ისიც, რომ ნაკრებ L-ში, სადებეტო ბარათით განაღდებისას გაზრდილი დღიური ლიმიტითაც შეგიძლია ისარგებლო – ნებისმიერი ბანკის ბანკომატიდან 10 000 ლარამდე შეძლებ გამოიტანო.
კიდევ რას მოიცავს საბანკო ნაკრები L
როგორც გითხარით, საბანკო ნაკრებები მათში შემავალი პროდუქტების რაოდენობით განსხვავდება. თუმცა, ყველა მათგანი მოიცავს მულტისავალუტო ანგარიშს, პლასტიკურ ბარათს, ციფრულ ბარათს, SMS ბანკს, ავტომატურ გადახდებსა და ავტომატურ გადარიცხვებს. რამდენი დაგეხარჯებოდა ნაკრების გარეშე მასში შემავალი პროდუქტებით რომ გესარგებლა, ნახე აქ.
აღსანიშნავია ისიც, რომ ნებისმიერ დროს შეგიძლია ნაკრების გაუქმება ან მისი გაუმჯობესება.
ასე რომ, თუკი ამ ყველა უპირატესობის გამოცდა გსურს, აუცილებლად გაიაქტიურე საბანკო ნაკრები. შეთავაზებების შესახებ უფრო დეტალურ ინფორმაციას აქ გაიგებ.
როგორ გავიაქტიურო?
ნაკრების გასააქტიურებლად ფილიალში მისვლა არ გჭირდება. პროცესი მარტივია, უბრალოდ გადადი ბმულზე ან:
- შედი მობილბანკში
- გადადი ჰაბში
- შედი შენს პროფილში
- ჩაირთე ნაკრები