Logo
ბლოგი
Time icon

2 წუთი წასაკითხად

გიორგი ისაკაძე: რას ნიშნავს ქვეყნისთვის საქართველოს ბანკის გლობალური წარმატება

გაიგეთ, რატომ დასახელდა საქართველოს ბანკი მსოფლიოს საუკეთესო ციფრულ ბანკად ზედიზედ ორჯერ. ეკონომისტი განმარტავს, რას ნიშნავს ეს ქვეყნისთვის და მის ტექნოლოგიურ მომავალზე.

ალბათ, ბევრს არც უფიქრია, რომ კომუნალურის გადახდისას ან მეგობართან თანხის გადარიცხვისას, მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკის სერვისებს იყენებს. Global Finance-ის 2025 წლის შეფასებით, საქართველოს ბანკმა ზედიზედ მეორედ მოიპოვა ეს აღიარება.

როგორ ხდება, რომ ასეთ გლობალურ წარმატებას პატარა ქვეყნის ბანკი აღწევს? ამ კითხვაზე პასუხში ეკონომისტი გიორგი ისაკაძე დაგვეხმარება.

გიორგი ისაკაძის აზრით, საქართველოს ბანკის მთავარი უპირატესობა ძალიან ადამიანურია:

როცა პატარა ქვეყნის შედარებით მომჭირნე რესურსებით ეპაექრები და უგებ გლობალურ ფინანსურ ინსტიტუტებს, ეს ნიშნავს უმთავრესს – ადამიანების ცოდნას და შემოქმედებით ძალას საზღვრები არა აქვს

ერთი გამარჯვება შეიძლება შემთხვევითობას მიაწერო, მაგრამ მეორეზე უკვე კანონზომიერება იკვეთება. ისაკაძეც ამბობს, რომ როცა ერთი ბრენდი ერთდროულად ლიდერობს როგორც მასობრივ (Retail), ისე პრემიუმ სეგმენტში, ეს შემთხვევით არ ხდება.

SOLO-მ იმდენად გარდაქმნა ბანკის სტრუქტურა და პორტფელი, რომ დღეს უკვე ბიზნესებისთვისაც (SME) გვაქვს ‘ერთი ფანჯრის’ პრინციპით შექმნილი პრემიუმ სერვისი – SOLO Business. ეს ყველაფერი გეგმის ნაწილია და არა მოულოდნელი წარმატება

მაგრამ რა პრაქტიკული სარგებელი აქვს ამას ქვეყნისთვის? გიორგი ისაკაძის აზრით, ეს გამარჯვება პირდაპირი სიგნალია, რომ საქართველო მზად არის, მსოფლიოს ტექნოლოგიური პროდუქტებიც შესთავაზოს.

ეს გამარჯვება ცალსახად მიუთითებს, რომ საქართველო მზად არის ტექნოლოგიური პროდუქტის ექსპორტისთვის. საჭიროა ფოკუსი იმ შესაძლო ტექნოლოგიურ სერვისებზე თუ პროდუქტებზე, რომლებიც მოთხოვნადი იქნება გლობალურ სამყაროში

ისაკაძის აზრით, ბანკის მიერ შექმნილი პრეცედენტი სხვა სტრატეგიულ სფეროებშიც შეიძლება გამოგვადგეს. ის სამ მთავარ მიმართულებას გამოყოფს, რადგან ისინი გლობალური ცვლილებების მიმართ ყველაზე მდგრადია:

  • განათლება
  • ტექნოლოგიები
  • მედიცინა

ტექნოლოგიური ექსპორტის პოტენციალის გარდა, არსებობს მეორე სარგებელიც – რეპუტაცია. ასეთი დონის აღიარება ქვეყნის იმიჯზეც აისახება, რასაც გიორგი ისაკაძეც უსვამს ხაზს:

მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე გავლენიანმა შეფასების პლატფორმამ პატარა ქვეყნის ბანკი საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა, ეს უკვე თავისთავად ეკონომიკური სარგებელია

საბოლოო ჯამში, ეს აღიარება მხოლოდ ერთი კომპანიის გამარჯვება არ არის. ჩვენს ქვეყანაში არსებობენ ადამიანები, რომლებსაც მსოფლიოში საუკეთესო პროდუქტების შექმნა შეუძლიათ.

გადმოწერე მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკის მობილბანკი და თავად ნახე, როგორია გლობალურად აღიარებული გამოცდილება!

გადმოწერე მობილბანკი

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს