2 წუთი წასაკითხად
სტუდენტური ბარათის 4 უპირატესობა ქუთაისში
5 აგვ. 2026
2 წუთი წასაკითხად
საკითხები
გააზიარე
სტუდენტობა ერთი დიდი, ფერადი და ამაღელვებელი თავგადასავალია. ფინანსების დამოუკიდებლად მართვა კი ამ გზაზე პირველი სერიოზული გამოცდილებაა. ლექციებიდან მეგობრებთან შეხვედრებზე გაქცევა, სწავლა თუ ახალი ჰობის აღმოჩენა და პარალელურად ბიუჯეტის კონტროლი ხშირად რთული გამოწვევაა; განსაკუთრებით მაშინ, როცა ყოველდღიურად ტრანსპორტით მგზავრობა გიწევს. სწორედ ამიტომ, შენი ხარჯების შესამცირებლად ქუთაისში სატრანსპორტო შეღავათები და კიდევ სხვა უამრავი სარგებელი ამოქმედდა.
თუ ქუთაისში სწავლობ, 1 სექტემბრიდან შენი ყოველდღიურობა ბევრად უფრო მარტივი ხდება. საქართველოს ბანკის სტუდენტური ბარათი ზუსტად ის ინსტრუმენტია, რომელიც ყოველდღიური ხარჯების შემცირებაში დაგეხმარება. მოდი ვნახოთ 4 მთავარი მიზეზი, თუ რატომ უნდა გაიაქტიურო ეს ბარათი დღესვე.
1. მთავარი სიახლე: 50%-იანი ფასდაკლება ქუთაისის ტრანსპორტზე
1 სექტემბრიდან ქუთაისში მოქმედი უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების სტუდენტები მუნიციპალურ ტრანსპორტზე 50%-იანი შეღავათით ისარგებლებენ.
წარმოიდგინე, თვის განმავლობაში რამდენჯერ გიწევს სახლიდან უნივერსიტეტში, შემდეგ კი ქალაქის სხვადასხვა წერტილში გადაადგილება. ეს ფასდაკლება კი გადაადგილების სრულ თავისუფლებას მოგცემს.
ფასდაკლება სტუდენტური ბარათით გადახდისას ავტომატურად გააქტიურდება. თუმცა, აუცილებლად მიაქციე ყურადღება ერთ მნიშვნელოვან დეტალს: შეღავათი ვრცელდება მხოლოდ ერთ არჩეულ საშუალებაზე – ფიზიკურ ბარათზე ან ციფრულ საფულეზე (Apple Pay / Google Pay).
თუ გსურს, რომ მგზავრობისას ტელეფონით გადაიხადო, მობილბანკის AI ჩატბოტს შეგიძლია მისწერო ფრაზა: “სატრანსპორტო შეღავათის გადატანა მინდა wallet-ზე.”
2. ჯანდაცვის პროგრამა
დატვირთული გრაფიკის ფონზე, ჯანმრთელობაზე ზრუნვა ხშირად ფუფუნებად გვეჩვენება. სტუდენტური ბარათით შეგიძლია ჯანდაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩაერთო, რისთვისაც მხოლოდ მარტივი რეგისტრაციის გავლაა საჭირო. ეს ნიშნავს, რომ გეგმიური სამედიცინო ვიზიტები თუ ჯანმრთელობის მონიტორინგი შენთვის ბევრად მარტივი და ხელმისაწვდომი ხდება. თუ აქტიური სტუდენტის სტატუსი გაქვს, შემდეგი პირობებით ისარგებლებ:
- ევექსი: ექიმის კონსულტაცია და კვლევები 100%-მდე ფინანსდება.
- New Dent: უფასო კონსულტაციასთან ერთად, 30-50%-იანი ფასდაკლებები დაგხვდება ისეთ სერვისებზე, როგორიცაა კბილების წმენდა, კარიესის მკურნალობა, ბრეკეტები და თერაპია.
- GPC და Pharmadepot: მიიღებ 15%-იან ფასდაკლებას მედიკამენტებზე და 40%-მდე ფასდაკლებას კოსმეტიკურ ბრენდებზე. თავის მოვლის რუტინა იაფი ნამდვილად არ არის, ამიტომ Body Shop-ზე, CeraVe-ზე, Topicrem-სა თუ Vichy-ზე მიღებული ფასდაკლება დიდ შეღავათს მოგცემს.
არ დაგავიწყდეს, რომ შეღავათები სტატუსის არმქონე ახალგაზრდებზეც ვრცელდება, მაგალითად, უფასო ოჯახის ექიმი, 30-40% ფასდაკლება სპეციალისტებთან ვიზიტზე და გამოკვლევებზე, ასევე, ფასდაკლებები აფთიაქებსა და New Dent-ში. დეტალებისთვის აუცილებლად გაეცანი ჯანდაცვის პროგრამის სრულ პირობებს.
3. დააგროვე 2-ჯერ მეტი PLUS ქულა
სტუდენტური ბარათით გადახდილ ყოველ 1 ლარზე ავტომატურად 2 PLUS ქულა გერიცხება. სხვა ბარათების შემთხვევაში ამ რაოდენობის ქულას მხოლოდ ყველაზე მაღალი (Gold) სტატუსით მიიღებდი, სტუდენტური ბარათით კი ეს უპირატესობა ნებისმიერ შემთხვევაში გენიჭება. ყოველდღიური საყიდლებით შენი PLUS ბალანსი შეუმჩნევლად და სწრაფად გაიზრდება.
ამ ქულებით საქართველოს ბანკის პარტნიორ ობიექტებში ყველაფერს მარტივად იყიდი. გაიგე მეტი იმის შესახებ, თუ როგორ მიიღო მეტი სარგებელი PLUS ქულებით. აქვე შეგახსენებთ, რომ დაგროვებული ქულები განსაკუთრებით 5 ივლისს, PLUS-ის დაბადების დღეზე გამოგადგება, როცა უამრავი განსაკუთრებული შეთავაზებითა და ფასდაკლებით სარგებლობას შეძლებ.
4. ექსკლუზიური ფასდაკლებები
ბარათი კიდევ უამრავ სარგებელს გთავაზობს. თვალი ადევნე მობილბანკს და აღმოაჩინე სპეციალური ფასდაკლებები ქუთაისში არსებულ კაფეებში, სპორტულ დარბაზებსა თუ ტექნიკის მაღაზიებში.
ბარათის აღება და განახლება სრულიად უფასოა და სახლიდან გაუსვლელად შეგიძლია. თანაც, შესაძლებლობა გაქვს რომ შენი სტილის შესაბამისი, უნიკალური დიზაინი თავადვე შეარჩიო.
გაითვალისწინე: ბარათის მიღება 18-დან 23 წლამდე ნებისმიერ ახალგაზრდას შეუძლია. თუმცა სატრანსპორტო შეღავათი მხოლოდ აკრედიტებული სასწავლებლის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებზე ვრცელდება.
ნუღარ გადადებ, გაიაქტიურე ბარათი დღესვე და ისარგებლე ყველა სტუდენტური უპირატესობით.