საკუთარი სტილისა და ხასიათის გამოხატვა უამრავი განსხვავებული ფორმითაა შესაძლებელი. მათ შორის ისეთი ყოველდღიური ნივთითაც კი, როგორიც საბანკო ბარათია.
საქართველოს ბანკის ციფრული PLUS ბარათი შესაძლებლობას გაძლევს სასურველი თემატიკა შენი განწყობისა და პიროვნების შესაბამისად შეარჩიო. მოდი ვნახოთ 4 მთავარი მიზეზი, თუ რატომ არის ციფრული PLUS ბარათი შენი საუკეთესო ყოველდღიური პარტნიორი.
1. შენს ხასიათს მორგებული დიზაინი
ყველა ადამიანი განსაკუთრებულია, რაც ყველაზე მეტად მათ მრავალფეროვან ინტერესებში ვლინდება. ზოგისთვის დასვენების საყვარელი ფორმა ხელოვნებით დაკავება, მუსიკის მოსმენა ან წიგნის კითხვაა, ზოგს კი ზაფხულის ცხელი მზის ქვეშ გართობა ან თოვლიან მთებში სრიალი ურჩევნია. შეგიძლია ციფრული PLUS ბარათი სწორედ შენს საყვარელ გატაცებას, სეზონს ან თუნდაც ოთხფეხა მეგობარს დაუკავშირო.
გარდა ამისა, რა გამოხატავს საკუთარ იდენტობას იმაზე მეტად, ვიდრე მშობლიური კუთხე? ალბათ გახსენდება ადგილი, რომელთანაც განსაკუთრებულად თბილი მოგონებები გაკავშირებს. შეგიძლია ეს სიყვარული ყოველდღიურობაშიც გადმოიტანო და ბარათი მშობლიური მხარის პეიზაჟით დაამშვენო. ასე და ამგვარად, სადაც არ უნდა წახვიდე, შენი იდენტობის ნაწილი მუდამ თან გექნება.
თუ შედარებით ნეიტრალური ან მინიმალისტური სტილი გიზიდავს, შეგიძლია საყვარელი ფერების კომბინაციას მიანიჭო უპირატესობა. სადა დიზაინი შესანიშნავი არჩევანია მათთვის, ვისაც ყოველდღიურობაში სიმარტივე ურჩევნია.
2. სწრაფი აქტივაცია და უსაფრთხოება
ციფრული ბარათის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა მისი სიმარტივეა. მისაღებად ფილიალში მისვლა არ გჭირდება – ბარათს მობილბანკში სულ რამდენიმე წუთში, სრულიად უფასოდ გაიაქტიურებ.
ციფრულ ბარათს ზუსტად ისეთივე ფუნქციები აქვს, როგორიც პლასტიკურ ბარათს. თუმცა, მის დაკარგვაზე აღარასდროს იდარდებ, რადგან ის შენს მობილურში საიმედოდ შეინახება. Apple Pay-სა ან Google Pay-ში ბარათს მარტივად დაამატებ, ხოლო ტრანსპორტსა და სავაჭრო ობიექტებში ტელეფონის ერთი შეხებით შეძლებ გადახდას.
3. მუდმივი შეთავაზებები შენს მობილურში
მობილბანკში შეთავაზებების სივრცის დათვალიერებისას აღმოაჩენ, რომ პარტნიორებისგან მუდმივად გელოდება შეთავაზებები. აქ საინტერესოს ყველა ნახავს, მაგრამ ხშირად უკეთესი პირობებია PLUS ბარათის მფლობელებისთვის როგორც მეტი ქულის დაგროვების კუთხით, ასევე ფასდაკლებები ამ ბარათით გადახდისას.
თუ რომელიმე მათგანი მოგეწონება, მაგრამ PLUS ბარათი ჯერ არ გაქვს, სანერვიულო არაფერია – შეგიძლია ციფრული ბარათი მომენტალურად აიღო და სასურველი შეთავაზებებით მაშინვე ისარგებლო.
ამ შეთავაზებებით სარგებლობა ძალიან მარტივია. შეგიძლია მობილბანკის შესაბამის სივრცეში მიმდინარე აქციები დაათვალიერო და თუ კონკრეტული შეთავაზება გააქტიურებას ითხოვს, ერთი დაჭერით გაიაქტიურო.
4. PLUS-ით სხვა ბარათებზე მეტი ქულა გროვდება
როცა PLUS ბარათით იხდი, ყოველ გადახდაზე ავტომატურად აგროვებ უფრო მეტ PLUS ქულას, ვიდრე სხვა სადებეტო ბარათებით. დაგროვილ ქულებს კი ტანსაცმლის, ტექნიკისა თუ თავის მოვლის ობიექტებში საუკეთესოდ დახარჯავ.
400 PLUS ქულა = 1 ლარს, თუმცა ქულების დახარჯვას უფრო მომგებიანადაც შეძლებ.
ამიტომ, თუ 5 ივლისისთვის ახლავე გინდა დაიწყო მომზადება, შეგიძლია ციფრული PLUS ბარათი უკვე გაიაქტიურო მობილბანკში.
ციფრული PLUS ბარათი შენს უნიკალურ სტილს, უსაფრთხოებას და ფინანსურ შეთავაზებებს აერთიანებს. აირჩიე დიზაინი, რომელიც ყველაზე მეტად გგავს და შენი სურვილებისთვის ქულების დაგროვება დღესვე დაიწყე.