1 წუთი წასაკითხად
PLUS-ის იუბილე: რა სიურპრიზები გელოდება შენ? [2020]
PLUS-ის დაბადების დღეზე საგანგებო შეთავაზებები გელოდება! გაცვალე შენი PLUS ქულები ექსკლუზიურ საჩუქრებზე plus.ge-ზე. ნახე, რა სიურპრიზებია შენთვის!
6 ივლ. 2020
1 წუთი წასაკითხად
აღნიშნე PLUS-ის დაბადების დღე და დაუჯერებლად ცოტა PLUS-ად შეიძინე სპეციალურად შენთვის შერჩეული ნივთები www.plus.ge-ს კატალოგიდან.
დღეს კატალოგში ახალი კატეგორია „PLUS-ის დაბადების დღე“ დღის ნებისმიერ მონაკვეთში დაემატება, სადაც განსაკუთრებული შეთავაზებები დაგხვდება. თვალი ადევნე კატალოგს და როგორც კი შენთვის საინტერესოს იპოვი, PLUS-ებზე გადაცვალე.
გაითვალისწინე, PLUS-ის დაბადების დღის კატეგორიიდან მხოლოდ 1 საჩუქრის შეძენას შეძლებ.
საჩუქრის შესაძენად საჭიროა plus.ge-ზე გაიარო ავტორიზაცია. ამისათვის დაგჭირდება ის მომხმარებლის სახელი და პაროლი, რომლებსაც მობილბანკსა და ინტერნეტბანკში შესასვლელად იყენებ. თუ არ გახსოვს მომხმარებლის სახელი / პაროლი ან საერთოდ არ გაქვს, აღდგენასა და რეგისტრაციას plus.ge-დანვე შეძლებ.
PLUS-ი მომავალშიც ბევრი სასიამოვნო სიახლით დაგიბრუნდება.