2 წუთი წასაკითხად
როგორ ვიყიდო ნახევარ ფასად 5 ივლისს - PLUS-ის დაბადების დღე
2 ივლ. 2024
2 წუთი წასაკითხად
საკითხები
გააზიარე
საქართველოს ბანკის მომხმარებლებმა კარგად იციან, რომ წლის მთავარი შოპინგ-მოვლენა 5 ივლისია. ეს ხომ PLUS-ის დაბადების დღეა – დრო, როცა შენი დაგროვილი ქულები ორმაგდება და პარტნიორ ობიექტებში ყველაფრის ნახევარ ფასად შეძენა შეგიძლია.
იმისათვის, რომ ამ დღეს სრულად მომზადებული შეხვდე და შეთავაზებით მაქსიმალური სარგებელი მიიღო, რამდენიმე მარტივი წესი უნდა იცოდე.
1. სად და როდის შეძლებ შეთავაზებით სარგებლობას
განსაკუთრებული შეთავაზება მხოლოდ 5 ივლისს, 24 საათის განმავლობაში მოქმედებს. თუ ჩვეულებრივ 400 PLUS ქულა 1 ლარის ეკვივალენტია, PLUS-ის დაბადების დღეზე ბალანსის გაორმაგებას შეძლებ.
სასურველი პროდუქციის ნახევარ ფასად შეძენას შეძლებ პარტნიორ ობიექტებში, ამასთან, ჩამონათვალში თითოეულ ობიექტს მითითებული ექნება თუ სად მოქმედებს შეთავაზება – ონლაინ, ფიზიკურ მაღაზიაში თუ ორივეგან.
რაც მთავარია, თუ მაღაზიას კონკრეტულ ნივთზე ფასდაკლება უკვე აქვს გამოცხადებული, PLUS-ის 50%-იანი ფასდაკლება მაინც იმოქმედებს და ორმაგ სარგებელს მიიღებ!
2. როგორ უნდა გადაიხადო
ფასდაკლებით სარგებლობა შეგიძლია როგორც ფიზიკურ, ისე ონლაინ მაღაზიებში. გაითვალისწინე, რომ შეთავაზებით სარგებლობისთვის აუცილებელია შენი ბარათი არ იყოს ვადაგასული ან დაბლოკილი და არ გიფიქსირდებოდეს დასაფარი დავალიანება.
თავად გადახდის პროცესი კი ასეთია:
- ფიზიკურ მაღაზიაში გადახდამდე აუცილებლად გააფრთხილე მოლარე, რომ ქულებით იხდი. შეგიძლია გამოიყენო ნებისმიერი სადებეტო ბარათი ან Apple/Google Pay, მთავარია ტრანზაქცია საქართველოს ბანკის პოს-ტერმინალზე შესრულდეს.
- ონლაინ მაღაზიაში გადახდის გვერდზე აუცილებლად მიუთითე საქართველოს ბანკი. მონაცემების შეყვანის შემდეგ გამოჩნდება სპეციალური ღილაკი, სადაც “PLUS ქულებით გადახდა” უნდა მონიშნო.
3. როგორ მუშაობს კომბინირებული გადახდა?
თუ სასურველი ნივთისთვის ქულები არ გყოფნის, შეთავაზებაზე უარის თქმა არ მოგიწევს. ფიზიკურ მაღაზიებში კომბინირებული გადახდით შეგიძლია ისარგებლო – ნაწილი ქულებით დაფარო, ხოლო დარჩენილი თანხა ბარათით, ნაღდი ფულით ან ნაწილ-ნაწილ გადახდით დაამატო.
დაიმახსოვრე, რომ 50%-იანი ფასდაკლება მოქმედებს მხოლოდ ქულებით გადახდილ ნაწილზე. მაგალითად, თუ ნივთი 200 ლარი ღირს და შენ მხოლოდ 50 ლარის ოდენობის ქულები გაქვს, დაბადების დღეზე შენი ქულები გაორმაგდება და 100 ლარს დაფარავს; დარჩენილ 100 ლარს კი ფასდაკლების გარეშე გადაიხდი. რაც შეეხება ონლაინ შოპინგს, აქ კომბინირებული გადახდა არ მოქმედებს და საფასური სრულად PLUS ქულებით უნდა დაფარო.
გარდა ამისა, დაგროვებულ PLUS ქულებს ვადა არ გასდის და მათი გადარიცხვა ან მიღება ნებისმიერ დროს შეგიძლია. ასე რომ, თუ სურვილამდე სულ ცოტა გიკლია ან მეგობრები თუ ოჯახის წევრები საერთო ნივთს ყიდულობთ, ქულების გაერთიანება საქმეს ბევრად გაგიმარტივებთ.
4. რა გამონაკლისები და წესები არსებობს?
მნიშვნელოვანია იცოდე რაზე არ ვრცელდება 5 ივლისის შეთავაზება: ფასდაკლებით ვერ ისარგებლებ კომუნალური, მობილური და სატრანსპორტო გადასახადებისას და კომპანიების სასაჩუქრე ბარათების შეძენისას.
რაც შეეხება ნივთის დაბრუნებას – ეს სრულიად ჩვეულებრივი პროცესია. ფიზიკურ მაღაზიაში გადახდის გაუქმებისას ქულები მომენტალურად დაგიბრუნდება ბალანსზე, ონლაინ დაბრუნებას კი სტანდარტულად ოდნავ მეტი დრო დასჭირდება.
ასევე, დაბადების დღის ფასდაკლებით მაქსიმალური სარგებლობისთვის, ქულების სწრაფად დაგროვებაზე ზრუნვა წინასწარ უნდა დაიწყო. ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და მომგებიანი სტრატეგია American Express-ის ბარათის მფლობელებს აქვთ.
ახლა უკვე მეტი ტექნიკური დეტალი იცი. შეამოწმე შენი ბალანსი, გადახედე პარტნიორი ობიექტების სიას და დაელოდე წლის საუკეთესო შოპინგის დღეს! საშოპინგოდ მომზადებაში ჩვენც დაგეხმარებით და გირჩევთ, რისი ყიდვა შეგიძლია განსაკუთრებული შეთავაზებით.