2 წუთი წასაკითხად
sCoolApp: 5 მიზეზი, თუ რატომ უნდა იყოს ყველა მოსწავლის სმარტფონში
ნახე, როგორ ეხმარება sCoolApp მოზარდებს ფინანსური წიგნიერების ამაღლებასა და ბიუჯეტის მართვაში. აღმოაჩინე უსაფრთხოების, კონტროლისა და დაზოგვის ფუნქციები.
17 თებ. 2026
2 წუთი წასაკითხად
ფინანსური წიგნიერება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უნარია, რომელიც ადამიანს მთელი ცხოვრების განმავლობაში სჭირდება. სწორი ფინანსური ჩვევების ჩამოყალიბება კი ადრეული ასაკიდან იწყება.
სწორედ ამ მიზანს ემსახურება sCoolApp – საქართველოს ბანკის აპლიკაცია მოსწავლეებისთვის. მისი დახმარებით, მოზარდები სწავლობენ საკუთარი ბიუჯეტის მართვას, მშობლები კი აკონტროლებენ შვილების ფინანსებს.
თუ თქვენი შვილის სმარტფონს ეს აპლიკაცია ჯერ კიდევ არ აქვს, წარმოგიდგენთ 5 მიზეზს, რატომ უნდა გადმოწეროთ ის დღესვე.
1. კონტროლი და სიმშვიდე
აპლიკაცია ბავშვს საშუალებას აძლევს, ისწავლოს ფულის მართვა, თუმცა ფინანსური კონტროლის მექანიზმები სრულად მშობლების ხელში რჩება.
თქვენი მობილბანკიდან ნებისმიერ დროს შეგიძლიათ:
- შეამოწმოთ შვილის ტრანზაქციების დეტალური ისტორია
- დააწესოთ დღიური, კვირის ან თვიური ხარჯვის ლიმიტები
- აკონტროლოთ გაუთვალისწინებელი ხარჯები
მნიშვნელოვანია, რომ აპლიკაციაზე წვდომა და რეგისტრაცია მხოლოდ მშობლის ნებართვითაა შესაძლებელი. ბარათის დაკარგვის შემთხვევაში კი, მის დასაბლოკად სერვისცენტრში მისვლა ან ცხელ ხაზზე დარეკვა საჭირო არ არის, ამას მომენტალურად, პირდაპირ თქვენი მობილბანკიდან შეძლებთ.
2. ფინანსური დამოუკიდებლობა
მოზარდს ფინანსების დამოუკიდებლად მართვის პირველ, უმნიშვნელოვანეს გამოცდილებას sCoolApp სთავაზობს. აპლიკაციის მეშვეობით მას შეუძლია:
- შეამოწმოს ანგარიშზე არსებული ნაშთი
- შეავსოს მობილურის ბალანსი
- გადაურიცხოს თანხა მეგობარს
განსაკუთრებით მოსახერხებელია თანხის მოთხოვნისა და ხარჯის გაყოფის ფუნქციები. თუ მოზარდს ანგარიშზე თანხა გამოელევა, ის მარტივად გიგზავნით მოთხოვნას მობილბანკში. მეგობრებთან ერთად გადახდილი ანგარიშის თანაბრად გადანაწილება კი ზედმეტი გამოთვლების გარეშე, რამდენიმე ღილაკითაა შესაძლებელი.
3. მიზნების დასახვა და დაზოგვა
sCoolApp მოზარდს დაზოგვის მნიშვნელობას ასწავლის. შემეცნებითი „სთორების“ მეშვეობით, ბავშვი რთულ ფინანსურ საკითხებს მარტივ და გასაგებ ენაზე ეცნობა.
ამ ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად კი აპლიკაციას გოჭი ყულაბის განახლებული ფუნქცია აქვს. მისი დახმარებით მოზარდი ხვდება, რომ დიდი სურვილების ასრულებას დრო და მოთმინება სჭირდება.
4. შეთავაზებები და ყოველდღიური სარგებელი
მოსწავლეები sCoolApp-ში მათთვის საინტერესო შეთავაზებებს აღმოაჩენენ. აპლიკაციის საშუალებით, ისინი მუდმივად ეცნობიან საყვარელ ობიექტებში მოქმედ ფასდაკლებებსა და სპეციალურ აქციებს.
ამასთან, აპლიკაციის ერთ-ერთი უპირატესობა სქულების სისტემაა. ყოველი დახარჯული 1 ლარიდან ბარათზე 5 სქულა გროვდება. დაგროვებულ ქულებს მოსწავლე პირდაპირ აპლიკაციაში ამოწმებს და იქვე ცვლის მობილურის ბალანსში ან სქულების პარტნიორ ობიექტებში.
5. თვითგამოხატვა და შემეცნებითი თამაშები
იმისთვის, რომ ფინანსების მართვა მოზარდისთვის მოსაწყენ რუტინად არ იქცეს, sCoolApp მას თვითგამოხატვისა და გართობის შესაძლებლობებსაც სთავაზობს.
აპლიკაცია მომხმარებელს საშუალებას აძლევს, საკუთარი გემოვნებით შეცვალოს დიზაინი და შეარჩიოს ავატარი. ეს აპლიკაციას მის პირად სივრცედ აქცევს და გამოყენების პროცესს უფრო სასიამოვნოს ხდის.
ფინანსური განათლების მიღება კი სახალისო თამაშებით გრძელდება. პოპულარული შემეცნებითი თამაშის, სხვა სამყაროს შემდეგ, მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ ტრივიაშიც, რომელიც ლოგიკური აზროვნების განვითარებას უწყობს ხელს. სწორი პასუხებისთვის კი ისინი საჩუქრებს იღებენ, რაც სწავლის პროცესს კიდევ უფრო აზარტულსა და საინტერესოს ხდის.
როგორ დავიწყოთ?
sCoolApp-ით სარგებლობისთვის მოსწავლის ბარათი, sCool Card-ია საჭირო. პროცესი ონლაინ მიმდინარეობს და 3 მარტივი ნაბიჯისგან შედგება:
- შეუკვეთე: გადადი ბმულზე და მოითხოვე sCool Card უფასოდ
- გადმოწერე: დააინსტალირე sCoolApp ბავშვის სმარტფონში
- გაააქტიურე: გაიარე ავტორიზაცია და დაადასტურე შენი მობილბანკიდან
sCoolApp არის თანამედროვე ინსტრუმენტი მშობლებისთვის, ვისაც სურთ, შვილს ფინანსური დამოუკიდებლობა უსაფრთხო და კონტროლირებად გარემოში ასწავლონ. მისი დახმარებით ფულის მართვა მოზარდისთვის ისეთივე მარტივი და ბუნებრივი ხდება, როგორც სმარტფონის ყოველდღიური გამოყენება.